„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3975
სარეგისტრაციო კოდი
360.050.000.05.001.002.468
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 48, 22/12/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

               მუხლი 1. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 27) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:

ა) მართოს სახელმწიფო ნაკრძალები, ეროვნული პარკები, ბუნების ძეგლები, აღკვეთილები, ბიოსფერული რეზერვატები, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნები და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიები;

ბ) სხვა უწყებებთან და ორგანიზაციებთან ერთად მართოს დაცული ლანდშაფტები და გამონაკლის შემთხვევებში – აღკვეთილების, ბიოსფერული რეზერვატებისა და მსოფლიო მემკვიდრეობის უბნების ცალკეული ზონები;

გ) გააკონტროლოს მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიები;

დ) გაატაროს დაცული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის, მეთვალყურეობის, შენარჩუნების, აღდგენისა და დაცვის ღონისძიებები;

ე) შეიმუშაოს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმები;

ვ) შეიმუშაოს, შეათანხმოს და აამოქმედოს თითოეული დაცული ტერიტორიის დებულება, ინსტრუქცია, ნორმატიული და სხვა კანონქვემდებარე აქტები;

ზ) მოახდინოს მონიტორინგისა და სამეცნიერო კვლევის ორგანიზება, დაკვირვების მონაცემების დამუშავება, შენახვა და გავრცელება;

თ) ჩამოაყალიბოს შესაბამისი სამსახურები;

ი) ჩამოაყალიბოს ეროვნული და ადგილობრივი დონის საკონსულტაციო საბჭოები;

კ) სრულყოს მართვის მექანიზმები და აამაღლოს პერსონალის კვალიფიკაცია;

ლ) მოამზადოს რეგულარული მოხსენებები დაცული ტერიტორიების მდგომარეობის შესახებ;

მ) მოახდინოს დაცული ტერიტორიების სახელმწიფო ფონდის ადმინისტრირება და ითანამშრომლოს ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან და საერთაშორისო არასამთავრობო ფონდებთან;

ნ) გამოიყენოს დაცული ტერიტორიებიდან მიღებული სხვადასხვა შემოსავლით შექმნილი ფონდები ამ ტერიტორიების დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის;

ო) განახორციელოს კანონით დადგენილი წესით ტერიტორიების შემოერთების ღონისძიებები (საჭიროების შემთხვევაში – ტერიტორიებისა და მათზე განთავსებული უძრავი ქონების შეძენის ჩათვლით);

პ) განახორციელოს დაცული ტერიტორიების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამშენებლო საქმიანობისა და კეთილმოწყობის სამუშაოების (ბილიკები, ზღუდეები, თავშესაფრები, გზამკვლევები და სხვა) ორგანიზება;

ჟ) განახორციელოს დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობა და მონაწილეობა მიიღოს შესაბამის პროგრამებში;

რ) მოახდინოს შესაბამისი ფუნქციების მქონე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოოპერირება;

ს) ითანამშრომლოს საზოგადოების ფართო ფენებთან.“.

2. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქველმოქმედო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საშუალებით.“.

           მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 14 დეკემბერი.

№3975–რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.12.2006.
როდის იქნა მიღებული „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 14.12.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3975. სარეგისტრაციო კოდი — 360.050.000.05.001.002.468.
სად არის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.12.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №3975, 14.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.05.001.002.468 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/25030/