„საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის (კონკურენტუნარიანობისა და ზრდის განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიების დაფინანსება)” დაფინანსების ხელშეკრულება
მიღების თარიღი 09.07.2014
ძალაში შესვლა 12.08.2014
გამომცემი ორგანო თანხების გამოყოფა
ნომერი №IDA 82
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016277
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/09/2014
დამატებითი მეტამონაცემები (10)
| 718 | 718.7 |
| 728 | 728.43 |
| 897 | 897.3 |
| თანხების გამოყოფა | A კრედიტის ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსების მოცულობა (გამოსახული SDR-ში) |
| (1) ერთჯერადად ჩამოსარიცხი ტრანში | 7,804,000 |
| მთლიანი მოცულობა | 7,804,000 |
| კრედიტის დაფარვის თარიღი | კრედიტის ძირითადი თანხის დაფარვა (%-ში)* |
| დაწყებული 2019 წლის 15 დეკემბრიდან და 2029 წლის 15 ივნისის ჩათვლით | 1.65% |
| დაწყებული 2029 წლის 15 დეკემბრიდან და 2039 წლის 15 ივნისის ჩათვლით | 3.35% |
| ჯგუფი | ქვეჯგუფი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (კონკურენტუნარიანობისა და ზრდის განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიების დაფინანსება)“ სასესხო ხელშეკრულება „საქართველოს, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (განრიგი 4-ის მიზნებისათვის) შორის სასესხო შეთანხმება (რეგიონალური განვითარების მეორე პროექტის დამატებითი დაფინანსება)“ „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო ხელშეკრულება (ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტი)“ (საოპერაციო ნომერი 48098) სასესხო შეთანხმება (საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი) საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის თარიღი 12 ივლისი 2016 სასესხო შეთანხმება (საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი)საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის
თარიღი 12 ივლისი 2016 „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (პირველი ინკლუზიური ზრდის განვითარების პოლიტიკის ღონისძიება)“
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის (კონკურენტუნარიანობისა და ზრდის განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიების დაფინანსება)” დაფინანსების ხელშეკრულება
დაფინანსების ხელშეკრულება
(კონკურენტუნარიანობისა და ზრდის განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიების დაფინანსება)”
გაფორმებული
„საქართველოსა და
საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის
დაფინანსების ხელშეკრულება
წინამდებარე ხელშეკრულება, დათარიღებული 2014 წლის, გაფორმდა საქართველოს (“მიმღები”) და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის (“ასოციაცია”) პროგრამის (როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულების დანართში) ფინანსური მხარდაჭერის მიზნით. ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოეყო აღნიშნული დაფინანსება (ა) მიმღების მიერ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების გათვალისწინებით, რომლებიც განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულების I განრიგის I ნაწილში; და (ბ) მიმღების მიერ ადეკვატური მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს შენარჩუნების გათვალისწინებით. შესაბამისად, მიმღები და ასოციაცია თანხმდებიან შემდეგზე:
I მუხლი - ზოგადი პირობები; განმარტებები
1.01. ზოგადი პირობები (როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულების დანართში) წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
1.02. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონტექსტი სხვაგვარად მოითხოვს, წინამდებარე ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ ზოგად პირობებში ან წინამდებარე ხელშეკრულების დანართში განსაზღვრული მნიშვნელობები.
II მუხლი - დაფინანსება
2.01. ასოციაცია თანახმაა წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად გამოუყოს მიმღებს: ა) კრედიტი, რომელიც ეკვივალენტური იქნება შვიდი მილიონ რვაას ოთხი ათასი SDR-ის (ნასესხობის სპეციალური უფლება) (7,804,000.00 SDR („კრედიტი A”); და ბ) კრედიტი, რომელიც ეკვივალენტური იქნება ექვსი მილიონ რვაას ორმოცდაექვსი ათასი SDR-ის (ნასესხობის სპეციალური უფლება) (6,846,000.00 SDR) („კრედიტი B”) (ერთობლივად და სხვადასხვაგვარად, „კრედიტი” და ”დაფინანსება”).
