⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.07.2015)
გაუქმებულია:

ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.09.2014
ძალის დაკარგვა 20.07.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016229
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,308 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.09.2014 მიღება
20.07.2015 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (11)
გეოგრაფიული ობიექტი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ისტორიულად ჩამოყალიბებული უბანი, ესა თუ ის ზონა, მიკრორაიონი, წყარო, მოედანი, პროსპექტი (გამზირი), გზატკეცილი, ქუჩა, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ესპლანადი, ბულვარი, ხეივნი, სკვერი, ბაღი, პარკი, ტყე-პარკი, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, სასაფლაო, პანთეონი, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო სისტემა და ა.შ.და სხვა მსგავსი ობიექტი
მუხლი 2
გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების დადგენა
არსებული სახელწოდების გამოვლენა, სახელწოდების არმქონე ობიექტის სახელდება, აგრეთვე სახელდებული ობიექტებისთვის სახელწოდების გადარქმევა
მუხლი 2
გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების ნორმალიზება
ობიექტის სახელწოდების კორექტირება ეროვნული და ქალაქის ტრადიციების მიხედვით
მუხლი 2
სატრანსპორტო სისტემის ობიექტი
მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, ავტოსადგური, რკინიგზის სადგური ან გაჩერება, ვაგზალი, პლატფორმა
მუხლი 2
სახელდება
ამ წესის შესაბამისად უსახელო ობიექტისთვის სახელის მინიჭება ან სახელის მქონესთვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა)
მუხლი 2
გამოჩენილი პირი
ქართული კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის, სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის, საზოგადოების კონსოლიდაციის ან ქალაქ რუსთავის განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული, გარდაცვლილი საერო ან სასულიერო პირი
მუხლი 2
ნუმერაცია
დადგენილი წესით გარკვეული რიგითობის მიხედვით გეოგრაფიული ობიექტების, აგრეთვე მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების დანომვრა არსებული ციფრების, ქართული ანბანის ან/და ინდექსების მეშვეობით
მუხლი 2
ბინა მრავალბინიან სახლში
ინდივიდუალური საკუთრების საგანი მრავალბინიან სახლში, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი (მ/შ კომერციული) მიზნებისთვის
მუხლი 2
დაინტერესებული პირი
ნებისმიერი მესაკუთრე (ფიზიკური ან იურიდიული პირი), აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული სახელდება ან ნუმერაცია
მუხლი 2
შენობა
მიწასთან მყარად დაკავშირებული, სამშენებლო სამუშაოთა შედეგად, საძირკვლის, მზიდი და შემომზღუდავი კონსტრუქციების გამოყენებით, დახურული სივრცის შექმნის მიზნით აგებული ერთიანი სამშენებლო სისტემა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა ხანგრძლივი დროით სამყოფად და გამოიყენება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო მიზნებისათვის.
მუხლი 2
ინდექსი
რიცხვითი ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება ქვევით.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის საკრებულოს დადგენილება №19 2014 წლის 17 სექტემბერი ქ. რუსთავი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის,  „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის, „დამისამართების პროცესში მონაწილე დაწესებულებების თანამშრომლობისა და უფლებამოსილებათა გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტმებრის №358 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ქალაქ რუსთავის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის წესი (დანართი 1). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე დანართი 1 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის წესი მუხლი 1🔗.  ზოგადი დებულებები 1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის და ა.შ.)   სახელდების და ნუმერაციის დადგენის პირობებს. 2. წესის მიღების მიზანია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული  ობიექტების სახელდების და ნუმერაციის მოწესრიგება. 3. წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის, „დამისამართების პროცესში მონაწილე დაწესებულებების თანამშრომლობისა და უფლებამოსილებათა გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტებრის №358 დადგენილების და სხვა ნორმატიული და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. მუხლი 2🔗.  ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) გეოგრაფიული ობიექტი – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ისტორიულად ჩამოყალიბებული უბანი, ესა თუ ის ზონა, მიკრორაიონი, წყარო, მოედანი, პროსპექტი (გამზირი), გზატკეცილი, ქუჩა, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ესპლანადი, ბულვარი, ხეივნი, სკვერი, ბაღი, პარკი, ტყე-პარკი, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, სასაფლაო, პანთეონი, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო სისტემა და ა.