საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და სსიპ-საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.09.2014
ძალაში შესვლა 01.01.2018
ძალის დაკარგვა 01.01.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №44/2014
სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016161
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 641 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.09.2014 მიღება
01.01.2018 ძალაში შესვლა
01.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ცესკოს მდივანი გიზო მჭედლიძე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და სსიპ-საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია დადგენილება №44/2014 2014 წლის 15 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე და „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449-ე დადგენილების მე-4 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის თანდართული წესი. მუხლი 2🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე დანართი საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი მუხლი 1🔗. ამ წესის რეგულირების სფერო ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში (შემდგომში - სწავლების ცენტრი) დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ­ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, მისი აპარატი და საოლქო საარჩევნო კომისიები; ბ) პრემია ­ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და სწავლების ცენტრში დასაქმებულ  პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის; გ) ცესკოს ხელმძღვანელი პირი - ცესკოს თავმჯდომარე/მოადგილე/მდივანი; დ) ცესკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირი - დეპარტამენტის უფროსი; ე) სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი პირი - სწავლების ცენტრის დირექტორი; ვ) სწავლების ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირი - განყოფილების უფროსი. მუხლი 3🔗. პრემიის გაცემის საფუძველი და მიზნები 1. პრემია გაიცემა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და სწავლების ცენტრში დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს საფუძველზე. ინიცირებაზე უფლებამოსილი პირის მიერ წარდგენილ დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ. 2. პრემიის მიზნებია, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და სწავლების ცენტრში დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა. მუხლი 4🔗. პრემიის გაცემის უფლებამოსილება 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის სტრუქტურულ ერთეულსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში დასაქმებულ პირებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიცირების უფლება აქვს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ან/და ცესკოს ხელმძღვანელ პირს. 2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირზე და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე  პრემიის გაცემის საკითხის ინიცირებას ახდენს ცესკოს ხელმძღვანელი პირი. 3. ამ მუხლის პირველი და მე­-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე ცესკოს ხელმძღვანელ პირებზე/წევრებზე პრემიის გაცემის გადაწყვეტილებას იღებს ცესკოს თავმჯდომარე, საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. 4. სწავლების ცენტრში დასაქმებულ პირებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიცირების უფლება აქვს სწავლების ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელ პირს. 5. სწავლების ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირზე/დირექტორის მოადგილეზე პრემიის გაცემის საკითხის ინიცირებას ახდენს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი. 6. სწავლების ცენტრის ხელმძღვანელ პირზე პრემია გაიცემა სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანების საფუძველზე. პრემიის გაცემისას აუცილებელია ცესკოს თავმჯდომარის წერილობითი თანხმობა.  7. სწავლების ცენტრში დასაქმებულ პირებზე, სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი პირის ბრძანებით პრემიის გაცემისას (პრემიის ოდენობისა და პერიოდულობის განსაზღვრისას) აუცილებელია ცესკოს თავმჯდომარის წერილობითი თანხმობა. მუხლი 5🔗. პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობა 1. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და სწავლების ცენტრში დასაქმებულ პირზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს. 2. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და სწავლების ცენტრში დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ. 3. პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია ცესკოს ხელმძღვანელი პირის/ ცესკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/სწვალების ცენტრის ხელმძღვანელი პირის მოტივირებული შუამდგომლობით, ცესკოს თავმჯდომარის თანხმობის საფუძველზე.