აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესახებ

მიღების თარიღი 18.09.2014
ძალაში შესვლა 01.01.2015
ძალის დაკარგვა 21.11.2017
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
ნომერი №112-უ.ს.შ.ს.
სარეგისტრაციო კოდი 010320040.31.056.016044
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 183 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.09.2014 მიღება
01.01.2015 ძალაში შესვლა
21.11.2017 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს: მუხლი 1🔗 1. მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის მიზნით სტაჟიორობის კანდიდატთა შერჩევა და მიღება განხორციელდეს საჯარო კონკურსის გზით, არაუმეტეს 3 თვის ვადით. 2. საჯარო კონკურსის გამოცხადება განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულებში საჯარო კონკურსის გზით შერჩეულ სტაჟიორთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს თითო სტაჟიორით. 4. საჯარო კონკურსის გზით შერჩეული პირები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში სტაჟირებას გაივლიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო ან/და საშემოდგომო სესიების პერიოდში. 5. საჯარო კონკურსის გზით შერჩეული თითოეული სტაჟიორის შრომის ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში ყოველთვიურად განისაზღვროს 125 (ას ოცდახუთი) ლარის ოდენობით. 6. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატმა. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეავთანდილ ბერიძე ჩაქვი, 18 სექტემბერი 2014 წ. N112-უ.ს.შ.ს.