შ.და სხვა მსგავსი ობიექტი; ბ) გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების დადგენა – არსებული სახელწოდების გამოვლენა, სახელწოდების არმქონე ობიექტის სახელდება, აგრეთვე სახელდებული ობიექტებისთვის სახელწოდების გადარქმევა; გ) გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების ნორმალიზება – ობიექტის სახელწოდების კორექტირება ეროვნული და ქალაქის ტრადიციების მიხედვით; დ) სატრანსპორტო სისტემის ობიექტი – მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, ავტოსადგური, რკინიგზის სადგური ან გაჩერება, ვაგზალი, პლატფორმა; ე) სახელდება – ამ წესის შესაბამისად უსახელო ობიექტისთვის სახელის მინიჭება ან სახელის მქონესთვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა); ვ) გამოჩენილი პირი – ქართული კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის, სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის, საზოგადოების კონსოლიდაციის ან ქალაქ რუსთავის განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული, გარდაცვლილი საერო ან სასულიერო პირი; ზ) ნუმერაცია – დადგენილი წესით გარკვეული რიგითობის მიხედვით გეოგრაფიული ობიექტების, აგრეთვე მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების დანომვრა არსებული ციფრების, ქართული ანბანის ან/და ინდექსების მეშვეობით; თ) ბინა მრავალბინიან სახლში – ინდივიდუალური საკუთრების საგანი მრავალბინიან სახლში, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი (მ/შ კომერციული) მიზნებისთვის; ი) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი მესაკუთრე (ფიზიკური ან იურიდიული პირი), აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული სახელდება ან ნუმერაცია; კ) შენობა – მიწასთან მყარად დაკავშირებული, სამშენებლო სამუშაოთა შედეგად, საძირკვლის, მზიდი და შემომზღუდავი კონსტრუქციების გამოყენებით, დახურული სივრცის შექმნის მიზნით აგებული ერთიანი სამშენებლო სისტემა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა ხანგრძლივი დროით სამყოფად და გამოიყენება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო მიზნებისათვის. ლ) ინდექსი – რიცხვითი ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება ქვევით. მუხლი 3🔗. სახელდების და ნუმერაციის პრინციპები 1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიულ ობიექტთა სახელდებისა და ნუმერაციის ძირითადი პრინციპებია: ა) ერთიანი საქალაქო პოლიტიკის გატარება; ბ) ისტორიული ტოპონიმიკის მაქსიმალურად გამოვლენა, შენარჩუნება და აღდგენა, თუ ის არ ეწინააღმდეგება ქვეყნის იდეურ-პოლიტიკურ ორიენტაციას, საყოველთაოდ აღიარებულ ფასეულობებს და საზოგადოებრივ აზრს; გ) კონკრეტული ფიზიკურ-გეოგრაფიული, კულტურული, ეთნოლოგიური, კონფესიური, ქალაქგეგმარებითი, ფუნქციური თუ სხვაგვარი თავისებურებების ხაზგასმა; დ) მაქსიმალური ინფორმირებულობა და ქალაქში ორიენტირებისთვის ხელშეწყობა; ე) უნიკალურობა, დუბლირების თავიდან აცილება, გეოინფორმაციული სისტემის წარმოების წესების მოთხოვნათა გათვალისწინება, ორგანული ერთობა; ვ) თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის სიტყვათწარმოქმნის, ფონეტიკური, სტილისტური ნორმების გათვალისწინება, კეთილხმოვანება, სისხარტე, დამახსოვრების სიადვილე; ზ) ისეთი სახელდების დაუშვებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებას, რელიგიას და ტრადიციებს, საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს, ხელს უწყობს რასობრივ, ეროვნულ-კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, სახელს გაუთქვამს საოკუპაციო რეჟიმს ან მის მოღვაწეებს; თ) საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება. 2. მართლმადიდებელი კონფესიის წმინდანებთან, რელიგიურ დღესასწაულებთან ან წმინდა ადგილებთან დაკავშირებული სახელდება თანხმდება საქართველოს საპატრიარქოსთან. მუხლი 4🔗. გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება, აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა) 1. სახელწოდება ენიჭება: ა) ახლად წარმოქმნილ გეოგრაფიულ ობიექტს; ბ) სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს; 2. აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა) ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) იცვლება შემორჩენილი საბჭოთა, ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული სახელწოდებები; ბ) შესაძლებელია ისტორიული ტოპონიმების აღდგენა, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორიულ–კულტურული მნიშვნელობა გააჩნია; გ) მიიღწევა დუბლირების თავიდან აცილება; დ) არსებითად იცვლება გეოგრაფიული ობიექტის ფუნქციური დანიშნულება ან სტატუსი; ე) ტარდება სახელდების ობიექტის და მისი მიმდებარე ტერიტორიის იმგვარი ქალაქთმშენებლობითი სახეცვლილება ან რეკონსტრუქცია, რომელიც იწვევს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შეცვლის ან გაუქმების აუცილებლობას; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 5🔗. გეოგრაფიული ობიექტების სახელდება და ნუმერაცია  1. გამოჩენილ პირთან დაკავშირებული სახელდება დასაშვებია ამ პირის გარდაცვალებიდან არანაკლებ 10 წლის გასვლის შემდეგ ან საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. გამოჩენილ პირთან დაკავშირებულ სახელდებისას მისი სახელ-გვარი ან ზეწოდება უნდა გადმოიცეს ტრადიციული, ისტორიულად ჩამოყალიბებული ფორმით (მაგ:  სახელდებისას დასაშვებია ისეთი ანთრსოპონიმი, როგორიცაა: „ილია“, „შოთა“, „ვაჟა“, „გალაკტიონი“). 