ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.09.2014
ძალის დაკარგვა 01.03.2018
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №124
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.124.016099
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 497 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.09.2014 მიღება
01.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ მაჩიტაძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №124 2014 წლის 15 სექტემბერი ქ. ბაღდათი ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების მე- 4 მუხლის გათვალისწინებით, ბაღდათის  მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის განსაზღვრის და გაცემის წესი დანართი №1-ის შესაბამისად  (დანართი №1 თან ერთვის).  მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე  დანართი №1 ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმედბულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ორგანოებში:    საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესს, პირობებს და მის ოდენობას. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება პრემია - საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის. მუხლი 3🔗. საპრემიო ფონდის ფორმირების პრინციპი ა) პრემიის გამოყენებისას(გაცემისას), საპრემიო ფონდის ფორმირების წყაროა ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ბ) პრემიის გაცემა  ხორციელდება ბაღდათის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით. მუხლი 4🔗. პრემიის გაცემის წესი, მიზანი და პერიოდულობა ა) ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს; ბ) პრემიის გაცემა შესაძლებელია განხორციელდეს კვარტალში ერთხელ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი პრინციპების დაცვით, პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ. გ)  პრემიის მიზანია მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა. მუხლი 5🔗. პრემიის გაცემის უფლებამოსილება ა) ბაღდათის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს თანამდებობის პირის: საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციის თავმჯდომარეების, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის, საკრებულოს აპარატის უფროსის და მთ. სპეციალისტის (იურდიულ და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში) მიმართ პრემიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს (ბრძანებას); ბ) გადაწყვეტილებას ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დასაქმებული პირების (საჯარო მოსამსახურეებზე) მიმართ პრემიის გაცემის შესახებ იღებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, შესაბამისი ინდივიდუალურ- ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოცემით. საკითხის ინიცირებას ახორციელებს საკრებულოს აპარატის უფროსი, საკრებულოს აპარატის შესაბამისი განყოფილების უფროსის წარდგინების საფუძველზე; გ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული თანამდებობის პირებზე (გაგებელი, გამგებლის პირველი მოადგილე, მოადგილეები, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები) პრემიის გაცემაზე ინიცირებისა და გადაწყვეტილების მღების უფლება აქვვს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რისთვისაც გამგებელი საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში  გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს (ბრძანებას); დ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებზე  გადაწყვეტილებას პრემიის გაცემის თაობაზე იღებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ საკითხის ინიცირების შემდეგ. გამგებელი აღნიშნულის თაობაზე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას); ე) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და საკრებულოს აპარატის უფროსის ინიიცირება უნდა იყოს დასაბუთებული, რომელშიც უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ; ვ) პრემიის გაცემის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველძე თანხის გადარიცხვას ახორციელებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური.