ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.09.2014
ძალის დაკარგვა 08.01.2015
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №42
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016198
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 507 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.09.2014 მიღება
08.01.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №42 2014 წლის 15 სექტემბერი ქ. ხონი ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-6 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის  დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 27 აგვისტოს  №36 დადგენილება „ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ადმინისტრაციული ზედამხედველობისა და არქიტექტურის   სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე დანართი №1 ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის     სამსახურის დებულება. მუხლი 1🔗. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის    სამსახური 1. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის    სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების  შემუშავების  საქმიანობაზე ზედამხედველობას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი  განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. სამსახურს აქვს  ბლანკი, ბეჭედი სახელწოდების აღნიშვნით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის - განყოფილებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია: ა) ზედამხედველობისა და მოსაკრებლების განყოფილება; 3. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის  მოსამსახურეთა შორის; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;  მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს  წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს  პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის  წინაშე. 4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების,    მათი განაკვეთების დადგენის თაობაზე წინადადებების მომზადება; ბ) ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღების ორგანიზება; გ)  მუნიციპალიტეტის სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვისა და შესაბამის სფეროში ნორმებისა და წესების განსაზღვრის თაობაზე წინადადებების მომზადება; დ)  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა და მშენებლობაზე ზედამხედველობის განხორციელება; ე)  მუნიციპალიტეტის საზღვრებში ადმინისტრაციული ერთეულის შექმნისა და გაუქმების, მათი საზღვრების დადგენის თაობაზე წინადადებების მომზადება; ვ)  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების საზღვრების თაობაზე წინადადებების მომზადება; ზ) გარე რეკლამის განთავსების რეგულირება; თ)  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა; ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება; კ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის დავალებების შესრულება. მუხლი 4🔗. ზედამხედველობისა და მოსაკრებლების განყოფილება; ზედამხედველობისა და მოსაკრებლების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების,    მათი განაკვეთების დადგენის თაობაზე წინადადებების მომზადება. ბ) ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღების ორგანიზება. გ)  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება. დ) გარე ვაჭრობისა და გარე რეკლამის განთავსების რეგულირება მუხლი 5🔗. სამსახურის ქონება სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონება წარმოადგენს ხონის მუნიციპალიტეტის  გამგეობის  საკუთრებას. მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებები სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.