3. სახელდებისას დაუშვებელია გამოჩენილი პიროვნების ინიციალების გამოყენება (მაგ.: „შ. რუსთაველი“, „დ. აღმაშენებელი“). 4. დასაშვებია რთული შემადგენლობის საკუთარი სახელის შემოკლება მხოლოდ რიგობრივი სახელის რომაული ციფრით გადმოცემისას (მაგ.: „მეფე სოლომონ I-ის ქუჩა“). 5. თუ საკუთარ სახელს ახლავს ხელობის, წოდების ან თანამდებობის აღმნიშვნელი სახელი და ზეწოდება, გამოიყენება შემდეგი თანმიმდევრობა: საზოგადო სახელი, საკუთარი სახელი, ზეწოდება (მაგ: „მეფე დიმიტრი თავდადებულის ქუჩა“). 6. ერთ ჯგუფურ სახელწოდებაში მოქცეულ სუბიექტთა რაოდენობა უნდა გადმოიცეს სიტყვიერად და არა ციფრებით (მაგ: „სამასი არაგველი“), ხოლო ღირსშესანიშნავი კალენდარული თარიღის გამოყენებისას გამოიყენება რიცხვითი მნიშვნელობა (მაგ: „26 მაისის მოედანი“). 7. მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების (და სხვა მსგავსი) დასახელება მაქსიმალურად უნდა იყოს დაკავშირებული მგზავრთა ვიზუალური ორიენტაციისთვის თვალსაჩინო ბუნებრივი თუ ანთროპოგენური ობიექტის დასახელებასთან. 8. დასაშვებია მოკლე ჩიხების თუ გასასვლელების სახელდება რომაული ციფრების და იმ ქუჩის სახელწოდების მითითებით, რომელსაც უერთდება ჩიხი თუ გასასვლელი (მაგ: „დიდგორის ქუჩის II ჩიხი). ქუჩის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში სახელი ეცვლება ქუჩაზე მიერთებულ ჩიხსაც და გასასვლელსაც. 9. გეოგრაფიული ობიექტი, რომელსაც გააჩნია რთული ან შედგენილი სახელწოდება და ქართულ ენაზე იწერება ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი, უცხოურენოვანი წარწერის შემთხვევაში ინარჩუნებს შესაბამისად, ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი დაწერის ფორმას. 10. გეოგრაფიული ობიექტის ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა)  ნუმერაციის არარსებობა; ბ)  არსებულ დოკუმენტაციაში ობიექტისთვის მინიჭებული ნორმების არევა; გ)  ბინის გაყოფა; დ) ბინების შეერთება; ე) სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნუმერაციის მოთხოვნის საჭიროება. მუხლი 6🔗.  უფლებამოსილი ორგანო და გადაწყვეტილების მიღების წესი 1. გადაწყვეტილებას  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების და ნუმერაციის შესახებ განკარგულებით (ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით) იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. გეოგრაფიული ობიექტის სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე. 3. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების და ნუმერაციის შესახებ ადგილობრივ სახელისუფლო ორგანოებში შემოსული ყველა სახის ინიციატივა (განცხადება, მომართვა, საჩივარი და სხვა) წარედგინება „ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციაზე მომუშავე დროებითი სამუშაო ჯგუფის. 4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საკრებულოში წარმოდგენილ ინიციატივას უნდა ერთვოდეს (კონკრეტული საჭიროების შესაბამისი): ა) სახელდების ინიციატივის მოტივაცია და დასაბუთება; ბ) ობიექტის აღწერა (ნახაზი, ორთოფოტო, საკადასტრო რუკა და სხვა); გ) ინფორმაცია ობიექტთან დაკავშირებული ღირსშესანიშნავი მოვლენის თუ გამოჩენილი პირის შესახებ; დ) დაინტერესებული პირის საკუთრების ან კანონიერი სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) სხვა დოკუმენტაცია (ოქმი, ბმა–ს კრების გადაწყვეტილება და ა.შ.). 5. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ ინიციატივას ჯგუფი განიხილავს 30 სამუშაო დღის ვადაში, საკითხის სირთულის მიხედვით პროცესი შეიძლება გახანგრძლივდეს დაინტერესებულ პირთან ან/და ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმებით. 6. წინამდებარე წესის მოთხოვნებთან ინიციატივის შესაბამისობის შემთხვევაში დროებითი სამუშაო ჯგუფი თავის დასკვნა-რეკომენდაციას და განკარგულების პროექტს წარუდგენს საკრებულოს. 7. საკრებულოს განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნებათ: ა) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს; ბ) შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს რუსთავის სერვისცენტრს; გ) ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის, ურბანული დაგეგმარებისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურს. 8. „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №9 დადგენილების მე-10 მუხლის  მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები პერიოდულად მიაწვდიან დროებით სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს ინფორმაციას ან/და წინადადებებს მათ ქვემდებარე ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტის სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ.