„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№27
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.141.016124
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2014 წლის 17 სექტემბერი

ქ. ახალქალაქი

 

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების  დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 25ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს „ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის   დებულების  დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 25ივლისის  №15 დადგენილებაში  შეტანილი  შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებულ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებას დაემატოს 141 მუხლი  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 141. გამგებლის წარმომადგენლის უფლება-მოვალეობები;

  • გამგებლის წარმომადგენელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
  • ა) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს გამგეობასთან, საკრებულოსთან და ადგილობრივი თვითმმართველობის პირებთან;

    ბ) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისთვის გაცნობას;

    გ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;

    დ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ, ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს, ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისათვის მათ მოწოდებას;

    ე) შეიმუშვებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;

    ვ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;

    ზ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;

    თ) გამგებლის წარმომადგენელს აქვს ბლანკი, ტვიფრი და ბეჭედი, რომელზეც აღნიშნულია ადმინისტრაციული ერთეულის სახელწოდება. რომელიც გამოიყენება ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას.

     

  • წარმომადგენელი უფლებამოსილია დაადასტუროს: 
  • ა) ადმინისტრაციული ერთეულის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები პირების ცხოვრების ფაქტი (მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით);

    ბ) საპრივატიზაციო საცხოვრებელ ფართში ცხოვრების ფაქტის დადასტურება;

    გ) გარდაცვალების ფაქტი;

    დ) არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მოქალაქეების თანაცხოვრების ფაქტი;

    ე) სამოქმედო ტერიტორიაზე მაცხოვრებლების აქტი-დახასიათება.

    ვ) საკრებულოს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის დავალების საფუძველზე, ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე დათვალიერების ოქმის შედგენა, შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში.

    ზ) ფიზიკური და იურიდიული პირის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მდებარეობის ფაქტის დადასტურება შესაბამისი  მტკიცებულებების მოკვლევის შემთხვევაში, მტკიცებულების არ არსებობისას უარი ფიქსირდება წერილობით.

    თ) უძრავ ქონებაზე სამკვიდროს გახსნის შემთხვევაში-მტკიცებულებების არსებობისას ქონების დაუფლების და განკარგვის ფაქტის დადასტურება.

     

  • გამგებლის წარმომადგენელი, მოთხოვნის შესაბამისად გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას:
  • ა) შესაბამის დასახელებაში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;

    ბ) შესაბამის დასახელებაში პირების დაბადებისა და გარდაცვალების და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის  შესახებ;

    გ) შესაბამის დასახელებაში დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ;

    დ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;

    ე) სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობექტების (გზები,  ხიდები, სტიქიისგან დასაცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და  მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;

    ვ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის“ საქართველოს კანონით დადგენილი ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის ხელშეწყობა.

     

  • გამგებლის წარმომადგენლის სპეციალისტი
  • ა) გამგებლის წარმომადგენლის სპეციალისტი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

    ბ) გამგებლის წარმომადგენელის სპეციალისტები ანგარიშვალდებული არიან გამგებლის და გამგებლის წარმომადგენელის წინაშე.“

     

    ბ) დადგენილებით დამტკიცებულ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებას დაემატოს 142 მუხლი  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 142. ადმინისტრაციული ერთეულის სამოქმედო ტერიტორია

    1. ადმინისტრაციული ერთეულის სამოქმედო ტერიტორია იქმნება მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.

    2. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული ერთეულებია:

    ა) ქალაქ ახალქალაქის ადმინისტრაციული ერთეული №1  (სამოქმედო ტერიტორია - ქ. ახალქალაქი);

    ბ) ქალაქ ახალქალაქის ადმინისტრაციული ერთეული №2 (სამოქმედო ტერიტორია - ქ. ახალქალაქი);

    გ) აზავრეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: აზავრეთი, ბურნაშეთი, ღადოლარი, ლომატურცხი);

    დ) ალასტანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: ალასტანი, ვარევანი, გოკიო);

    ე) არაგვის ადმინისტრაციული ერთეული-სამოქმედო ტერიტორია, სოფლები: არაგვა, მაჭადია, ორჯა, კორხი, თოთხამი

    ვ) ბარალეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: ბარალეთი, იხტილა, მერენია, დიდი სამსარი, პატარა სამსარი);

    ზ) ვაჩიანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: ვაჩიანი, მურჯახეთი, ჩამდურა);

    თ) გოგაშენის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: გოგაშენი, აფნია);

    ი) კუმურდოს ტერიტორიული  ერთეული (სამოქმედო  ტერიტორია - სოფლები: კუმურდო, კიროვაკანი);

    კ) დილისკას ტერიტორიული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფელი დილისკა);

    ლ) ზაკვის ტერიტორიული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები:  ზაკვი, ბუღაშენი, ტრკნა, ბალხო, გომანი, ოლავერდი);

    მ) კარწახის ტერიტორიული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: კარწახი, ფილიპოვკა);

    ნ) კარტიკამის ტერიტორიული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: კარტიკამი, კულიკამი, ხულგუმო, აბული, თახჩა, ბუზავეთი);

    ო) კოთელიის ტერიტორიული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფელი კოთელია);

    პ) კოჩიოს ტერიტორიული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: კოჩიო, ბეჟანო, აგანა, მოდეგამი, ალათუმანი, სირკვა);

    ჟ) ოკამის ტერიტორიული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: ოკამი, ქარცები, აზმანა);

    რ) პტენის ტერიტორიული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფელი პტენა);

    ს) სულდის ტერიტორიული ერთეული (სამოქმედო ტეროტორია - სოფლები: სულდა, დადეში, ბოზალი, მიასნიკიანი);

    ტ) ტურცხის ტერიტორიული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფელი ტურცხი);

    უ) ხანდოს ტერიტორიული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფელი ხანდო);

    ფ) ხავეთის ტერიტორიული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები; ხავეთი, ერინჯა, დაბნია);

    ქ) ხოსპიოს ტერიტორიული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები; ხოსპიო, ბავრა, ხორენია, მარტუნი);

    ღ) ჩუნჩხის ტერიტორიული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფელი ჩუნჩხა).”.

    2. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს  კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.       

     


    ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჰამლეტ მოვსესიან