ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ქონების მართვის, სოფლის მეურნეობისა და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.09.2014
ძალაში შესვლა 01.10.2014
ძალის დაკარგვა 04.04.2018
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.133.016121
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,850 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.09.2014 მიღება
01.10.2014 ძალაში შესვლა
04.04.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან კახიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ქონების მართვის, სოფლის მეურნეობისა და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 2014 წლის 18 სექტემბერი ქ. ბათუმი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ქონების მართვის, სოფლის მეურნეობისა და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 22-ე მუხლების  შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ქონების მართვის, სოფლის მეურნეობისა და შესყიდვების სამსახურის დებულება თანდართული დანართის შესაბამისად. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან კახიძე დანართი გამგეობის ეკონომიკის, ქონების მართვის, სოფლის მეურნეობისა და შესყიდვების  სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. გამგეობის ეკონომიკის, ქონების მართვის, სოფლის მეურნეობისა და შესყიდვების სამსახური 1. გამგეობის ეკონომიკის, ქონების მართვის, სოფლის მეურნეობისა და შესყიდვების სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვას, ადგილობრივი შესყიდვების ორგანიზებასა და განხორციელებას. 2. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად. 4. სამსახურის ადგილსამყოფელია ქ.ბათუმი, დიდაჭარის ქუჩა №23. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ეკონომიკისა და სტატისტიკის განყოფილება; ბ) მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილება; გ)  სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის  განყოფილება; დ) შესყიდვების განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებთ, ამ დებულებით. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 5. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 6. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებით.  7. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 8. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით. 9. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათ განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას; ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას; დ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე; ე) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს; ვ) მუნიციპალიტეტის სამრეწველო პოტენციალის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების და საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ წინადადებებისა და დასკვნების მომზადებას და შესაბამის პროცესში მონაწილეობის მიღებას. ინფორმაციის დაგროვებას, მეწარმეებთან უშუალო კონტაქტების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული კომერციული პროგრამების ანალიზს და შესაბამისი წინადადებების შემუშავებას; ზ) ადგილობრივი რესურსების მაქსიმალური გამოყენების, მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენების, მათ შორის უმუშევრების, იძულებით გადაადგილებულ პირთა, ახალგაზრდების სამეწარმეო საქმიანობაში ჩართვის და სხვა მწვავე სოციალური პრობლემების გადაწყვეტის მიზნით სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და მიზნობრივი პროექტების მომზადებას პერსპექტიული და მოკლევადიანი პერიოდისათვის; თ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას; ი) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადმოცემული უძრავი ქონების რეგისტრაციას; კ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე; ლ) მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული გეგმის განხორციელების ხელშეწყობას; მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტრადიციებისა და გამოცდილების, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით აგრარული რეფორმების განხორციელების ხელშეწყობას; ნ) მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის მდგომარეობის სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას,  მათი სისტემატიზაციასა და ანალიზს; ო) სამსახურის უფლებამოსილებაში არსებულ საკითხებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული რიგი დარღვევების აღმოჩენისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას; პ) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას; ჟ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებას; რ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას; ს) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სამსახურის ეკონომიკისა და სტატისტიკის განყოფილების ფუნქციები 1. სამსახურის ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ბ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; გ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე; დ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით; ე) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად; ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას; ზ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას; თ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას; ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ გამგებელთან და სამსახურის  უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია გამგებლისა და სამსახურის უფროსის წინაშე. 4. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 5🔗. სამსახურის ქონების მართვის განყოფილების ფუნქციები 1. სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მოითხოვოს და მიიღოს იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან თავისი საქმიანობისათვის საჭირო და კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაცია; ბ) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ქონების აღრიცხვა, მართვა და პრივატიზების უზრუნველყოფა; გ) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემასთან და განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების წინასწარი განხილვა, სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება, ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგის განხორციელება, ქონების მიღება-ჩაბარების პროცესის უზრუნველყოფა; დ) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადება; ე) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საწყისი გასაყიდი ფასის განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადება; ვ) უზრუნველყოს საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; ზ) უზრუნველყოს გამგეობის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში ცვილებების შეტანის შესახებ წინადადებების მომზადება; თ) უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადება; ი) უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის რაციონალურად გამოყენების შესახებ წინადადებათა მომზადება; კ) უზრუნველყოს წინადადებების და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების მუნიციპალიტეტისათვის გადაცემის შესახებ, რომლებიც ექვემდებარება მუნიციპალიტეტზე გადაცემას; ლ) მოამზადოს დასკვნები და შენიშვნები მუნიციპალიტეტის ქონების მართვის საკითხების შესახებ ნორმატიული აქტების პროექტებისა და სხვა დოკუმენტების თაობაზე; 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ გამგებელთან და სამსახურის  უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია გამგებლისა და სამსახურის უფროსის წინაშე. 4. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 6🔗. სამსახურის სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის  განყოფილების ფუნქციები 1. განყოფილება უზრუნველყოფს: ა) სოფლის მეურნეობის დარგში არსებული მონაცემთა ბაზის სრულყოფა და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება; ბ) მუნიციპალიტეტის აგროსამრეწველო და სასურსათო სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, მისი განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია, საქმიანობის პრიორიტეტებისა და მიმართულებების განსაზღვრა; გ) ეროვნულ ტრადიციებსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით აგრარული რეფორმის განხორციელებისათვის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა; დ) მიწის კონსოლიდაციის და რაციონალურად გამოყენების, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების ორგანიზების ხელშეწყობა; ე) სოფლის მეურნეობაში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა; ვ) სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სურსათის წარმოება-რეალიზაციაში საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის ხელშეწყობა; ზ) მუნიციპალიტეტის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიების სფეროების ერთიანი პოლიტიკის შემუშავება; თ) აგროსაინჟინრო, ტექნიკური და სხვა სახის მომსახურების სტიმულირებისა და განვითარების ხელშეწყობა; ი) გარკვეული მიზნობრივი პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია; კ) სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ღონისძიებების შემუშავება და რეალიზაციის ხელშეწყობა; ლ) აგროსასურსათო სექტორის რეფორმის სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბების მიზნით კანონპროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; მ) განყოფილებაში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება; ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენითი სამუშაოების ცატარება; ო) უზრუნველყოს სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება; პ) კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ გამგებელთან და სამსახურის  უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია გამგებლისა და სამსახურის უფროსის წინაშე. 4. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 7🔗. სამსახურის შესყიდვების განყოფილების ფუნქციები 1. შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს: ა) შესყიდვების გეგმის მომზადებას; ბ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას; გ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას; დ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას; ე) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებას; ვ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას; ზ) კონსულტაციებს უწევს სატენდერო კომისიის წევრებს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით; თ) თვალყურს ადევნებს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში; ი) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნ­ველ­ყოფს საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გასაგზავნი წერილების, ანგარი­შების, ხელშეკრულებების, ინფორმაციის და სხვა მასალების მომზადებას და სააგენტოში მათ დროულად გადაგზავნას; კ) ამზადებს მასალებს სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუ­­­ალებით განხორციელებისას; ლ) ამზადებს მასალებს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ან/და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელებისას; მ)  მონაწილეობას ღებულობს სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შედგენაში და მასში ცვლილებების (კორექტირებული) პროექტის მომზადებაში; ნ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას ავლენს ინტერესთა კონფლიქტს და ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრის წინადადებით მიმართავს პირს, რომელიც დადგა ინტერესთა კონფლიქტის წინაშე; ო) სატენდერო კომისიას წარუდგენს წინადა­დებებს არსებული პრობლემებისა და მათი თავიდან აცილების თაობაზე; პ) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო შესყიდვის  ტენდერის  საშუალებით  განხორციელე­ბისას შესაბამისი ანგარიშების შედგენას; ჟ) შეისწავლის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას გამოვლენილ ნაკლოვანე­ბებს და წარმოადგენს რეკომენდაციებს მათი აღმოფხვრის თაობაზე; რ) ამზადებს სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პროექტებს; ს) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; ტ) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ გამგებელთან და სამსახურის  უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია გამგებლისა და სამსახურის უფროსის წინაშე. 4. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 8🔗. სამსახურის უფროსი სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს  და წარმართავს   სამსახურის საქმიანობას; ბ) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; დ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშომლების მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; ე) პერიოდულად ისმენს თანამშრომელთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ვ) სამსახურის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს; ზ)კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  დამოუკიდებლად  იღებს  გადაწყვეტილებებს  სამსახურის   კომპენტაციას  მიკუთვნებულ  საკითხებზე; თ) შუამდგომლობს  სამსახურის  მოხელეთა  კვალიფიკაციის  ამაღლებისა  და გადამზადების  მიზნით; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს; კ) სამსახურის უფროსი  ანგარიშვალდებულია  გამგებლის წინაშე; ლ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი გამგებლის დავალებით; მ) ახორციელებს  კანონმდებლობით განსაზღვრულ  სხვა   უფლებამოსილებებს. მუხლი 9🔗. განყოფილების უფროსი განყოფილების უფროსი: ა) ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული განყოფილების მოხელეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს; ბ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების მოხელეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას; დ) სამსახურის უფროსს აბარებს განყოფილების მუშაობის ანგარიშს; ე) წარმოადგენს განყოფილებას საკუთარი მოვალეობების შესრულებისას, განყოფილების სახელით იძლევა სათანადო დასკვნებს; ვ) ანგარიშვალდებულია გამგებლისა და სამსახურის უფროსის წინაშე; ზ) განყოფილების უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. მუხლი 10🔗. სამსახურის მოხელეთა უფლება-მოვალეობები 1. სამსახურის მოხელეებს უფლება აქვთ: ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 2. სამსახურის მოხელეები ვალდებულნი არიან: ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად; ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას. მუხლი 11🔗. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. სამსახურის დებულების მიღება მასში ცვლილების და დამატების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.