📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.09.2014
ძალაში შესვლა 01.10.2014
ძალის დაკარგვა 03.04.2018
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.133.016120
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,592 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.09.2014 მიღება
01.10.2014 ძალაში შესვლა
03.04.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან კახიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 2014 წლის 18 სექტემბერი ქ. ბათუმი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა  და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება თანდართული დანართის შესაბამისად. 2. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 15 თებერვლის №06 დადგენილება. (www.matsne.gov.ge, 21/02/2012წ, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.133.016055). 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან კახიძე დანართი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის  განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა  და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის  განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური 1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის  განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა  და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში - სამსახური) არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. 2. სამსახური თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, „კულტურის შესახებ“ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ და „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით. 3. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ.ბათუმი, დიდაჭარის ქუჩა №23. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) განათლების, კულტურის,, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება. ბ) ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის ძეგლთა დაცვისა  და ახალგაზრდულ საქმეთა  მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა, ტურიზმის განვითარების, მასობრივი სპორტის ხელშეწყობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის ღონისძიებების გატარება, ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა. ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება. ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა მოვლა-შენახვა, რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია. მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების, საკლუბო დაწესებულებების, კინოთეატრების, მუზეუმების, თეატრების, საგამოფენო დარბაზებისა და სპორტულ გამაჯანსაღებელი ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ახალი ობიექტების მშენებლობისათვის წინადადებების წამოყენება. მუხლი 4🔗. სამსახურის უფლება-მოვალეობანი სამსახური ახორციელებს: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის ძეგლთა დაცვისა  და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა; ბ) უზრუნველყოფს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების საქმიანობაზე კონტროლს, სამუშაო გეგმების და პროგრამების შეთანხმებას უწევს მეთოდურ ხელმძღვანელობას; გ) უზრუნველყოფს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლისგარეშე დაწესებულებების ხელოვნების სკოლის, სამხატვრო სკოლის, სამუსიკო სკოლის საქმიანობაზე ზედამხედველობას, ათანხმებს კონტროლს ზემოთ აღნიშნული დაწესებულებების სამუშაო გეგმებსა და პროგრამებზე; დ) ტურიზმის განვითარების მასობრივი სპორტის ხელშეწყობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის ღონისძიებების გატარებას სპორტსა და ტურიზმში. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სპორტული ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვა მათი რეაბილიტაცია. საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან, ფედერაციებთან და სპორტის სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა. ტურიზმის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავება. მოქმედი კანონმდებლობით და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. ტურისტული პოტენციალის კვლევის, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა. ახალგაზრდებში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; ე) ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა. ახალგაზრდების ინტერესების დაცვა, ახალგაზრდულ ბავშვთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, პროექტების შემუშავება და განხორციელება. მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობა. ახალგაზრდა შემოქმედთა ჯგუფებთან ურთიერთობა. ახალგაზრდული ღონისძიებების, დღეების თამაშობების ორგანიზება. თემატური გუნდებისგან შემდგარი ახალგაზრდული პარლამენტის ორგანიზება. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა და განვითარების ხელშეწყობა; ვ) წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე; ზ) ადგილობრივი თვითმყოფადობის შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-განვითარება. ამ სფეროში შემავალ დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვა, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლების აღნუსხვა, შესწავლა, მოვლა პატრონობა და სარესტავრაციო სამუშაოებზე კონტროლი; თ) ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა მოვლა-შენახვა, რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია; ი) მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების საკლუბო დაწესებულებების, კინოთეატრების, თეატრების, მუზეუმების, საგამოფენო დარბაზებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ახალი ობიექტების მშენებლობისათვის წინადადების წამოყენება. უზრუნველყოფს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებული ცენტრალური ბიბლიოთეკისა და მუზეუმების გაერთიანების საქმიანობაზე კონტროლს. მუხლი 5🔗. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის  განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების ფუნქციები 1. განყოფილების ფუნქციებია: ა) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი განათლებისა და კულტურის ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვა; რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების მომზადება. დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია; ბ) წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავება დაქვემდებარებული კულტურის, საგანმანათლებლო, სკოლისგარეშე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად; გ) განათლების და კულტურის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება და განხორციელება; დ) კულტურულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვა; ე) კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადება; ვ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განლაგებული სკოლამდელი აღზრდის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, თვითმმართველი ერთეულის დაფინანსებაზე მყოფი კულტურისა და განათლების ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობა; ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული და ისტორიული ძეგლების აღნუსხვა, შესწავლა, მოვლა-პატრონობა და სარესტავრაციო სამუშაოებზე კონტროლის დაწესება, მათი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა და მათი განხორციელება; თ) ახალი სასწავლო წლისთვის და ზამთრის სეზონისათვის შესაბამის სამუშაოთა მომზადების ორგანიზება და კოორდინაცია; ი) კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზება და ღონისძიების ჩატარების კოორდინაცია; კ) განყოფილების მმართველობის სფეროში შემავალ დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპულარიზაცია. გამოჩენილი პიროვნებების უკვდავყოფა; ლ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლების აღნუსხვა, შესწავლა, მოვლა-პატრონობა და სარესტავრაციო სამუშაოებზე კონტროლის დაწესება; მ) კონტროლი და მონიტორინგი ობიექტებში წყალმომარაგების, ელექტრომომარაგებისა და საკომუნიკაციო სისტემის მუშაობაზე; ნ) მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრების, საგამოფენო დარბაზებისა და ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ახალი ობიექტების მშენებლობისათვის წინადადებების წამოყენება; ო) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვა, მათი რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების მომზადება, დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია; პ) სპორტის ობიექტების რეაბილიტაციის პროგრამებისა და გეგმების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ჟ) სპორტის განვითარების მიზნით საინვესტიციო წინადადებების მომზადება და პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა; რ) საზღვარგარეთისა და საქართველოს ქალაქებთან, მათ შორის დაძმობილებულ ქალაქებთან სპორტული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა; ს) მოსახლეობის ფიზიკური გაჯანსაღებისა და სპორტის განვითარების მიზნით პროგრამების შემუშავება; ტ) საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან, ფედერაციებთან და სპორტის სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; უ) საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა; ფ) სპორტის სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ქ) სპორტის სფეროში მოღვაწე პირების საპატიო წოდებების მინიჭებისა და მათი დაჯილდოებაზე წარდგენის მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა კანონით დადგენილი წესით; ღ) ხელვაჩაურის მუნიციპელიტეტში ტურიზმის განვითარების ძირითადი განმსაზღვრელი და მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მათ განხორციელებაზე ზრუნვა; ყ) ტურიზმის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავება; შ) ტურიზმის სფეროში მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია; ჩ) ტურიზმის სფეროს განვითარებისა და ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება; ც) მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება; ძ) ტურისტული პოტენციალის კვლევის, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა; წ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ გამგებელთან და სამსახურის  უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია გამგებლისა და სამსახურის უფროსის წინაშე. 4. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 6🔗. ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ფუნქციები 1. განყოფილების ფუნქციებია: ა) ახალგაზრდულ და ბავშვთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელება; ბ) ახალგაზრდობის სფეროში პრიორიტეტული მიმართულებების ჩამოყალიბება, სახელმწიფო და ადგილობრივი ახალგაზრდული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; გ) მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობა; დ) ახალგაზრდა შემოქმედთა ჯგუფებთან ურთიერთობა და მათი საქმიანობისათვის ხელშეწყობა; ე) მასობრივი ახალგაზრდული ღონისძიებების, ახალგაზრდული დღეების, თამაშობების ორგანიზება; ვ) შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის აუცილებელი პროექტების შემუშავება, ან წარმოდგენილ პროექტებში მონაწილეობის მიღება; ზ) განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა და განვითარების ხელშეწყობა. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ გამგებელთან და სამსახურის  უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია გამგებლისა და სამსახურის უფროსის წინაშე. 4. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 7🔗. სამსახურის უფროსი სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს  და წარმართავს   სამსახურის საქმიანობას; ბ) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; დ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშომლების მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; ე) პერიოდულად ისმენს თანამშრომელთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ვ) სამსახურის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს; ზ) კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  დამოუკიდებლად  იღებს  გადაწყვეტილებებს  სამსახურის   კომპენტაციას  მიკუთვნებულ  საკითხებზე; თ) შუამდგომლობს  სამსახურის  მოხელეთა  კვალიფიკაციის  ამაღლებისა  და გადამზადების  მიზნით; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს; კ) სამსახურის უფროსი  ანგარიშვალდებულია  გამგებლის წინაშე; ლ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი გამგებლის დავალებით; მ) ახორციელებს  კანონმდებლობით განსაზღვრულ  სხვა   უფლებამოსილებებს. მუხლი 8🔗. განყოფილების უფროსი განყოფილების უფროსი: ა) ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული განყოფილების მოხელეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს; ბ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების მოხელეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას; დ) სამსახურის უფროსს აბარებს განყოფილების მუშაობის ანგარიშს; ე) წარმოადგენს განყოფილებას საკუთარი მოვალეობების შესრულებისას, განყოფილების სახელით იძლევა სათანადო დასკვნებს; ვ) ანგარიშვალდებულია გამგებლისა და სამსახურის უფროსის წინაშე; ზ)  უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. მუხლი 9🔗. სამსახურის მოხელეთა უფლება-მოვალეობები 1. სამსახურის მოხელეებს უფლება აქვთ: ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 2. სამსახურის მოხელეები ვალდებულნი არიან: ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად; ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას. მუხლი 10🔗. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. სამსახურის დებულების მიღება მასში ცვლილების და დამატების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.