„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (კონკურენტუნარიანობისა და ზრდის განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიების დაფინანსება)“ სასესხო ხელშეკრულება

მიღების თარიღი 09.07.2014
ძალაში შესვლა 12.08.2014
გამომცემი ორგანო თანხების გამოყოფა
ნომერი №IBRD 29
სარეგისტრაციო კოდი 480610100.03.030.016276
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/09/2014
matsne.gov.ge 2,909 სიტყვა · ~15 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.07.2014 მიღება
12.08.2014 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (11)
718 718.7
728 728.43
897 897.3
თანხების გამოყოფა გამოყოფილი სესხის მოცულობა  (USD-ში)
(1)          ერთჯერადად ჩამოსარიცხი ტრანში 69,825,000
(2)          ადმინისტრირების გადასახადი (Front-End Fee) 175,000
(3)          გადასახადი წინამდებარე ხელშეკრულების 2.07 (გ) პარაგრაფის შესაბამისად 0
მთლიანი მოცულობა 70,000,000
სესხის დაფარვის თარიღი დაფარვის წილი (პროცენტებში)
2039 წლის 15 ივნისი 3.43%
ჯგუფი ქვეჯგუფი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (პირველი ინკლუზიური ზრდის განვითარების პოლიტიკის ღონისძიება)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 96% 22.05.2015 „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (პირველი პროგრამული კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიება)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 96% 22.05.2015 „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% 18.03.2022 „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ბათუმის ავტობუსების პროექტი)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 13.07.2017 „საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის (კონკურენტუნარიანობისა და ზრდის განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიების დაფინანსება)” დაფინანსების ხელშეკრულება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 09.07.2014

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (კონკურენტუნარიანობისა და ზრდის განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიების დაფინანსება)“ სასესხო ხელშეკრულება სასესხო ხელშეკრულება (კონკურენტუნარიანობისა და ზრდის განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიების დაფინანსება)“ გაფორმებული „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის   სასესხო ხელშეკრულება წინამდებარე ხელშეკრულება, დათარიღებული 2014 წლის ---------, გაფორმდა საქართველოს („მსესხებელი”) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის („ბანკი”) პროგრამის (როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულების დანართში) ფინანსური მხარდაჭერის მიზნით. ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება გამოეყო ეს დაფინანსება იმის გათვალისწინებით, რომ (ა) მსესხებელმა უკვე განახორციელა პროგრამით დადგენილი ქმედებები, რომლებიც განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულების პირველი განრიგის I ნაწილში; და (ბ) მსესხებელი ინარჩუნებს შესაბამის მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს. შესაბამისად, მსესხებელი და ბანკი თანხმდებიან შემდეგზე:       I მუხლი. ზოგადი პირობები; განმარტებები 1.01. ზოგადი პირობები (როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულების დანართში) წარმოადგენს მოცემული ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. 1.02. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონტექსტი სხვაგვარად მოითხოვს, წინამდებარე ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც ზოგად პირობებში და წინამდებარე ხელშეკრულების დანართში. II მუხლი.  სესხი 2.01. ბანკი თანახმაა წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მსესხებელს ასესხოს თანხა         სამოცდაათი       მილიონი აშშ დოლარის (70,000,000.00    აშშ დოლარი) ოდენობით, რომელიც პერიოდულად კონვერტირებადია ვალუტის კონვერტაციის საშუალებით, წინამდებარე ხელშეკრულების 2.07 ნაწილში მოცემული პირობების თანახმად (“სესხი”). 