ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.09.2014
ძალაში შესვლა 01.10.2014
ძალის დაკარგვა 04.04.2018
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.133.016122
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან კახიძე | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 28.03.2018
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 29.10.2012
დოკუმენტის ტექსტი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2014 წლის 18 სექტემბერი
ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“–ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება თანდართული დანართის შესაბამისად.
2.
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, (www.matsne.gov.ge, 05/11/2012 წ, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.133.016071) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 29 ოქტომბრის №22 დადგენილება; „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 05/11/2012 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.133.016072) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 29 ოქტომბრის №23 დადგენილება და „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 11/08/2010წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.133.000152) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №28 დადგენილება.
3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 01 ოქტომბრიდან.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან კახიძე
დანართი
გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის
სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვას, კეთილმოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობას მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე ზედამხედველობას. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი”-თ და „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-თ გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ნაწილში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას, აღრიცხვის ჟურნალის წარმოებას და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და გამგებლის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
4. სამსახური იყენებს გამგეობის ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით.
5. სამსახურს აქვს დამღა, ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით, რომლის გამოყენებით დასტურდება სამსახურის მიერ იურიდიული მნიშვნელობის ქმედების განხორციელება.
6. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ.ბათუმი დიდაჭარის ქუჩა N23.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის - განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის განყოფილებებია:
ა) მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება;
ბ) საპროექტო განყოფილება;
გ) არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილება;
დ) ზედამხედველობის განყოფილება;
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და ამ დებულებით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას;
გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემას; მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;
დ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ე) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფას;
ვ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე;
ზ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე;
თ) ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებას;
ი) სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას;
კ) მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურეობის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება;
ლ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;
ნ) დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;
ო) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
პ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
ჟ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
რ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
ს) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
ტ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
უ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე საკრებულოს გამგებლის ბრძანებების შემუშავებას;
ფ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას;
ქ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციას და აღკვეთას;
ღ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას;
ყ) გარე ვაჭრობისა და რეკლამის განთავსების წესებზე ზედამხედველობას;
შ) მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურების, ტერიტორიის კეთილმოწყობის, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას;
ჩ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების საკითხებს;
ც) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების ფუნქციები
მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება (შემდგომში ,,განყოფილება“) დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის და კაპიტალური მშენებლობის სფეროს მომსახურება, რეაბილიტაცია და განვითარება;
ბ) მუნიციპალიტეტის კაპიტალური მშენებლობის, ავარიული შენობა-ნაგებობის აღდგენის, რეკონსტრუქციის და გამაგრებითი სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით დასკვნების და წინადადებების შემუშავება;
გ) მუნიციპალიტეტის განათების და სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირების კოორდინაციის განხორციელება;
დ) მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე შესყიდვის ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში გამგეობის მიერ დაქირავებულ ტექნიკურ ზედამხედველებზე კონტროლი. მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის საკითხებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ჩატარებული სახელმწიფო შესყიდვებით გათვალისწინებული მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის სამუშაოების, მომსახურების მოცულობების, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სათანადო კონტროლის განხორციელება;
ე) საჭიროების შემთხვევაში შენობა-ნაგებობების შეკეთება-რეაბილიტაციისათვის საჭირო დეფექტური აქტებისა და ხარჯთაღრიცხვის შემუშავება;
ვ) სამსახურის უფროსს და მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს განყოფილების მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამგებლის, გამგებლის მოადგილეებისა და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.
მუხლი 5🔗.
სამსახურის საპროექტო განყოფილების ფუნქციები
სამსახურის საპროექტო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობის პოლიტიკის, სტრატეგიისა და ტაქტიკის ფორმირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის პროექტთა მომზადება, ან მათი მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
ბ) საინვესტიციო პროგრამების შემუშავება და მისი დანერგვა პრაქტიკაში;
გ) მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობის სფეროს პრობლემატიკისა და პროცესების კვლევა, დარგის განვითარებისათვის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა;
დ) მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიათა კეთილმოწყობის სახელმძღვანელო წინადადებების დამუშავება, ან მათი მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება, მათი განხორციელების ხელშეწყობა და მონიტორინგი;
ე) საინჟინრო-კომუნიკაციებისა და სპეციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობების განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი რეალიზაციის ორგანიზაცია;
ვ) მუნიციპალიტეტის მასშტაბით საცხოვრებელ სახლებში ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა; მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სექტორების განვითარება და რეაბილიტაციის პროექტების უზრუნველყოფა, დამტკიცებული პროგრამების რეალიზაცია;
ზ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი, კომუნალური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისა და განვითარების, სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
თ) საზოგადოების ინფორმირება დარგში არსებული მდგომარეობის, სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მწვანე საფარის, ტროტუარების, სკვერების, გარე განათების ობიექტების, სანიაღვრე არხების, წყალსაცავების, ხიდების, მცირე არქიტექტურული ფორმის შენობა-ნაგებობების, შადრევან-აუზების, ტყე–პარკების მოვლა-პატრონობა, გამწვანების და გაფორმების ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში საპროეტქო-სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, დამუშავება, დასკვნების წარმოდგენა და მათზე ზედამხედველობა;
კ) მიზნობრივი პროგრამების, პროექტების მომზადება და წარდგენა ზემდგომი ორგანოსადმი;
ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის დაკვეთით განსახორციელებული სამშენებლო ობიექტების სახარჯთაღრიცხვო ან/და საპროექტო დოკუმენტაციების შეთანხმებასა და ზედამხედველობას;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამგებლის, გამგებლის მოადგილეებისა და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებების შესრულება.
