„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3985
სარეგისტრაციო კოდი
170.020.030.05.001.002.478
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 48, 22/12/2006

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

               მუხლი 1„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 5) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19. საზღაური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, პარტიის შექმნასთან ან რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებისათვის

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შექმნასთან ან რეორგანიზაციასთან, ანდა სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებისათვის საზღაური 18 ლარია.

2. პარტიის შექმნასთან ან რეორგანიზაციასთან, ანდა წესდებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებისათვის საზღაური 18 ლარია.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 14 დეკემბერი.

№3985–რს

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.12.2006.
როდის იქნა მიღებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 14.12.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3985. სარეგისტრაციო კოდი — 170.020.030.05.001.002.478.
სად არის „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.12.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3985, 14.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 170.020.030.05.001.002.478 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/25108/