2.02. მიმღებს შეუძლია ჩამორიცხოს დაფინანსების თანხები პროგრამის მხარდაჭერის მიზნით წინამდებარე ხელშეკრულების I განრიგის II ნაწილის შესაბამისად.
2.03. მიმღების მიერ გადასახდელი ვალდებულების გადასახდელის წლიური განაკვეთი არ აღემატება ერთი პროცენტის ერთ მეორედს (1%-ის 1/2), დაფინანსების აუთვისებელ ძირითად თანხაზე.
2.04. მიმღების მიერ გადასახდელი მომსახურების გადასახდელის წლიური განაკვეთი იქნება ერთი პროცენტის სამი მეოთხედი (1%-ის 3/4), კრედიტის ათვისებულ და დაუბრუნებელ ძირითად თანხაზე.
2.05. მიმღების მიერ გადასახდელი საპროცენტო გადასახდელის წლიური განაკვეთი იქნება: ა) A კრედიტისთვის ერთი მთელი ოცდახუთი მეასედი პროცენტი (1.25%), კრედიტის ათვისებულ და დაუბრუნებელ ძირითად თანხაზე; და ბ) B კრედიტისთვის ერთი მთელი ოთხი მეათედი პროცენტი (1.4%), კრედიტის ათვისებულ და დაუბრუნებელ ძირითად თანხაზე.
2.06. გადახდის თარიღებია ყოველი წლის 15 ივნისი და 15 დეკემბერი.
2.07. კრედიტის ძირითადი თანხის დაფარვა განხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების II განრიგში განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად.
2.08. გადახდის ვალუტა არის დოლარი.
III მუხლი - პროგრამა
3.01. მიმღები იღებს ვალდებულებას პროგრამაზე და მის განხორციელებაზე. ამასთან დაკავშირებით:
ა) რომელიმე მხარის მოთხოვნის საფუძველზე, მიმღები და ასოციაცია დროდადრო განიხილავენ მიმღების მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს და პროგრამისა და ღონისძიებების განხორციელების პროგრესს;
ბ) ყოველ ასეთ განხილვამდე, მიმღები ასოციაციას განსახილველად და კომენტარებისათვის წარუდგენს ანგარიშს პროგრამის განხორციელების მიმდინარეობის შესახებ, ისეთი ფორმით, როგორც ამას ასოციაცია სათანადოდ მოითხოვს; და
გ) წინამდებარე ნაწილის (ა) და (ბ) პარაგრაფების დებულებების შეუზღუდავად, მიმღები დაუყოვნებლივ აცნობებს ასოციაციას ნებისმიერი ისეთი გარემოების შესახებ, რომელსაც შეუძლია პროგრამის ფარგლებში დასახული მიზნების ან პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ნებისმიერი ქმედების არსებითად შეცვლა, წინამდებარე ხელშეკრულების I განრიგის I ნაწილში განსაზღვრული ღონისძიებების ჩათვლით.
IV მუხლი - ასოციაციის პრევენციული დებულებები
4.01. ხელშეკრულების მოქმედების შეჩერების დამატებით პირობებს წარმოადგენს:
ა) ისეთი გარემოების წარმოქმნა, რომელიც საეჭვოს გახდის წინამდებარე პროგრამის ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილის განხორციელებას;
ბ) მიმღები მხარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების ვერშესრულება.
4.02. დამატებითი დაჩქარების შემთხვევა მოიცავს შემდეგს: თუ ამავე ხელშეკრულების 4.01 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევას აქვს ადგილი და იგი გრძელდება ასოციაციის მიერ მიმღებისათვის გაგზავნილი შეტყობინების შემდეგ ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.