მუხლი 6🔗.
არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) უზრუნველყოფს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ლეგალიზების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას;
ბ) უზრუნველყოფს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საზღვრების დადგენის თაობაზე საპროექტო საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებასა და საპრექტო დოკუმენტაციის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას;
გ) უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილი წესით უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებას;
დ) უზრუნველყოფს არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას;
ე) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის კომპეტენციას დაქვემდებარებული მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას;
ვ) უზრუნველყოფს მის კომპეტენციაში შემავალი სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადებას და უფლებამოსილ პირებთან წარდგენას;
ზ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს საუკეთესო არქიტექტურული პროექტების გამოსავლენად კონკურსების ჩატარების ორგანიზებას;
თ) უზრუნველყოფს სივრცითი მოწყობის პროცესებისა და სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვის დოკუმენტების პროექტების მომზადებას;
ი) უზრუნველყოფს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირებას დარგში არსებული მდგომარეობის, სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე;
კ) უზრუნველყოფს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული, ეფექტური, სამართლებრივი, ეკონომიკური და ორგანიზაციული მექანიზმების შესახებ წინადადების შემუშავებას მის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისა და სრულყოფისათვის;
ლ) უზრუნველყოფს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სარეკლამო და შემეცნებითი მნიშვნელობის მასალების მომზადებას და გავრცელებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
მ) თანამშრომლობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;
ნ) უზრუნველყოფს ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების მიღებას და კანონით დადგენილ ვადებში განხილვას;
ო) სამსახურის უფროსს და მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს განყოფილების მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
პ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოსა და გამგებლის შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7🔗.
სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის ზედამხედველობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერებას ან/დემონტაჟს, ასევე მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე დასკვნის მომზადებას;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელებას მის საზედამხედველო ობიექტში სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა;
გ) დადგენილი წესით სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობის და უნებართვო დემონტაჟის შეჩერებას;
დ) დადგენილი წესით გადაწყვეტილების (დასკვნა) მიღებას კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიან და/ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კონტროლის განხორციელებას კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების დადასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე;
ვ) ზედამხედველობას და კონტროლს მუნიციპალური მეურნეობის კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობისა და ავტოსატრანსპორტო პარკირების საკითხებზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულებაზე .
ზ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ დოკუმენტაციის მომზადებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების თაობაზე;
თ) ზედამხედველობას და კონტროლს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობაზე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე;
ი) სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმებას დადგენილი წესით, წინადადებების მომზადებას მათი საქმიანობის შეჩერების, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;
კ) კონტროლს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში, მიწისგათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების დაყენებაზე, შენობათა საძირკველის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულები და მიწისგრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გადატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე;
ლ) საოჯახო-საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების და გაუვნებლობის უზრუნველყოფის კოორდინაცია;
მ) სამსახურის უფროსს და მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს განყოფილების მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ნ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 8🔗.
სამსახურის უფროსი
სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
დ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშომლების მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ე) პერიოდულად ისმენს თანამშრომელთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) სამსახურის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს;
ზ)კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპენტაციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
თ) შუამდგომლობს სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს;
კ) სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე;
ლ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი გამგებლის დავალებით;
მ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 9🔗.
განყოფილების უფროსი
განყოფილების უფროსი:
ა) ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული განყოფილების მოხელეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს;
ბ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების მოხელეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას;
დ) სამსახურის უფროსს აბარებს განყოფილების მუშაობის ანგარიშს;
ე) წარმოადგენს განყოფილებას საკუთარი მოვალეობების შესრულებისას, განყოფილების სახელით იძლევა სათანადო დასკვნებს;
ვ) ანგარიშვალდებულია გამგებლისა და სამსახურის უფროსის წინაშე;
ზ) განყოფილების უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 10🔗.
სამსახურის მოხელეთა უფლება-მოვალეობები
1. სამსახურის მოხელეებს უფლება აქვთ:
ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
2. სამსახურის მოხელეები ვალდებულნი არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
მუხლი 11🔗.
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. სამსახურის დებულების მიღება მასში ცვლილების და დამატების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.