უკრაინისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით ზოგიერთი ღონისძიებების განხორციელების შესახებ

მიღების თარიღი 08.09.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1548
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017691
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/09/2014
matsne.gov.ge 453 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 91% 08.09.2014 შპს „დამოუკიდებელ საერო გიმნაზია შავნაბადას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 91% 13.10.2015 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 05.03.2015 შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 17.06.2016 სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას მიღებული ტრავმების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს შეიარაღებული ძალების მოსამსახურის, I კლასის რიგითის, ვასილი ყულჯანიშვილის ოჯახის ერთჯერადი დახმარების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 23.09.2015

დოკუმენტის ტექსტი

უკრაინისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით ზოგიერთი ღონისძიებების განხორციელების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №1548 2014 წლის 8 სექტემბერი  ქ. თბილისი უკრაინისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით ზოგიერთი ღონისძიებების განხორციელების შესახებ 1. უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სამხედრო მოქმედებებისა და აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, უკრაინის მხარის მიერ იდენტიფიცირებული საჭიროებების გათვალისწინებით, უკრაინაში გაგზავნილ იქნეს: ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ბალანსზე არსებული სამედიცინო დანიშნულების საგნები (დანართი №1-ის შესაბამისად); ბ) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული ფარმაცევტული პროდუქტები და სამედიცინო დანიშნულების საგნები: ბ.ა) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები (დანართი №2-ის შესაბამისად); ბ.ბ) სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონ­ტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნუ­ლი ცენტრის მიერ შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული ვაქცინები და ასაცრელი მასალები (შპრიცები და უსაფრთხო ყუთები) (დანართი №3-ის შესაბამისად);  გ) საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში სამინისტროს მიერ შესყიდული ფარმაცევტული პროდუქტები და სამედიცინო დანიშნულების საგნები (დანართი №4-ის და დანართი №5-ის შესაბამისად), „სააფთიაქო ჩანთით“ განსაზღვრული ფარმაცევტული პროდუქტი და სამედიცინო დანიშნულების საგნები (დანართი №6-ის შესაბამისად). 2. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბალანსიდან მოიხსნას მე-2 (სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო) და მე-3 (სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი) დანართებით განსაზღვრული საქონელი და გადაეცეს სამინისტროს, რის შემდგომაც, სამინისტრომ უზრუნველყოს მისი განკარგვა, ამ განკარგულების შესაბამისად. 3. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიების უზრუნველსაყოფად, საჭირო საქონლისა და მომსახურების (მათ შორის, ჰუმანიტარული დახმარების ტრანსპორტირება), ასევე, შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული საქონლის (მედიკამენტები/სამედიცინო დანიშნულების საგნები) შევსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანო­ნით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, სამინისტროს გამოუყოს 426 000 (ოთხას ოცდაექვსი ათასი) ლარი. პრემიერ-მინისტრი                                                                 ირაკლი ღარიბაშვილი