დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.09.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №128/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430150000.22.022.016863
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.09.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| № | კრიტერიუმი |
| სუსტი | საშუალო |
| 1. | პროექტის აკადემიური შეფასება |
| 1.1. | პროექტის მეცნიერული სიახლე და აქტუალურობა |
| 1.2. | პროექტის გეგმის შესაბამისობა მიზანთან |
| 1.3. | პროექტის მოსალოდნელი შედეგების სამეცნიერო ღირებულება |
| 1.4. | პროექტის მოსალოდნელი შედეგების მნიშვნელობა საქართველოში ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებისათვის ან/და სოციალურ-ეკონომიკური პროგრესისათვის |
| 1.5. | პროექტში დაგეგმილი ხარჯების შესაბამისობა პროექტის მიზანთან |
| 2. | დოქტორანტის აკადემიური დონის შეფასება |
| 2.1. | დოქტორანტის წინა აკადემიური მოსწრების შეფასება |
| 2.2. | დოქტორანტის აკადემიური დონის გათვალისწინებით რამდენად მოსალოდნელია პროექტის წარმატებით განხორციელება |
| 2.3. | რამდენად მოსალოდნელია დოქტორანტის მიერ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დაძლევა სამეცნიერო ხელმძღვანელ(ებ)ის რეკომენდაციის მიხედვით |
| 3. | უნივერსიტეტისა და დისერტაციის ხელმძღვანელის ფაქტორის შეფასება |
| 3.1. | რამდენად შეუწყობს ხელს უნივერსიტეტში, ასევე, არსებობის შემთხვევაში, სტაჟირების ორგანიზაციაში არსებული აკადემიური და მატერიალური რესურსები პროექტის წარმატებით განხორციელებას |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთიანი რეგიონების სკოლებში მეცნიერების პოპულარიზაცია და სამეცნიერო კვლევის სტიმულირება“ საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№128/ნ
2014 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ7“ ქვეპუნქტის და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესი და პირობები“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე
დანართი
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესი და პირობები
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
წინამდებარე დანართი განსაზღვრავს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესსა და პირობებს (შემდგომში − წესი).
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დოქტორანტი - საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულია უნივერსიტეტის დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე;
ბ) დისერტაციის ხელმძღვანელი - უნივერსიტეტის პროფესორი, ასოცირებული პროფესორი ან ემერიტუსი, რომელიც ხელმძღვანელობს დოქტორანტურის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამას ან/და კოორდინაციას უწევს დოქტორანტის მიერ განხორციელებულ სამუშაოებს;
გ) ექსპერტი − დოქტორანტის მიერ წარდგენილი პროექტის შეფასების მიზნით ფონდის მიერ მიწვეული დამოუკიდებელი პირი;
დ) პროექტი − დოქტორანტის მიერ სასწავლო-კვლევითი გრანტის მოპოვების მიზნით, ამ წესით განსაზღვრული პირობების მიხედვით ფონდში წარდგენილი სახელმწიფო ენაზე მომზადებული საკონკურსო განაცხადი;
ე) პროექტის მთლიანი დაფინანსება − დოქტორანტის მიერ სასწავლო-კვლევითი გრანტის ამ წესით განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში მოთხოვნილი სასწავლო-კვლევითი გრანტის ოდენობა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს:
ე.ა) სტიპენდიას;
ე.ბ)სასწავლო და კვლევითი პროცესისათვის საჭირო კომპიუტერული და სხვა ტექნიკური საშუალებების შეძენას;
ე.გ) ლაბორატორიული სამუშაოებისათვის საჭირო საშუალებების შეძენის ან/და საველე სამუშაოების ხარჯებს;
ე.დ) პროექტის მიზნებისათვის დისერტაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში (კონფერენცია, კონგრესი, სემინარი, ვორკშოპი, ტრენინგი და სხვა.) მონაწილეობის ხარჯებს;
ე.ე) დისერტაციის მიზნებისათვის დისერტაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით უცხოეთში კვლევითი ვიზიტის ხარჯებს;
ე.ვ) სასწავლო და კვლევითი პროცესის წარმართვისათვის აუცილებელ სხვა ხარჯებს.
ვ) პროექტის შეფასების კრიტერიუმები − ფონდში წარდგენილი პროექტების შესაფასებლად ექსპერტებისათვის განსაზღვრული სახელმძღვანელო პრინციპები სათანადო ქულების მითითებით;
ზ) სასწავლო-კვლევითი გრანტი − ფონდის მიერ ამ წესით განსაზღვრული პირობების საფუძველზე დოქტორანტისათვის გადაცემული თანხა;
თ) სტიპენდია - სახელმწიფო სტიპენდია, რომელიც მიეცემა საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ დოქტორანტს სასწავლო-კვლევითი გრანტის ფარგლებში;
ი) საგრანტო კონკურსი − ფონდის მიერ ადმინისტრირებული პროცედურა რომლის მიზანია დოქტორანტების უზრუნველყოფა სასწავლო-კვლევითი გრანტით.