V მუხლი – ეფექტურობა; შეწყვეტა
5.01. ძალაში შესვლისათვის დამატებითი პირობები მოიცავს შემდეგ პირობებს:
ა) ასოციაციისთვის დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს მიმღების მიერ პროგრამის შესრულებით მიღწეული პროგრესი და მიმღების მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს ადეკვატურობა;
ბ) სესხის ხელშეკრულება უნდა იქნეს შესრულებული და, ასევე, ყველა ის პირობა, რაც საჭიროა სესხის ეფექტურობისთვის ან მიმღების მიერ სესხის თანხის ათვისების უფლების შესასრულებლად (გარდა ფინანსური შეთანხმების ეფექტურობისა).
5.02. ძალაში შესვლის ბოლო ვადა არის ას ოცი (120) დღე, წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღიდან.
VI მუხლი - წარმომადგენელი; მისამართები
6.01. მიმღების წარმომადგენელია ფინანსთა მინისტრი.
6.02. მიმღების მისამართია:
ფინანსთა სამინისტრო
გორგასლის ქ. №16
0114, თბილისი,
საქართველო
ფაქსიმილე:
+99532-262422
6.03. ასოციაციის მისამართია:
საერთაშორისო განვითარების ასოციაცია:
1818 H Street, N.W.
Washington, D.C. 20433
United States of America
ტელეგრაფი ტელექსი: ფაქსიმილე:
INDEVAS 248423 (MCI) 1-202-477-6391
Washington, D.C.
შეთანხმებულია ზემოთ მითითებულ თარიღში.
საქართველო
უფლებამოსილი წარმომადგენელი
სახელი:
თანამდებობა:
საერთაშორისო განვითარების ასოციაცია
უფლებამოსილი წარმომადგენელი
სახელი:
თანამდებობა:
განრიგი 1
პროგრამის ღონისძიებები; სესხის თანხების ხელმისაწვდომობა
ნაწილი I. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები
მიმღების მიერ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები მოიცავს შემდეგს:
1. მიმღებმა: (ა) „კონკურენციის შესახებ“ კანონის, N6148-Iს დათარიღებული 2012 წლის 8 მაისით, განხორციელების მიზნით 2014 წლის 14 აპრილს გამოსცა №288 განკარგულება, რომლითაც განისაზღვრა კონკურენციის სააგენტო; და (ბ) სურსათის უვნებლობის შესახებ კანონის, N6155- Iს დათარიღებული 2012 წლის 8 მაისით, განხორციელების მიზნით გამოსცა: (i) N120 განკარგულება, დათარიღებული 2013 წლის 17 მაისით, რომელიც სავალდებულოს ხდის წარმოშობის ქვეყნის მითითებას და გამოშვების თარიღის მითითებას კვერცხზე; (ii) N198 განკარგულება, დათარიღებული 2013 წლის 30 ივლისით, რომლითაც განისაზღვრება ბიო-ნაწარმის რეგულირება; (iii) N1915 კანონი, დათარიღებული 2013 წლის 27 დეკემბრით, რომლითაც სურსათზე შესაბამისი აღნიშვნების დატანების წესის დარღვევა ითვლება კრიმინალურ დანაშაულად და (iv) 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაემტა 180 საშტატო ერთეული.
2. მიმღების – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განავითარა ვაჭრობის ხელშემწყობი სისტემა, რათა მოხდეს საბაჟო პროცესების გაუმჯობესება და გამარტივდეს კონტეინერების გატარება საზღვაო პორტებში.
3. მიმღების – ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2013 წლის 27 დეკემბრის N1902-რს კანონის, რომლითაც დამატებები შევიდა ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის შესახებ კანონში, N816 დათარიღებული 1997 წლის 27 ივნისით, მიიღო ახალი გადამცემი ხაზების კოდექსი 2014 წლის 17 აპრილის ნ10 განკარგულებით; და მსესხებელის ენერგეტიკის მინისტრის 2014 წლის 31 იანვრის N6 ბრძანების შესაბამისად ცვლილებები შევიდა ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის რეგულირების წესებში.