2.02. მსესხებელს შეუძლია ჩამორიცხოს სესხის თანხები ანგარიშიდან პროგრამის მხარდაჭერის მიზნით წინამდებარე ხელშეკრულების პირველი განრიგის II ნაწილის შესაბამისად. 2.03. მსესხებლის მიერ დასაფარი ადმინისტრირების გადასახდელი (Front-End Fee) უნდა შეადგენდეს სესხის თანხის ერთი პროცენტის მეოთხედს. 2.04. მსესხებლის მიერ გადასახდელი პროცენტი ყოველი საპროცენტო პერიოდისთვის უნდა შეესაბამებოდეს საბაზო განაკვეთს (რომელიც დადგენილია სესხის ვალუტისთვის და, რომელსაც დაემატება ცვლადი დამატება (Spread). სესხის ძირითადი თანხის მთლიანი ან ნაწილობრივი ოდენობის კონვერსიის შემთხვევაში, კონვერსიის პერიოდში მსესხებლის მიერ გადასახდელი პროცენტი აღნიშნულ თანხაზე უნდა განისაზღვროს ზოგადი პირობების IV მუხლის დებულებების შესაბამისად. ზემოხსენებულის მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ ათვისებული სესხის ბალანსის ნებისმიერი ოდენობა რჩება დაუფარავი ვადის დადგომის მომენტში და ამგვარი გადაუხდელობა გრძელდება ოცდაათი დღის განმავლობაში, მსესხებლის მიერ გადასახდელი პროცენტის გამოანგარიშება უნდა მოხდეს ზოგადი პირობების 3.02(ე) ნაწილის შესაბამისად.     2.05. გადახდის თარიღებია ყოველი წლის   15 ივნისი და 15 დეკემბერი. 2.06. კრედიტის ძირითადი თანხის დაფარვა განხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების II განრიგში განსაზღვრული ამორტიზაციის გრაფიკის შესაბამისად. 2.07. (ა) სესხის გონივრული მართვის ხელშესაწყობად, მსესხებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს სესხის პირობების ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი კონვერსია: (i) სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი, ათვისებული ან აუთვისებელი თანხის ვალუტის დამტკიცებული ვალუტით  შეცვლა; (ii) საბაზისო საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ა) ათვისებული და დაუბრუნებელი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის საბაზისო საპროცენტო ცვალებადი განაკვეთის ფიქსირებული განაკვეთით, ან პირიქით, შეცვლა. ბ) ათვისებული და დაუბრუნებელი სესხის მთლიანი თანხის ან მისი ნაწილის საპროცენტო ცვალებადი განაკვეთიდან, რომელიც დაფუძნებულია საბაზისო განაკვეთზე (Reference Rate) ცვლადი დანამატით ცვლადი საპროცენტო განაკვეთზე დაფუძნებული ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთზე და ცვლად დანამატზე, ან პირიქით, შეცვლა. გ) ათვისებული და დაუბრუნებელი სესხის მთლიანი თანხის ან მისი ნაწილის ცვლადი საპროცენტო განაკვეთიდან, რომელიც დაფუძნებულია ცვლად დანამატზე შეცვლა ცვლადი საპროცენტო განაკვეთზე, რომელიც დაფუძნებულია ფიქსირებულ დანამატზე. და (iii) ათვისებული და დაუბრუნებელი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის ცვლად განაკვეთზე ლიმიტების დაწესება, ცვლად განაკვეთზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის ან საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის დაწესების გზით. (ბ)  წინამდებარე ნაწილის (ა) პარაგრაფის თანახმად საჭირო ნებისმიერი ცვლილება, რომელიც დადასტურებულია ბანკის მიერ, უნდა განისაზღვროს როგორც „კონვერსია”, როგორც ეს განმარტებულია ზოგად პირობებში, და შევა ძალაში ზოგადი პირობების IV მუხლის და კონვერსიის სახელმძღვანელოს შესაბამისად. (გ)  საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის ან საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის გადახდის თარიღის დადგომისთანავე, რომლისთვისაც მსესხებელმა მოითხოვა გადასახდელის სესხის თანხებიდან დაფარვა, ბანკმა, მსესხებლის სახელით, სესხის ანგარიშიდან უნდა გამოიტანოს და გადაუხადოს თავის თავს ის თანხები, რაც საჭიროა ნებისმიერი გადასახდელის დასაფარად, ზოგადი პირობების 4.05 (გ) ნაწილის შესაბამისად, იმ ოდენობამდე, რაც პერიოდულად გამოიყოფა წინამდებარე ხელშეკრულების I განრიგის II ნაწილის მიზნებისთვის. 