სავიზო განაცხადის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 19.09.2014
ძალის დაკარგვა 15.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01-191
სარეგისტრაციო კოდი 480610000.22.030.016113
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზალკალიანი | მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სავიზო განაცხადის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№01-191
2014 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
სავიზო განაცხადის ფორმებისა და მათი შევსების წესის
დამტკიცების თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისათვის, მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილი საქართველოს ინტერესთა სექციისა და საკონსულო დაწესებულებისათვის წარსადგენი სავიზო განაცხადის ფორმა ამ ბრძანების დანართი №1–ის შესაბამისად;
ბ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოსათვის წარსადგენი სავიზო განაცხადის ფორმა ამ ბრძანების დანართი №2–ის შესაბამისად;
გ) სავიზო განაცხადის შევსების წესი ამ ბრძანების დანართი №3–ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით ზალკალიანი