4. მიმღების – განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 2013 წლის 2 მაისს გამოსცა N180 ბრძანება, 2013 წლის 3 დეკემბერს – N960 ბრძანება და 2014 წლის 4 მარტს - N220 ბრძანება, რომლებითაც განისაზღვრა ეროვნული სასწავლო გეგმის მონიტორინგის პროგრამა დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე.
5. მიმღების – განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 2014 წლის 28 მარტს გამოსცა N39/ნ ბრძანება „მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“, რომელიც განსაზღვრავს მასწავლებელთა ცოდნისა და უნარების მოთხოვნებს ა) პროფესიული მახასიათებლების, ბ) სასწავლო პროცესის მართვისა და გ) პროფესიული განვითარების მიმართულებით მასწავლებელთა ოთხივე კატეგორიისათვის.
6. მიმღების – განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 6 თებერვალს გამოიცა N162, 163, და 164 ბრძანებები სკოლის დირექტორების ხარისხის შეფასების ახალი სისტემის განხორციელებისთვის, რომლის შედეგად სერტიფიცირებულ იქნა 981 პრეტენდენტი.
7. მიმღების – ფინანსთა სამინისტრომ მოახდინა ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიშების კონსოლიდაცია საჯარო სექტორში საერთაშორისო აღრიცხვის სისტემის (IPSAS) შესაბამისად.
8. 2013 წლის ბიუჯეტის შესრულება ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ხელმისაწვდომი იყო ბიუჯეტირების ელექტრონული საშუალებით და მსესხებლის ფინანსთა მინისტრმა 2014 წლის 14 მარტს გამოსცა ბრძანება N77 და 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება N442, რომლითაც ყველა სსიპ-ს მოეთხოვება (ა) მათი შესაბამისი ბიუჯეტის მონაცემები 2014 წლისათვის წარადგინონ ელექტრონულად ან ბეჭდური სახით და (ბ) 2015 წლიდან მხოლოდ ელექტრონული ფორმით.
9. მიმღების – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2013 წლის 19 ივნისს გამოსცა N01-25/ნ ბრძანება პირველადი ჯანდაცვის ახალი სტანდარტების განხორციელების შესახებ.
10. მიმღების – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მიიღო საპენსიო მოდული სოციალური ინფორმაციის მართვის სისტემასთან დაკავშირებით მსესხებლის მთელ ტერიტორიაზე.
ნაწილი II. დაფინანსების სახსრების ხელმისაწვდომობა
ა. ზოგადი. მიმღებს შეუძლია ჩამორიცხოს დაფინანსების თანხები წინამდებარე ნაწილის და ასოციაციის მიერ განსაზღვრული დებულებების და იმ დამატებითი ინსტრუქციების შესაბამისად, რომელიც შესაძლოა განსაზღვროს ასოციაციამ და წარუდგინოს მიმღებს.
ბ. დაფინანსების თანხის გამოყოფა. დაფინანსების თანხა გამოიყოფა ერთ ჩამოსარიცხ ტრანშად, საიდანაც მიმღებს შეუძლია ჩამორიცხოს დაფინანსების თანხები. აღნიშნულთან დაკავშირებით დაფინანსების თანხის განაწილება ასახულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში:
თანხების გამოყოფა
A კრედიტის ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსების მოცულობა
(გამოსახული SDR-ში)
B კრედიტის ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსების მოცულობა
(გამოსახული SDR-ში)
(1) ერთჯერადად ჩამოსარიცხი ტრანში
7,804,000
6,846,000
მთლიანი მოცულობა
7,804,000
6,846,000
გ. ჩამოსარიცხი ტრანშის გამოყოფის პირობები. ერთჯერადად ჩამოსარიცხი ტრანშიდან არ მოხდება თანხების ჩამორიცხვა, თუ ასოციაციისათვის მისაღები არ იქნება: (ა) მიმღების მიერ განხორციელებული პროგრამა; (ბ) მიმღების მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს ადეკვატურობა.