კ) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი − საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების მონიტორინგის პროცედურა;
ლ) საგრანტო ხელშეკრულება − სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღებ დოქტორანტს, შესაბამის უნივერსიტეტსა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება.
მ) ფონდი - საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
ნ) საანგარიშო პერიოდი - საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ახორციელებს საგრანტო სახსრების ხარჯვას და დასრულების შემდგომ წარუდგენს ფონდს ანგარიშს.
მუხლი 3🔗.
საგრანტო კონკურსის მიზანი
საგრანტო კონკურსის მიზანია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობისათვის ამ წესით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსების გზით სტიმული მისცეს:
ა) სახელმწიფოში ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებასა და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადებას;
ბ) უნივერსიტეტში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივ გამოყენებას;
გ) სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნას;
დ) დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობას და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებას.
მუხლი 4🔗.
საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება და დაფინანსება
1. საგრანტო კონკურსის გამართვას, სასწავლო-კვლევითი გრანტების გაცემასა და საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს ამ წესის შესაბამისად ახორციელებს ფონდი.
2. საგრანტო კონკურსის დაფინანსება განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფონდისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 5🔗.
საგრანტო კონკურსის ეტაპები და პროცედურები
საგრანტო კონკურსის ეტაპებია:
ა) საგრანტო კონკურსის გამოცხადება;
ბ) პროექტების ფონდში წარდგენა;
გ) პროექტების შეფასება ექსპერტთა მიერ;
დ) ექსპერტთა შეფასების საფუძველზე შედგენილი ერთიანი რანჟირებული სიიდან, საგრანტო კონკურსის ბიუჯეტის გათვალისწინებით, გამოვლენილი პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება;
ე) ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროექტების წარმდგენ დოქტორანტებთან და შესაბამის უნივერსიტეტებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.
მუხლი 6🔗.
საგრანტო კონკურსის გამოცხადება
1. ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით:
ა) ცხადდება საგრანტო კონკურსი, დგინდება კონკურსის დაწყებისა და დამთავრების თარიღები და პროექტების წარდგენის ვადები;
ბ) მტკიცდება პროექტის განაცხადის ფორმა და განისაზღვრება პროექტზე დართული დოკუმენტაციის ნუსხა.
გ) მტკიცდება კონკურსის შესაბამისი წლის საბიუჯეტო ასიგნებები;
2. ფონდი უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროობას ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით.
მუხლი 7🔗.
პროექტების ფონდში წარდგენა
1. პროექტებისა და ფონდის გენერალური დირექტორის მიერ განსაზღვრულ პროექტზე დართული დოკუმენტაციის წარდგენა ფონდში ხორციელდება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადების დაცვით, რომლის გასვლის შემდეგ პროექტები ფონდში აღარ მიიღება.
2. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციასთან ერთად პროექტს აუცილებლად უნდა დაერთოს:
ა) უნივერსიტეტიდან დოქტორანტის მხარდაჭერის წერილი;
ბ) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე უნივერსიტეტის მიერ დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამის ყველა კომპონენტს შორის კრედიტების განაწილებისა და დოქტორანტის მიერ მოპოვებული კრედიტების შესახებ ინფორმაცია. (მოპოვებული კრედიტების შესახებ ინფორმაცია აუცილებელია მხოლოდ მეორე და შემდგომი სემესტრის დოქტორანტის მიერ პროექტის წარდგენის შემთხვევაში).
3. ფონდი უფლებამოსილია საგრანტო კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტი:
ა) რომელიც არ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს;
ბ) რომელიც არ შეესაბამება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროექტის განაცხადის ფორმას;
გ) რომელსაც არ ერთვის ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული, ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროექტზე დასართავი დოკუმენტაცია და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადაშიც არ იქნება წარდგენილი ფონდში;
დ) რომელიც შეიცავს ყალბ ინფორმაციას.
მუხლი 8🔗.
სასწავლო-კვლევითი გრანტის სტრუქტურა
1. სასწავლო-კვლევითი გრანტი პროექტის მიხედვით შეიძლება მოთხოვნილ იქნეს არანაკლებ ორი და არა უმეტეს ექვსი სასწავლო სემესტრისათვის;
2. ექვსსემესტრიანი პროექტისათვის სასწავლო-კვლევითი გრანტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 63000 ლარით, ხუთსემესტრიანი პროექტისათვის - 52500 ლარით, ოთხსემესტრიანი პროექტისათვის - 42000 ლარით, სამსემესტრიანი პროექტისათვის - 31500 ლარით, ხოლო ორსემესტრიანი პროექტისათვის - 21000 (ოცდაერთი ათასი) ლარით.