2.08. ზოგადი პირობების 5.08 ნაწილის პირობების შეზღუდვების გარეშე (გადანომრილი ამ ხელშეკრულების დამატების II ნაწილის მე-3 პარაგრაფის მიხედვით და დაკავშირებული თანამშრომლობასა და კონსულტაციებთან) მსესხებელმა დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ბანკს II მუხლის პირობებთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც დროდადრო შესაძლოა სათანადოდ იქნეს მოთხოვნილი ბანკის მიერ. III მუხლი- პროგრამა 3.01. მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას პროგრამაზე და მის განხორციელებაზე და ამასთან დაკავშირებით და შემდგომი ზოგადი პირობების 5.08 ნაწილის თანახმად: (ა) რომელიმე მხარის მოთხოვნის საფუძველზე, მსესხებელი და ბანკი დროდადრო განიხილავენ მიმღების მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს და პროგრამის განხორციელების მიმდინარეობას. ბ) ყოველ ასეთ განხილვამდე, მსესხებელ ბანკს განსახილველად და კომენტარებისათვის წარუდგენს ანგარიშს პროგრამის განხორციელების მიმდინარეობის თაობაზე, ისეთი ფორმით, როგორც ამას ბანკი სათანადოდ მოითხოვს. (გ) წინამდებარე ნაწილის (ა) და (ბ) პარაგრაფების დებულებების შეუზღუდავად, მსესხებელი დაუყოვნებლივ აცნობებს ბანკს ნებისმიერი ისეთი სიტუაციის შესახებ, რომელსაც შეუძლია პროგრამის ფარგლებში დასახული მიზნების ან პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ნებისმიერი ქმედების არსებითი შეცვლა, წინამდებარე ხელშეკრულების პირველი განრიგის I ნაწილში მითითებული ღონისძიებების ჩათვლით. IV მუხლი. ბანკის პრევენციული დებულებები 4.01.  ხელშეკრულების მოქმედების შეჩერების დამატებით პირობებს წარმოადგენეს:  ა) ისეთი გარემოების წარმოქმნა, რომელიც საეჭვოს გახდის წინამდებარე პროგრამის, ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილის განხორციელებას; ბ) მიმღები მხარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების ვერშესრულება.  4.02. დამატებითი დაჩქარების შემთხვევა მოიცავს შემდეგს: თუ ამავე ხელშეკრულების 4.01 მუხლით განსაზღვრული შემთხვევას აქვს ადგილი და იგი გრძელდება ასოციაციის მიერ მიმღებისათვის გაგზავნილი შეტყობინების შემდეგ ოცდაათი (30) დღის განმავლობაში. V მუხლი. ძალაში შესვლა; შეწყვეტა 5.01. ძალაში შესვლისათვის დამატებითი პირობები მოიცავს შემდეგს: ა)  ბანკი  უნდა დაკმაყოფილდეს მსესხებლის მიერ პროგრამის შესრულებით მიღწეული შედეგებით და მსესხებლის მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს ადეკვატურობით; ბ) უნდა განხორციელდეს და მიეწოდოს დაფინანსების ხელშეკრულება და უნდა შესრულდეს მისი ძალაში შესვლისათვის ან მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულების ფარგლებში თანხების ჩამორიცხვისათვის საჭირო ყველა წინა პირობა (გარდა ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლისა). 5.02 ძალაში შესვლის ბოლო ვადაა ას ოცი (120) დღე, წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან. VI მუხლი. წარმომადგენელი; მისამართები 6.01.  მსესხებლის წარმომადგენელი არის ფინანსთა მინისტრი. 6.02.  მსესხებლის მისამართია:           ფინანსთა სამინისტრო               გორგასლის ქ. №16               0114, თბილისი,               საქართველო  ფაქსიმილე:        +99532-262422 6.03. ბანკის მისამართია:                                  რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი:                                  1818 H Street, N.W.                                 Washington, D.C. 20433                                 United States of America      ტელეგრაფი                                                ტელექსი:                                          ფაქსიმილე:        INTBAFRAD                                                248423(MCI) an                                     1-202-477-6391            Washington, D.C.                                        64145(MCI) შეთანხმებულია ------------, -------------, ზემოთ მითითებულ თარიღში.   საქართველო                                                                                              უფლებამოსილი წარმომადგენელი  სახელი: თანამდებობა:                                                                 რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი                                                                                          უფლებამოსილი წარმომადგენელი სახელი: თანამდებობა: განრიგი 1 პროგრამის ღონისძიებები; სესხის თანხების ხელმისაწვდომობა ნაწილი I.  პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები მსესხებელის მიერ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები მოიცავს შემდეგს: 1.   მსესხებელმა: (ა) „კონკურენციის შესახებ“ კანონის, N6148-Iს დათარიღებული 2012 წლის 8 მაისით, განხორციელების მიზნით 2014 წლის 14 აპრილს გამოსცა N288 განკარგულება, რომლითაც განისაზღვრა კონკურენციის სააგენტო; და (ბ) სურსათის უვნებლობის კანონის, N6155- Iს  დათარიღებული 2012 წლის 8 მაისით, განხორციელების მიზნით გამოსცა: (i) N120 განკარგულება, დათარიღებული 2013 წლის 17 მაისით, რომელიც სავალდებულოს ხდის წარმოშობის ქვეყნის მითითებას და გამოშვების თარიღის მითითებას კვერცხზე; (ii) N198 განკარგულება, დათარიღებული 2013 წლის 30 ივლისით, რომლითაც განისაზღვრება ბიო-ნაწარმის რეგულირება; (iii) N1915 კანონი, დათარიღებული 2013 წლის 27 დეკემბრით, რომლითაც სურსათზე შესაბამისი აღნიშვნების დატანების წესის დარღვევა ითვლება კრიმინალურ დანაშაულად და (iv) 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაემტა 180 საშტატო ერთეული.    2.   მსესხებლის – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განავითარა ვაჭრობის ხელშემწყობი სისტემა, რათა მოხდეს საბაჟო პროცესების გაუმჯობესება და გამარტივდეს კონტეინერების გატარება საზღვაო პორტებში.  3.  მსესხებლის – ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2013 წლის 27 დეკემბრის N1902-რს კანონის, რომლითაც დამატებები შევიდა ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის შესახებ კანონში, N816 დათარიღებული 1997 წლის 27 ივნისით,  მიიღო ახალი გადამცემი ხაზების კოდექსი 2014 წლის 17 აპრილის N10 განკარგულებით;  და მსესხებელის ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 31 იანვრის N6 ბრძანების შესაბამისად ცვლილებები შევიდა ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის რეგულირების წესებში. 4.  მსესხებლის – განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 2013 წლის 2 მაისს გამოსცა N180 ბრძანება, 2013 წლის 3 დეკემბერს – N960 ბრძანება და 2014 წლის 4 მარტს – N220 ბრძანება, რომლებითაც განისაზღვრა  ეროვნული სასწავლო გეგმის მონიტორინგის პროგრამა დაწყებით,  საბაზო და საშუალო საფეხურებზე. 5.  მსესხებლის – განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 2014 წლის 28 მარტს გამოსცა N39/ნ ბრძანება „მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“, რომელიც განსაზღვრავს მასწავლებელთა ცოდნისა და უნარების მოთხოვნებს ა) პროფესიული მახასიათებლების, ბ)სასწავლო პროცესის მართვისა და გ) პროფესიული განვითარების მიმართულებით მასწავლებელთა ოთხივე კატეგორიისათვის. 6.  მსესხებლის – განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2014 წლის 6 თებერვალს გამოიცა N162, 163, და 164 ბრძანებები სკოლის დირექტორების ხარისხის შეფასების ახალი სისტემის განხორციელებისთვის, რომლის შედეგად სერტიფიცირებულ იქნა 981 პრეტენდენტი.   7.   მსესხებლის – ფინანსთა სამინისტრომ მოახდინა  ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიშების კონსოლიდაცია საჯარო სექტორში საერთაშორისო აღრიცხვის  სისტემის  (IPSAS) შესაბამისად.  8.    2013 წლის ბიუჯეტის შესრულება ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ხელმისაწვდომი იყო ბიუჯეტირების ელექტრონული საშუალებით და მსესხებლის ფინანსთა მინისტრმა 2014 წლის 14 მარტს გამოსცა ბრძანება N77 და 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება N442, რომლითაც ყველა სსიპ-ს მოეთხოვება (ა) მათი შესაბამისი ბიუჯეტის მონაცემები 2014 წლისათვის წარადგინონ ელექტრონულად ან ბეჭდური სახით და (ბ) 2015 წლიდან მხოლოდ ელექტრონული ფორმით. 9.    მსესხებლის – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2013 წლის 19 ივნისს გამოსცა  N01-25/ნ ბრძანება პირველადი ჯანდაცვის ახალი სტანდარტების განხორციელების შესახებ.". 