დ. დაფინანსების თანხების განთავსება. გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასოციაცია სხვაგვარად გადაწყვეტს:
1. ასოციაცია განათავსებს დაფინანსების ანგარიშიდან ჩამორიცხულ ყველა თანხას მიმღების მიერ დასახელებულ ანგარიშზე, რომელიც მისაღებია ასოციაციისათვის; და
2. აღნიშნულ ანგარიშზე დაფინანსების თანხების ყოველი განთავსებისთანავე მიმღებმა უნდა უზრუნველყოს ეკვივალენტური თანხის აღრიცხვა თავის ბიუჯეტის მართვის სისტემაში, ასოციაცისათვის მისაღები ფორმით.
ე. დაუშვებელი ხარჯები. მიმღები იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს, რომ დაფინანსების სახსრებით არ მოხდეს დაუშვებელი ხარჯების დაფინანსება. იმ შემთხვევაში, თუ ასოციაცია ნებისმიერ დროს მიიჩნევს, რომ დაფინანსების თანხებით მოხდა დაუშვებელი ხარჯების დაფინანსება, მიმღები, ასოციაციისგან შესაბამისი შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ აუნაზღაურებს ასოციაციას ასეთი თანხის ეკვივალენტურ თანხას. ასეთი მოთხოვნის შემდგომ, ასოციაციისთვის ანაზღაურებული თანხები გაუქმდება.
ვ. კრედიტის დახურვის თარიღი: კრედიტის დახურვის თარიღია 2015 წლის 31 მარტი .
განრიგი 2
კრედიტის დაფარვის გრაფიკი
კრედიტის დაფარვის თარიღი
კრედიტის ძირითადი თანხის დაფარვა (%-ში)*
ყოველი წლის 15 ივნისი და 15 დეკემბერი
დაწყებული 2019 წლის 15 დეკემბრიდან და 2029 წლის 15 ივნისის ჩათვლით
1.65%
დაწყებული 2029 წლის 15 დეკემბრიდან და 2039 წლის 15 ივნისის ჩათვლით
3.35%
* პროცენტით გამოსახულია კრედიტის ძირითადი თანხის გადასახდელი ნაწილები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასოციაცია სხვაგვარად განსაზღვრავს ზოგადი პირობების 3.03 (ბ) ნაწილის შესაბამისად.
დანართი
I ნაწილი: განმარტებები
1. “დაუშვებელი ხარჯები” ნიშნავს ნებისმიერ ხარჯს:
(ა) იმ საქონლისა და მომსახურების მიწოდებაზე, რომლის კონტრაქტი დაფინანსდა ან დაფინანსდება ნებისმიერი სახელმწიფო ან საერთაშორისო, ასოციაციისგან ან ბანკისგან განსხვავებული საფინანსო ინსტიტუტის ან სააგენტოს მიერ, ან რომელიც დაფინანსდა ან დაფინანსდება ასოციაციის ან ბანკის მიერ სხვა კრედიტის, გრანტის ან სესხის ფარგლებში;
(ბ) იმ საქონლის შესყიდვაზე, რომელიც მითითებულია სტანდარტული საერთაშორისო სავაჭრო კლასიფიკაციის, Revision 3-ის (SITC, Rev.3) ქვემოთ მოყვანილ ჯგუფებში ან ქვეჯგუფებში და რომელიც გამოქვეყნებულია გაერთიანებული ერების მიერ სტატისტიკურ სტატიებში, Series M, No. 34/Rev.3 (1986) (the SITC), ან განეკუთვნება მომავალში განახლებად SITC-ის მსგავსს ჯგუფებს ან ქვეჯგუფებს, როგორც ამას ასოციაცია სათანადოდ განსაზღვრავს და შეატყობინებს მიმღებს:
