„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3976
სარეგისტრაციო კოდი
280.090.040.05.001.002.469
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 48, 22/12/2006

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

               მუხლი 1.  „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხ. 633) 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 31. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი გაერთიანებების შექმნისა და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვის, თანადგომისა და მომსახურების მიზნით შექმნან საზოგადოებრივი გაერთიანებები, მათ შორის, სხვადასხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 14 დეკემბერი.

№3976–რს

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.12.2006.
როდის იქნა მიღებული „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 14.12.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3976. სარეგისტრაციო კოდი — 280.090.040.05.001.002.469.
სად არის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.12.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3976, 14.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 280.090.040.05.001.002.469 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/25036/