10.  მსესხებლის – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მიიღო საპენსიო მოდული სოციალური ინფორმაციის მართვის სისტემასთან დაკავშირებით  მსესხებლის მთელ ტერიტორიაზე.  ნაწილი II. სესხის სახსრების ხელმისაწვდომობა ა.  ზოგადი. მსესხებელს შეუძლია ჩამორიცხოს სესხის სახსრები წინამდებარე ნაწილის და ბანკის მიერ განსაზღვრული და მსესხებლისთვის წარდგენილი დამატებითი ინსტრუქციების შესაბამისად. ბ.  სესხის თანხის გამოყოფა. სესხის თანხა (გარდა იმ თანხებისა, რაც საჭიროებს ადმინიტრირების გადასახდელის (Front-End Fee)  გადასახდელად) გამოიყოფა ერთ ტრანშად, საიდანაც მსესხებელს შეუძლია ჩამორიცხოს სესხის სახსრები. აღნიშნულთან დაკავშირებით სესხის თანხის გამოყოფა ასახულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში: თანხების გამოყოფა გამოყოფილი სესხის მოცულობა  (USD-ში) (1)          ერთჯერადად ჩამოსარიცხი ტრანში 69,825,000 (2)          ადმინისტრირების გადასახადი (Front-End Fee) 175,000 (3)          გადასახადი წინამდებარე ხელშეკრულების 2.07 (გ) პარაგრაფის შესაბამისად 0 მთლიანი მოცულობა 70,000,000 გ.  ჩამოსარიცხი ტრანშის გამოყოფის პირობები. ერთჯერადად ჩამოსარიცხი ტრანში არ ჩამოირიცხება, თუ ბანკის მიერ არ იქნა მოწონებული: (ა) მსესხებლის მიერ განხორციელებული პროგრამა; (ბ) მსესხებლის მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს ადეკვატურობა.  დ.  დაფინანსების თანხების განთავსება. თუ ბანკი სხვა რამეზე არ დათანხმდა:  1.   სასესხო ანგარიშიდან ჩამორიცხულ თანხებს ბანკი განათავსებს მსესხებლის მიერ დასახელებულ ანგარიშზე, რომელიც მისაღებია ბანკისათვის და  2.  აღნიშნულ ანგარიშზე სესხის თანხების ყოველი ჩარიცხვისთანავე მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს ეკვივალენტური თანხის აღრიცხვა თავის საბიუჯეტო მართვის სისტემაში, ბანკისათვის მისაღები ფორმით. ე. დაუშვებელი ხარჯები. მსესხებელი იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს, რომ  სესხის სახსრები არ იქნეს გამოყენებული დაუშვებელი ხარჯების დასაფინანსებლად. თუ  ნებისმიერ დროს ბანკი მიიჩნევს, რომ სესხის თანხები დაუშვებელი ხარჯების დასაფინანსებლად იქნა გამოყენებული, მსესხებელი, ბანკისგან შესაბამისი შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ აუნაზღაურებს ბანკს ასეთი თანხის ეკვივალენტურ თანხას. ასეთი შეტყობინების შემდგომ, ბანკისთვის ანაზღაურებული თანხები გაუქმდება.   ვ. დახურვის თარიღი:  კრედიტის დახურვის თარიღია   2015 წლის 31 მარტი.  განრიგი 2 ამორტიზაციის განრიგი 1.   ქვემოთ მოცემული ცხრილი განსაზღვრავს ძირითადი თანხის გადახდის თარიღებს და სესხის მთლიანი ძირითადი თანხის პროცენტს, რომლის გადახდაც უნდა განხორციელდეს სესხის ძირითადი თანხის გადახდის ყოველი თარიღის („დარიცხული პროცენტი”) დადგომისას. იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი თანხის გადახდის პირველი თარიღის დადგომისას მოხდება სესხის მთლიანი თანხის გატანა, სესხის ძირითადი ოდენობა, რომელიც უნდა დაიფაროს მსესხებლის მიერ სესხის ძირითადი თანხის დაფარვის ყოველი თარიღის დადგომისას, უნდა განისაზღვროს ბანკის მიერ (ა) ძირითადი თანხის გადახდის პირველი თარიღის დადგომისას შესაბამისი ათვისებული სესხის ბალანსისა და (ბ) ძირითადი თანხის გადახდის ყოველი თარიღის დადგომისას გათვალისწინებული დარიცხული პროცენტის გამრავლების საფუძველზე. საჭიროების მიხედვით, წინამდებარე განრიგის მე-4 პარაგრაფში მითითებული ნებისმიერი იმ თანხის გამოკლების მიზნით, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ვალუტის კონვერსია, ამგვარი დასაფარი თანხა ექვემდებარება შესწორებას. სესხის დაფარვის თარიღი დაფარვის წილი (პროცენტებში) ყოველი წლის 15 ივნისი და 15 დეკემბერი დაწყებული 2024 წლის 15 დეკემბრიდან და 2038   წლის   დეკემბრის ჩათვლით 3.33% 2039 წლის 15 ივნისი 3.43% 2.   იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა სესხის თანხების სრულად გატანა სესხის ძირითადი თანხის დაფარვის პირველი თარიღის დადგომისას, მსესხებლის მიერ სესხის ძირითადი თანხის გადახდის ყოველი თარიღის დადგომისას დასაფარი სესხის ძირითადი თანხა უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად: (ა)  იმის გათვალისწინებით, თუ სესხის ნებისმიერი თანხის ჩამორიცხვა მოხდება სესხის ძირითადი თანხის გადახდის პირველი თარიღის დადგომამდე, მსესხებელი ვალდებულია დაფაროს ამ თარიღისთვის ათვისებული სესხის ბალანსი, წინამდებარე განრიგის პირველი პუნქტის შესაბამისად. (ბ)  სესხის ძირითადი თანხის გადახდის პირველი თარიღის დადგომის შემდეგ ჩამორიცხული ნებისმიერი თანხის გადახდა უნდა მოხდეს  სესხის ძირითადი თანხის გადახდის იმ თითოეულ თარიღში, რომელიც დადგება ჩამორიცხვის თარიღის შემდგომ, იმ ოდენობით, რაც დადგენილი იქნება ბანკის მიერ ჩამორიცხული თანხის ოდენობის გამრავლებით წილადზე, რომლის მრიცხველიც იქნება სასესხო განრიგის პირველი პარაგრაფის ცხრილში მოყვანილი თავდაპირველად განსაზღვრული გადახდის წილი („თავდაპირველი გადახდის წილი”) და რომლის მნიშვნელიც იქნება თავდაპირველი გადახდის ყველა დარჩენილი წილის ჯამი. საჭიროების მიხედვით, წინამდებარე განრიგის მე-4 პუნქტში მითითებული ნებისმიერი იმ თანხის გამოკლების მიზნით, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ვალუტის კონვერსია, ამგვარი დასაფარი თანხა ექვემდებარება შესწორებას. 3.   (ა)    სესხის ოდენობები, რომლებიც ჩამორიცხულია ძირითადი თანხის გადახდის ნებისმიერი თარიღის დადგომამდე ორი კალენდარული თვის განმავლობაში, მხოლოდ ძირითადი თანხის გადახდის ნებისმიერი თარიღისთვის გადასახდელი ძირითადი თანხის გამოთვლის მიზნით, უნდა ჩაითვალოს როგორც ათვისებულ და დაუბრუნებელ თანხად, თანხის ჩამორიცხვის თარიღის შემდეგ  ძირითადი თანხის დაფარვის მეორე თარიღისთვის და მისი დაფარვა უნდა მოხდეს ძირითადი თანხის გადახდის ყოველი თარიღის დადგომისას, რომლის ათვლაც უნდა დაიწყოს თანხის ჩამორიცხვის თარიღის დადგომის შემდეგ ძირითადი თანხის გადახდის მეორე თარიღიდან. (ბ)   წინამდებარე პარაგრაფის (ა) ქვეპარაგრაფის მოთხოვნების მიუხედავად, თუ ნებისმიერ მომენტში ბანკი შეიმუშავებს გადახდის თარიღისთვის ანგარიშის წარდგენის სისტემას, რომლის მიხედვითაც ინვოისების გაცემა ხდება ძირითდი თანხის გადახდის თარიღის დადგომის დღეს ან მის შემდეგ, ამ ქვეპარაგრაფის დებულებები არ გავრცელდება იმ ჩამორიცხვებზე, რომლებიც განხორციელდება ზემოხსენებული სისტემის შემოღების შემდეგ. 4.   წინამდებარე განრიგის 1-ელ და მე-2 პარაგრაფებში განსაზღვრული მოთხოვნების მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ჩამორიცხული სესხის სრული ან ნაწილობრივი კონვერსია  დამტკიცებულ ვალუტაში, კონვერტირებული თანხის იმ ნაწილის ოდენობა, რომელიც გადასახდელია სესხის ძირითადი თანხის დაფარვის თარიღისთვის, თუ ეს თარიღი ემთხვევა კონვერსიის პერიოდს, დადგინდება ბანკის მიერ კონვერსიამდე თავის ვალუტაში გამოსახული თანხის  დაუყოვნებელი გამრავლებით: (ი) იმ ვალუტის კურსზე, რომელიც ასახავს სესხის ძირითად თანხებს დამკიცებულ ვალუტაში და რომელიც გასაცემია ბანკის მიერ კონვერტირებადი თანხის სავალუტო ჰეჯირების ტრანზაქციის მეშვეობით; ან (იი) გამოცხადებულ გაცვლით კურსზე, იმ შემთხვევაში, თუ ბანკი ასე დაადგენს კონვერსიის სახელმძღვანელოს შესაბამისად. 5.   იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ათვისებული სესხის ბალანსის დენომინაცია ერთზე მეტ სასესხო ვალუტაში, წინამდებარე განრიგის მოთხოვნები სავალდებულოა თითოეულ სასესხო ვალუტაში დენომინირებული თანხის შემთხვევაში ცალ-ცალკე იმ მიზნით, რომ მოხდეს თითოეული ამგვარი თანხის ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ამორტიზაციის განრიგის შემუშავება. დანართი I ნაწილი: განმარტებები 1.   „დაუშვებელი ხარჯები” ნიშნავს ხარჯებს:  (ა) იმ საქონლისა და მომსახურების მიწოდებაზე, რომლის კონტრაქტი, დაფინანსდა ან დაფინანსდება ნებისმიერი ეროვნული ან ბანკისგან ან ასოციაციისგან განსხვავებული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ან სააგენტოს მიერ, ან კონტრაქტი, რომელიც დაფინანსდა ან დაფინანსდება ბანკის ან ასოციაციის მიერ სხვა სესხის, კრედიტის, ან გრანტის ფარგლებში.  (ბ) იმ საქონლის შესყიდვაზე, რომელიც მითითებულია სტანდარტული საერთაშორისო სავაჭრო კლასიფიკაციის, Revision 3 (SITC, Rev.3), ქვემოთ მოყვანილ ჯგუფებსა ან ქვეჯგუფებში და რომელიც გამოქვეყნებულია გაერთიანებული ერების მიერ სტატისტიკურ დოკუმენტებში, Series M, No. 34/Rev.3 (1986) (the SITC), ან განეკუთვნება მომავალში განახლებული SITC-ის მსგავსს ჯგუფებს ან ქვეჯგუფებს, როგორც ამას ბანკს განსაზღვრავს და შეატყობინებს მსესხებელს: ჯგუფი ქვეჯგუფი საქონლის აღწერა 112 ალკოჰოლური სასმელები 121 გადაუმუშავებელი თამბაქო, თამბაქოს ნარჩენები 122 წარმოებული თამბაქო (მიუხედავად იმისა, შეიცვას თუ არა თამბაქოს შემცველებს) 525 რადიოაქტიური და მასთან დაკავშირებული მასალები 667 მარგალიტი, ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვები, დამუშავებული ან დაუმუშავებელი 718 718.7 ბირთვული რეაქტორები და მათი ნაწილები, საწვავის ელემენტები (ვაზნები), გამოსხვივების გაეშე ბირთვული რეაქტორებისათვის 728 728.43 თამბაქოს გადამუშავებელი მანქანა -დანადგარები 897 897.3 ოქროს, ვერცხლის ან პლატინის ჯგუფის ლითონის ნაკეთობები (გარდა საათებისა და მათი ბუდეებისა) და ოქრომჭედლების ან ვერცხლმჭედლების ნაკეთობები (ძვირფასი ქვების კოლექციების ჩათვლით) 971 ოქრო, არა ფულადი (გარდა ოქროს მადნისა და კონცენტრატების) (გ) სამხედრო დანიშნულების ან მსგავსი საქონლის ან ფუფუნების საგნების შესყიდვასთან დაკავშირებით;  (დ) გარემოსთვის საშიში საქონლის შესყიდვასთან დაკავშირებით, რომლის წარმოება, გამოყენება ან იმპორტი აკრძალულია მსესხებლის კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელთა მხარეს წარმოადგენს მსესხებელი; (ე) ისეთ გადახდებთან დაკავშირებით, რომლებიც აკრძალულია გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს მიერ, გაერთიანებული ერების წესდების VII თავის შესაბამისად; (ვ) რომლებთანაც მიმართებაში ბანკი დაადგენს, რომ მსესხებლის ან სესხის სახსრების სხვა მიმღების წარმომადგენლები) მონაწილეობდნენ კორუფციულ, თაღლითურ (ან სხვა უკანონო გარიგებაში, ისე რომ, მიმღებმა (ან სხვა სათანადო მიმღებმა) დროულად არ მიიღო ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი სათანადო ზომები აღნიშნული შემთხვევების წარმოქმნისთანავე მათ აღმოსაფხვრელად. 2.    „დაფინანსების ხელშეკრულება” ნიშნავს მიმღებსა და ბანკს შორის შეთანხმებას იმავე თარიღით, რომელი თარიღითაც გაფორმდა ხელშეკრულება; მოცემული ხელშეკრულება შეიძლება შეიცვალოს დროდადრო. “სასესხო ხელშეკრულება” მოიცავს სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო დანართს, გრაფიკებს და შეთანხმებებს. 3.   „ზოგადი პირობები” ნიშნავს “საერთაშორისო განვითარების ასოციაციის ზოგად პირობებს კრედიტებისთვის” დათარიღებულს 2012 წლის 12 მარტით წინამდებარე დანართის II ნაწილში განსაზღვრულ ცვლილებებთან ერთად. 4.    „საჯარო სამართლის იურიდიული პირები“ ნიშნავს მიმღების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შექმნილს N2052/IIს კანონის შესაბამისად, რომელიც დათარიღებულია 1999 წლის 28 მაისით. 5.   „პროგრამა” ნიშნავს ღონისძიებების, მიზნების და მიმართულებების პროგრამას, რომელიც შემუშავებულია: კანონმდებლობის გასაძლიერებლად, რათა მოხდეს ევროკავშირის ბაზარზე შესვლის ხელშეწყობა, საბაჟო ეფექტურობის გასაუმჯობესებლად, ენერგოსექტორის საიმედოობის ასამაღლებლად და ზოგადი განათლების გასაუმჯობესებლად; ბ) ბიუჯეტის დაფარვის და გამჭვირვალობის გასაზრდელად; და გ) სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად და მიზნობრივი სოციალური პროგრამების ეფექურობის გასაძლიერებლად, რომლებიც ასახულია მიმღების მიერ ასოციაციისთვის წარდგენილ 2014 წლის 13 მაისის წერილში, რომლის მიხედვითაც მიმღები იღებს ვალდებულებას პროგრამის განხორციელებაზე და მიმართავს ასოციაციას თხოვნით აღმოუჩინოს დახმარება პროგრამის განხორციელების პროცესში.  6.    „ერთჯერადად ჩამოსარიცხი ტრანში” ნიშნავს წინამდებარე ხელშეკრულების I განრიგის II ნაწილის „ბ” პუნქტში მითითებული ცხრილის „ერთჯერადად ჩამოსარიცხი ტრანშის” კატეგორიაში გამოყოფილ დაფინანსების თანხას. II ნაწილი. ცვლილებები ზოგად პირობებში „ზოგად პირობებში” შეტანილია შემდეგი ცვლილებები: 1.  ნაწილი 2.03-ის (ა) პარაგრაფის ბოლო წინადადება (რომელიც ეხება თანხის გამოთხოვის აპლიკაციას) ამოღებულია მთლიანად. 2.  ნაწილი 2.04 (მიზნობრივი ანგარიშები) და 2.05 (დაშვებული ხარჯები) ამოღებულია მთლიანად და II მუხლის დარჩენილი ნაწილები გადანომრილია შესაბამისად. 3.  ნაწილი 5.01 (პროექტის განხორციელება ზოგადად) და 5.09 (ფინანსური მართვა, ფინანსური ანგარიშები, აუდიტი) ამოღებულია მთლიანად და V მუხლის დარჩენილი ნაწილები გადანომრილია შესაბამისად. 4. ნაწილი 5.05-ის (ა) პარაგრაფი (რომლის ნუმერაცია შეცვლილია ზემოთ მოყვანილი მე-3 პარაგრაფის შესაბამისად და რომელიც ეხება საქონლის, სამუშაოების და მომსახურების გამოყენებას)  ამოღებულია მთლიანად. 5. ნაწილი 5.06-ის (გ) პარაგრაფი (რომლის ნუმერაცია შეცვლილია ზემოთ მოყვანილი მე-4 პარაგრაფის შესაბამისად), შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: “ნაწილი 5.06. გეგმები, დოკუმენტები და ჩანაწერები (გ) მსესხებელი უზრუნველყოფს სესხის სახსრების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შენარჩუნებას (კონტრაქტები, შეკვეთები, ინვოისები, ქვითრები და სხვა დოკუმენტები) კრედიტის დახურვის თარიღიდან ორი წლის განმავლობაში. მსესხებელი საშუალებას მისცემს ბანკის წარმომადგენლებს შეამოწმონ აღნიშნული დოკუმენტები.” 6. ნაწილი 5.07-ის (გ) პარაგრაფი (რომლის ნუმერაცია შეცვლილია ზემოთ მოყვანილი მე-3 პარაგრაფის შესაბამისად) შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:  „ნაწილი 5.07. პროგრამის მონიტორინგი და შეფასება (გ) მსესხებელი კრედიტის დახურვის თარიღიდან არაუგვიანეს ექვსი თვის ვადაში მოამზადებს, ან უზრუნველყოფს მომზადებას, და წარუდგენს ბანკს პროგრამის განხორციელების, სასესხო მხარეების და ბანკის მიერ შესაბამისი იურიდიული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და სესხის მიზნების მიღწევის შესახებ ანგარიშს იმ ფორმითა და შინაარსით, როგორც ამას ბანკი სათანადოდ მოითხოვს. 7. დანართში მოყვანილი ტერმინები და განმარტებები მოდიფიცირებულია ან ამოღებულია ქვემოთ მითითებული ფორმით, ასევე დანართში დამატებულია შემდეგი ახალი ტერმინები და განმარტებები ანბანური თანმიმდევრობით, და ტერმინები გადანომრილია შესაბამისად: განმარტება „კონვერსიის თარიღი” შეცვლილია შემდეგნაირად:  (ა) “დაშვებული ხარჯების” განმარტება მოდიფიცირებულია და ჩამოყალიბებულია შემდეგი რედაქციით: „დაშვებული ხარჯები’ ნიშნავს სესხის სახსრების ნებისმიერ გამოყენებას პროგრამის მხარდაჭერის მიზნით, გარდა სასესხო ხელშეკრულებით დაუშვებლი ხარჯების დაფინანსებისა.” (ბ) დანართში განსაზღვრული “ფინანსური ანგარიშის” განმარტება ამოღებულია მთლიანად. (გ) ტერმინი “პროექტი” შეიცვალა ტერმინით “პროგრამა” და მისი განმარტება ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: (ზოგადი პირობების მთლიან ტექსტში ტერმინი ”პროექტი” შეიცვალა ტერმინით “პროგრამა”). “პროგრამა” ნიშნავს სასესხო ხელშეკრულებაში მითითებულ პროგრამას, რომლის მხარდასაჭერად გამოყოფილია სესხი.  (დ) “სესხის დაფარვის” განმარტება მოდიფიცირებულია და ჩამოყალიბებულია შემდეგი რედაქციით: “’სესხის დაფარვა’ ნიშნავს სესხის ნებისმიერ თანხას, რომელიც გადასახდელია სესხის მხარეების მიერ ბანკის მიმართ შესაბამისი იურიდიული ხელშეკრულებებით ან ზოგადი პირობების გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს (მაგრამ შეზღუდული არ არის) შემდეგს: ათვისებული სესხის ბალანსს (ნაშთი), პროცენტს, მომსახურების გადასახადს, დეფოლტის შემთხვევაში გადასახდელ საპროცენტო განაკვეთს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მხარდაჭერის გადასახადს (stand-by fee), წინსწრებით გადახდის პრემიას, ტრანზაქციის გადასახადს ვალუტის შეცვლის ან ცვლადი საპროცენტო განაკვეთიდან ფიქსირებულ განაკვეთზე გადსვლის ან ნაადრევი სესხის შეწყვეტის გადასახადს, და პრემიას რომელიც გადასახდელი იქნება საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის და მინიმალური ზღვრის დაწესების შემთხვევაში”.