ჯგუფი
ქვეჯგუფი
საქონლის აღწერა
112
ალკოჰოლური სასმელები
121
გადაუმუშავებელი თამბაქო, თამბაქოს ნარჩენები
122
წარმოებული თამბაქო (მიუხედავად იმისა, შეიცვას თუ არა თამბაქოს შემცველებს)
525
რადიოაქტიური და მასთან დაკავშირებული მასალები
667
მარგალიტი, ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვები, დამუშავებული ან დაუმუშავებელი
718
718.7
ბირთვული რეაქტორები და მათი ნაწილები, საწვავის ელემენტები (ვაზნები), გამოსხვივების გარეშე ბირთვული რეაქტორებისათვის
728
728.43
თამბაქოს გადამუშავებელი მანქანა -დანადგარები
897
897.3
ოქროს, ვერცხლის ან პლატინის ჯგუფის ლითონის ნაკეთობები (გარდა საათებისა და მათი ბუდეებისა) და ოქრომჭედლების ან ვერცხლმჭედლების ნაკეთობები (ძვირფასი ქვების კოლექციების ჩათვლით)
971
ოქრო, არაფულადი (გარდა ოქროს მადნეულის და კონცენტრატების)
(გ) სამხედრო დანიშნულების ან მსგავსი საქონლის ან ფუფუნების საგნების შესყიდვასთან დაკავშირებით;
(დ) გარემოსთვის სახიფათო საქონლის შესყიდვასთან დაკავშირებით, რომლის წარმოება გამოყენება ან იმპორტი აკრძალულია მიმღების კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელთა მხარესაც წარმოადგენს მიმღები;
(ე) ისეთ გადახდებთან დაკავშირებით, რომლებიც აკრძალულია გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს მიერ, გაერთიანებული ერების წესდების VII თავის შესაბამისად;
(ვ) რომლებთანაც მიმართებაში ასოციაცია დაადგენს, რომ მიმღების წარმომადგენლები ან დაფინანსების სახსრების სხვა მიმღები მონაწილეობდნენ კორუფციულ, თაღლითურ ან სხვა უკანონო გარიგებაში, ისე რომ, მიმღებმა (ან სხვა ასეთმა მიმღებმა) დროულად არ მიიღო ასოციაციისთვის დამაკმაყოფილებელი სათანადო ზომები აღნიშნული შემთხვევების წარმოქმნისთანავე აღკვეთის მიზნით.
2. „ზოგადი პირობები” ნიშნავს “საერთაშორისო განვითარების ასოციაციის ზოგად პირობებს კრედიტებისთვის და გრანტებისთვის” დათარიღებულს 2010 წლის 31 ივლისით წინამდებარე დანართის II ნაწილში განსაზღვრულ ცვლილებებთან ერთად.
3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირები“ ნიშნავს მიმღების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შექმნილს N2052/II, კანონის შესაბამისად, რომელიც დათარიღებულია 1999 წლის 28 მაისით.
4. „სასესხო ხელშეკრულება” ნიშნავს მიმღებსა და ბანკს შორის შეთანხმებას იმავე თარიღით რომელი თარიღითაც გაფორმდა ხელშეკრულება; მოცემული ხელშეკრულება შეიძლება შეიცვალოს დროდადრო. “სასესხო ხელშეკრულება” მოიცავს სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო დანართს, გრაფიკებს და შეთანხმებებს.
5. „პროგრამა” ნიშნავს ღონისძიებების, მიზნების და მიმართულებების პროგრამას, რომელიც შემუშავებულია: კანონმდებლობის გასაძლიერებლად, რათა მოხდეს ევროკავშირის ბაზარზე შესვლის ხელშეწყობა, საბაჟო ეფექტურობის გასაუმჯობესებლად, ენერგოსექტორის საიმედოობის ასამაღლებლად და ზოგადი განათლების გასაუმჯობესებლად; ბ) ბიუჯეტის დაფარვის და გამჭვირვალობის გასაზრდელად; და გ) სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად და მიზნობრივი სოციალური პროგრამების ეფექურობის გასაძლიერებლად, რომლებიც ასახულია მიმღების მიერ ასოციაციისთვის წარდგენილ 2014 წლის 13 მაისის წერილში, რომლის მიხედვითაც მიმღები იღებს ვალდებულებას პროგრამის განხორციელებაზე და მიმართავს ასოციაციას თხოვნით აღმოუჩინოს დახმარება პროგრამის განხორციელების პროცესში.
6. “ერთჯერადად ჩამოსარიცხი ტრანში” ნიშნავს წინამდებარე ხელშეკრულების I განრიგის II ნაწილის “ბ” პუნქტში მითითებული ცხრილის “ერთჯერადად ჩამოსარიცხი ტრანშის” კატეგორიაში გამოყოფილ დაფინანსების თანხას.
II ნაწილი. ცვლილებები ზოგად პირობებში
ზოგად პირობებში შეტანილია შემდეგი ცვლილებები:
1. ნაწილი 2.03-ის (ა) პარაგრაფის ბოლო წინადადება (რომელიც ეხება თანხის გამოთხოვის აპლიკაციას) ამოღებულია მთლიანად.
2. ნაწილი 2.04 (მიზნობრივი ანგარიშები) და 2.05 (დაშვებული ხარჯები) ამოღებულია მთლიანად და II მუხლის დარჩენილი ნაწილები გადანომრილია შესაბამისად.
3. “ნაწილი 3.02. მომსახურების გადასახდელი და საპროცენტო გადასახდელი
(ა) მომსახურების გადასახდელი. მიმღები გადაუხდის ასოციაციას მომსახურების გადასახდელს კრედიტის ათვისებულ და დაუბრუნებელ ძირითად თანხაზე დაფინანსების ხელშეკრულებაში განსაზღვრული განაკვეთის შესაბამისი ოდენობით. მომსახურების გადასახდელის დარიცხვა მოხდება იმ თარიღიდან, როდესაც მოხდება კრედიტის თანხების ჩამორიცხვა და გადახდა განხორციელდება ნახევარწლიურად, დაფარვის თარიღებში. მომსახურების გადასახდელი გამოითვლება 360-დღიანი წლის, 12-თვიანი წლის და 30-დღიანი თვის საფუძველზე.".
(ბ) საპროცენტო გადასახდელი. მიმღები გადაუხდის ასოციაციას საპროცენტო გადასახდელს კრედიტის ათვისებულ და დაუბრუნებელ ძირითად თანხაზე დაფინანსების ხელშეკრულებაში განსაზღვრული განაკვეთის შესაბამისი ოდენობით. მომსახურების გადასახდელის დარიცხვა მოხდება იმ თარიღიდან, როდესაც მოხდება კრედიტის თანხების ჩამორიცხვა და გადახდა განხორციელდება ნახევარწლიურად, დაფარვის თარიღებში. საპროცენტო გადასახდელი გამოითვლება 360-დღიანი წლის, 12-თვიანი წლის და 30-დღიანი თვის საფუძველზე.
4. ნაწილი 4.01 (პროექტის განხორციელება ზოგადად) და 4.09 (ფინანსური მართვა; ფინანსური ანგარიშები; აუდიტი) ამოღებულია მთლიანად და IV მუხლის დარჩენილი ნაწილები გადანომრილია შესაბამისად.
5. ნაწილი 4.05-ის (ა) პარაგრაფი (რომლის ნუმერაცია შეცვლილია ზემოაღნიშნული მე-4 პარაგრაფის შესაბამისად და რომელიც ეხება საქონლის, სამუშაოების და მომსახურეობის გამოყენებას) ამოღებულია მთლიანად.
6. ნაწილი 4.06-ის (გ) პარაგრაფი (რომლის ნუმერაცია შეცვლილია ზემოაღნიშნული მე-4 პარაგრაფის შესაბამისად) შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
„ნაწილი 4.06. გეგმები, დოკუმენტები და ჩანაწერები
... (გ) მიმღები შეინახავს დაფინანსების სახსრების ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას (კონტრაქტები, შეკვეთები, ინვოისები, ქვითრები და სხვა დოკუმენტები) კრედიტის დახურვის თარიღიდან ორი წლის განმავლობაში. მიმღები საშუალებას მისცემს ასოციაციის წარმომადგენლებს შეამოწმონ აღნიშნული დოკუმენტები.”.
7. ნაწილი 4.07 (რომლის ნუმერაცია შეცვლილია ზემოაღნიშნული მე-4 პარაგრაფის შესაბამისად) შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
“ნაწილი 4.07. პროგრამის მონიტორინგი და შეფასება
(გ) მიმღები კრედიტის დახურვის თარიღიდან არაუგვიანეს ექვსი თვის ვადაში მოამზადებს, ან უზრუნველყოფს მომზადებას, და წარუდგენს ასოციაციას პროგრამის განხორციელების, მიმღების და ასოციაციის მიერ შესაბამისი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და დაფინანსების მიზნების მიღწევის შესახებ ანგარიშს იმ ფორმითა და შინაარსით, როგორც ამას ასოციაცია სათანადოდ მოითხოვს.
8. დანართში მოყვანილი ტერმინები და განმარტებები მოდიფიცირებულია ან ამოღებულია ქვემოთ მითითებული ფორმით, ასევე დანართში დამატებულია შემდეგი ახალი ტერმინები და განმარტებები ანბანური თანმიმდევრობით, და ტერმინები გადანომრილია შესაბამისად:
(ა) “დაშვებული ხარჯების” განმარტება მოდიფიცირებულია და ჩამოყალიბებულია შემდეგი რედაქციით:
“’დაშვებული ხარჯები’ ნიშნავს დაფინანსების სახსრების ნებისმიერ გამოყენებას პროგრამის მხარდაჭერის მიზნით, გარდა დაფინანსების ხელშეკრულებით დაუშვებელი ხარჯების დაფინანსებისა.”
(ბ) დანართში განსაზღვრული “ფინანსური ანგარიშის” განმარტება ამოღებულია მთლიანად.
(გ) ტერმინი “დაფინანსების გადასახდელი” შეიცვალა შემდეგი სიტყვების ჩამატებით: “საპროცენტო გადასახდელი” “მომსახურების გადასახდელსა” და “ვალდებულების გადასახდელს” შორის.
(დ) ახალი ტერმინი “საპროცენტო გადასახდელი” დამატებულია და განიმარტება შემდეგნაირად:
“საპროცენტო გადასახდელი” ნიშნავს საპროცენტო გადასახდელს, როგორც ეს განსაზღვრულია დაფინანსების ხელშეკრულებაში 3.02 (ბ) პუნქტის მიზნებისათვის.
(ე) ტერმინი “გადახდის თარიღი” შეცვლილია შემდეგი სიტყვების ჩამატებით: “საპროცენტო გადასახდელი” “მომსახურების გადასახდელს“ და “ვალდებულების გადასახდელს” შორის
(ვ) ტერმინი “პროექტი” შეიცვალა ტერმინით “პროგრამა” და მისი განმარტება ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:
“პროგრამა” ნიშნავს დაფინანსების ხელშეკრულებაში მითითებულ პროგრამას, რომლის მხარდასაჭერად გამოყოფილია დაფინანსება. ზოგადი პირობების მთლიან ტექსტში მიმართვა ტერმინზე ”პროექტი” ეხება ტერმინს “პროგრამა”.
(ზ) ტერმინი “მომსახურების გადასახდელი” შეცვლილია 3.02 პუქტიდან 3.02 (ა) პუნქტის მიმართ.