3. პროექტი შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს:
ა) სტიპენდია;
ბ) სასწავლო და კვლევითი პროცესისათვის საჭირო კომპიუტერული და სხვა ტექნიკური საშუალებების შეძენა;
გ) ლაბორატორიული სამუშაოებისათვის საჭირო საშუალებების შეძენის ან/და საველე სამუშაოების ხარჯები;
დ) პროექტის მიზნებისათვის დისერტაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში (კონფერენცია, კონგრესი, სემინარი, ვორკშოპი, ტრენინგი და სხვა.) მონაწილეობის ხარჯები;
ე) დისერტაციის მიზნებისათვის დისერტაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით უცხოეთში კვლევითი ვიზიტის ხარჯები;
ვ) სასწავლო და კვლევითი პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი სხვა ხარჯები.
4. თუ შესაბამის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა უფასოა სტიპენდიის მაქსიმალური ყოველთვიური ოდენობა განისაზღვრება 800 (რვაასი) ლარით, ხოლო თუ შესაბამის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა ფასიანია - 1000 (ერთი ათასი) ლარით;
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კვლევითი ვიზიტის ხანგრძლივობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
6. სასწავლო-კვლევითი გრანტის გადარიცხვა მოხდება დოქტორანტის მიერ საამისოდ გახსნილ საბანკო ანგარიშზე.
7. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხარჯები ანაზღაურდება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების/სასტუმროს ხარჯების შედგენის წესის შესაბამისად.
8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების გადარიცხვა განხორციელდება საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტრანშების სახით.
9. პირველ ტრანშს ფონდი გადარიცხავს ავანსის სახით საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 დღის ვადაში. ყოველი მომდევნო ტრანში გადაირიცხება ფონდის მიერ განხილვის აქტის საფუძველზე.
10. სასწავლო-კვლევითი გრანტით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა, იჯარა, კაპიტალური რემონტი/რეკონსტრუქცია, ასევე ავტომანქანის შეძენა.
მუხლი 9🔗.
პროექტების შეფასება ექსპერტთა მიერ
1. ფონდი უზრუნველყოფს დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას.
2. თითოეულ პროექტს აფასებს არანაკლებ ორი ექსპერტი.
3. ექსპერტები პროექტებს აფასებენ ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
4. ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს:
ა) პროექტების შეფასებისათვის საჭირო ექსპერტების რაოდენობას და პროექტის საბოლოო ქულის დაანგარიშების მექანიზმს;
ბ) თანაბარქულიანი პროექტებიდან უპირატესის გამოსავლენად ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ პროექტის შეფასების კრიტერიუმებს შორის პრიორიტეტულ კრიტერიუმებს.
5. არ შეიძლება ექსპერტი იყოს პირი:
ა) რომელიც არის საგრანტო კონკურსის მონაწილე;
ბ)რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია დოქტორანტთან ან მონაწილეობს მასთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში;
ბ) რომელმაც შესაძლოა უშუალოდ მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის დაფინანსების ან დაუფინანსებლობის შემთხვევაში;
გ) რომელიც არის დოქტორანტის დისერტაციის/შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი;
დ) რომელიც არის დოქტორანტის ნათესავი.
6. ამ წესის მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია, ფონდის გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.
8. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ექსპერტის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს ექსპერტის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ.
9. ექსპერტი შეფასებას დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით ახდენს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, საკუთარ ცოდნისა და შეხედულებების შესაბამისად და ფონდის მხრიდან რაიმე სახის ჩარევის გარეშე.
10. ექსპერტების ვინაობა კონფიდენციალურია.
11. საგრანტო კონკურსის შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს ექსპერტთა დასკვნების გაცნობას დაინტერესებული პირისათვის ექსპერტთა ვინაობის გამხელის გარეშე.
მუხლი 10🔗.
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
ექსპერტების მიერ პროექტი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
№
კრიტერიუმი
ქულების დიაპაზონი
კომენტარი
სუსტი
საშუალო
კარგი
შეფასება
1.
პროექტის აკადემიური შეფასება
1.1.
პროექტის მეცნიერული სიახლე და აქტუალურობა
1-5
6-8
9-10
1.2.
პროექტის გეგმის შესაბამისობა მიზანთან
1-5
6-8
9-10
1.3.
პროექტის მოსალოდნელი შედეგების სამეცნიერო ღირებულება
1-5
6-8
9-10
1.4.
პროექტის მოსალოდნელი შედეგების მნიშვნელობა საქართველოში ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებისათვის ან/და სოციალურ-ეკონომიკური პროგრესისათვის
1-5
6-8
9-10
1.5.
პროექტში დაგეგმილი ხარჯების შესაბამისობა პროექტის მიზანთან
1-2
3-4
5-6
2.
დოქტორანტის აკადემიური დონის შეფასება
2.1.
