ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო–სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.09.2014
ძალაში შესვლა 01.10.2014
ძალის დაკარგვა 16.01.2015
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.133.016126
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან კახიძე | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო–სამაშველო სამსახურის
დებულების დამტკიცების შესახებ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31
2014 წლის 18 სექტემბერი
ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო–სამაშველო სამსახურის დებულება თანდართული დანართის შესაბამისად.
2.
ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ (გაზეთი „აჭარა“10.07.07; №101; გვ.15) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 3 ივლისის №6/8 დადგენილება.
3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან კახიძე
დანართი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
სახანძრო-სამაშველო სამსახური
1. სახანძრო-სამაშველო სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვრებში სახანძრო უსაფრთხოების, ხანძრების, ავარიების, სტიქიური უბედურების და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციას, ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“–ს, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგანგებო სიტუაციების რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილების და საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება „სახანძრო-სამაშველო სამსახურის პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის შესახებ“ ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან შეთანხმებით.
4. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
5. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ.ბათუმი, ლევან გოთუას ქუჩა N63.
მუხლი 2🔗.
სამსახურის შემადგენლობა
სამსახურის შემადგენლობაში შედის:
ა) სამსახურის უფროსი;
ბ) სამსახურის მოხელეები.
2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურის გავლის წესები განისაზღვრება დებულებით „სახანძრო-სამაშველო სამსახურის პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
3. სამსახურის პირადი შემადგენლობის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.
4. სამსახურის იმ პირადი შემადგენლობის სამუშაო დროის ხანგრძლივობას, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხანძრის ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას, განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ძირითადი ფუნქციები
სახანძრო-სამაშველო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სახანძრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების ან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.
ბ) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება - საგანმანათლებლო და სააღმზრდელო, სამედიცინო დაწესებულებებში, საკონცერტო და სამაყურებლო დანიშნულების შენობა-ნაგებობებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებაზე.
გ) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება;
დ) ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების საზღვრებში;
ე) საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრის, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში და დაგეგმილ სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებებში მონაწილეობა;
ვ) სამსახურის ბალანსზე რიცხული (მიმაგრებული) სახანძრო-სამაშველო ტექნიკის და ტექნიკური შეიარაღების სწორი ექსპლუატაციის ორგანიზება;
ზ) სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურებთან ურთიერთქმედების ორგანიზება;
თ) საგანგებო სიტუაციების თაობაზე შემოსულ შეტყობინებებზე პირველადი რეაგირება;
ი) დისლოკაციის ადგილზე სახანძრო-სამაშველო დანაყოფის 24-საათიანი მორიგეობისა და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა;
კ) ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში პირადი შემადგენლობის ჩაბმის ღონისძიებების შემუშავება, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის საზღვრებში ხანძარზე გასვლის განრიგისა და ჩაბმის გეგმის შემუშავება-დამტკიცება საქართველოს შს მინისტრის 2010 წლის 06 ივნისის №571 ბრძანების მოთხოვნების შესაბამისად;
ლ) ხანძრისა და მათი შედეგების, აგრეთვე საავარიო-სამაშველო სამუშაოების აღრიცხვა.
მუხლი 4🔗.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის ამოცანები
ა) ხანძრის პროფილაქტიკის ორგანიზება და განხორციელება;
ბ) ხანძრის დროს ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების გადარჩენა;
გ) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება და განხორციელება.
მუხლი 5🔗.
სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობები
1. სახანძრო-სამაშველო სამსახურს ჰყავს უფროსი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თავისუფლდება კანონით დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. სამსახურის პირადი შემადგენლობით დაკომპლექტება ხორციელდება უშუალოდ ხელმძღვანელის მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2.სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის;
გ) ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესს;
დ) აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას.
ე) მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ვ) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის საქმიანობის სფეროსათვის და კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში;
ზ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას;
თ) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების და ორგანიზაციის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;
ი) მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს, ზრუნავს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ახორციელებს მათ მატერიალურ სტიმულირებას დადგენილი წესით;
კ) მუნიციპალიტეტის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ლ) პერიოდულად ისმენს სამსახურის პირადი შემადგენლობის ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
მ) ორგანიზაციას უწევს სამსახურში შემოსული მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას. აწარმოებს მათ პირად მიღებას;
ნ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავებისათვის წინადადებების მომზადებას და გამგეობაში წარდგენას მათ სარეალიზაციოდ;
ო) აანალიზებს ხანძრებზე და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას სამსახურის მუშაობას, გეგმავს ღონისძიებებს პირადი შემადგენლობის პროფესიული მომზადების, ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების გასაუმჯობესებლად;
პ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას;
3.უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს, გამგებლის დავალებით, ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე – არსებული რანგის შესაბამისად.
მუხლი 6🔗.
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. სამსახურის დებულების მიღება მასში ცვლილების და დამატების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.