დოქტორანტის წინა აკადემიური მოსწრების შეფასება
1-6
7-10
11-12
2.2.
დოქტორანტის აკადემიური დონის გათვალისწინებით რამდენად მოსალოდნელია პროექტის წარმატებით განხორციელება
1-5
6-8
9-10
2.3.
რამდენად მოსალოდნელია დოქტორანტის მიერ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დაძლევა სამეცნიერო ხელმძღვანელ(ებ)ის რეკომენდაციის მიხედვით
1-5
6-8
9-10
3.
უნივერსიტეტისა და დისერტაციის ხელმძღვანელის ფაქტორის შეფასება
3.1.
რამდენად შეუწყობს ხელს უნივერსიტეტში, ასევე, არსებობის შემთხვევაში, სტაჟირების ორგანიზაციაში არსებული აკადემიური და მატერიალური რესურსები პროექტის წარმატებით განხორციელებას
1-6
7-10
11-12
3.2.
რამდენად შეუწყობს ხელს დისერტაციის ხელმძღვანელის კვალიფიკაცია პროექტის წარმატებით განხორციელებას
1-5
6-8
9-10
მუხლი 11🔗.
დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცება
1. ექსპერტთა შეფასების საფუძველზე შემდგარი რანჟირებული სიიდან გამარჯვებულს წარმოადგენენ 85 ან უფრო მაღალქულიანი საუკეთესო შედეგების მქონე ის პროექტები, რომელთა დასაფინანსებლადაც საკმარისი იქნება საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამარჯვებული პროექტები მტკიცდება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 12🔗.
საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება
გამარჯვებული პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცების შემდგომ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას გამარჯვებული პროექტების ავტორ დოქტორანტებთან და შესაბამის უნივერსიტეტებთან.
მუხლი 13🔗.
საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი
1. ფონდი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად, ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის ანგარიშების ფორმებს.
3. ფინანსური მონიტორინგის დროს ფონდი:
ა) ახორციელებს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული ხარჯების ხელშეკრულებასთან შესაბამისობის შემოწმებას ანგარიშის ფორმების შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე;
ბ) ეყრდნობა დოქტორანტის მიერ წარდგენილი სასწავლო-კვლევითი გრანტის ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს ფოტოასლების ან ელექტრონული (დასკანერებული) სახით;
გ) დოქტორანტის მიერ წარდგენილ ანგარიშზე ადგენს განხილვის აქტს, რომელშიც აისახება საანგარიშო პერიოდში გადარიცხული თანხის ხარჯვის შესაბამისობა საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან.
4. პროგრამული მონიტორინგის შემთხვევაში ფონდი ეყრდნობა იმ ინფორმაციას, რომელსაც გასცემს უნივერსიტეტი დოქტორანტის მიერ საანგარიშო პერიოდში ნაკისრი ვალდებულების (კვლევით ნაწილში) შესრულებასთან დაკავშირებით.
მუხლი 14🔗.
პროექტის შეწყვეტა და დასრულება
1. ფონდი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეწყვეტს დოქტორანტის სასწავლო-კვლევითი გრანტით დაფინანსებას (შესაბამისად შეწყდება პროექტი), თუ:
ა) გაუქმდა შესაბამისი დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია და დოქტორანტი კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში არ გადავიდა დოქტორანტურის სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე;
ბ) არ შესრულდა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან აღმოჩნდა მონაცემების სიყალბე;
გ) დოქტორანტს შეუწყდა ან შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები;
დ) დოქტორანტმა შეცვალა დისერტაციის თემა ან/და დისერტაციის ხელმძღვანელი და ექსპერტები დაასკვნიან, რომ ცვლილება/ცვლილებები არ აკმაყოფილებს დაფინანსების მოსაპოვებლად თავდაპირველად გამართული საგრანტო კონკურსის პირობებს, ასევე ისეთი ცვლილებისას, რომელიც ითვალისწინებს აკადემიური ხარისხის მინიჭებას განსხვავებულ დარგში/სპეციალობაში ან მიმართულებაში.
2. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად ფონდში საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში გადარიცხულ სასწავლო-კვლევითი გრანტის ხარჯვაზე ყველა ანგარიშის წარდგენისას, იმ შემთხვევაში თუ პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დოქტორანტის მიერ შესყიდული მატერიალური საშუალებები გადაეცემა შესაბამის უნივერსიტეტს, ხოლო გაუხარჯავი და ასევე არამიზნობრივად გახარჯული სახსრები ექვემდებარება ფონდისათვის დაბრუნებას.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დოქტორანტის მიერ შესყიდული ლაბორატორიული სამუშაოსათვის განკუთვნილი ხელსაწყოები (კომპიუტერული ტექნიკის გამოკლებით)/გაუხარჯავი მასალები გადაეცემა შესაბამის უნივერსიტეტს.