„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 19.09.2014
ძალაში შესვლა 19.09.2014
ძალის დაკარგვა 24.02.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.171.016020
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,597 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.09.2014 მიღება
19.09.2014 ძალაში შესვლა
24.02.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 2014 წლის 19 სექტემბერი ქ. ოზურგეთი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 16-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის,  თანახმად ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 19 სექტემბრიდან.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე დანართი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი წინამდებარე წესი აწესრიგებს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „სოციალური დაცვის მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარებების დანიშვნისა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას , ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის  ძირითადად, სახელმძღვანელო პრინციპებს. თავი I სოციალური დახმარების სახეები მუხლი 1🔗. ფულადი სოციალური დახმარების სახეები ქალაქ ოზურგეთის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფულადი სოციალური დახმარებები: ა) მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა; ბ) სტიქიური მოვლენების შედეგად და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამა; გ) ვეტერანთა დახმარების პროგრამა; დ) ვეტერანთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა; ე)იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა;(აფხაზეთი-სამაჩაბლო) ვ) ხანდაზმულთა დახმარების პროგრამა; ზ) თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარების პროგრამა; თ) დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ერთჯერადი დახმარება; ი) მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურებს პროგრამა; კ) 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სამედიცინო მომსახურება თანადაფინანსებით; ლ) უსინათლოთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა. მუხლი 2🔗. არაფულადი სოციალური დახმარების სახეები ა) მზრუნველობამოკლებულთა ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების პროგრამა; გ) სოციალურად დაუცველ ბავშვთა დღის ცენტრის პროგრამული თანადაფინანსება; დ) ხანდაზმულთა სახლისთვის კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფის პროგრამა; თავი II ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები  და მათ მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 3🔗.  მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება 1.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაა 57001- დან 150,001- მდე და ყავთ 4 და მეტი 18 წლამდე შვილი იღებენ დახმარებას თითოეულ ბავშვზე 25 ლარის ოდენობით. ერთ-ერთი ბავშვის სრულწლოვნების შემთხვევაში ოჯახი კარგავს ამ ბავშვის დახმარებას. 2.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში  აღრიცხულია 30 მრავალშვილიანი ოჯახი  4 და მეტი 18 წლამდე ბავშვით. მონაცემები წლის განმავლობაში ცვალებადია. 3. პროგრამა განხორციელდება ყოველთვიურად ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში. 4. მრავალშვილიან ოჯახებს რომელთა სარეიტინგო ქულაა 57.001-დან 150 - 001მდე (12 ოჯახი)წლის განმავლობაში 3-ჯერ გაეწევათ დახმარება 300 ლარის ოდენობით(ერჯერადად 100 ლარის ოდენობით). 5. პროგრამით გათვალისწინებული კატეგორიის მიხედვით დგება რეესტრი. დაფინანსება მოხდება ყოველთვიურად ბანკის მეშვეობით ფიზიკური პირის გახსნილ პირად ანგარიშზე. 6. პროგრამის გაცემის წესი დახმარების  მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა.მოქალაქის განცხადება; ბ.ბავშვების დაბადების მოწმობა (ასლები); გ.მშობლების პირადობის მოწმობები (ასლები); დ.ქორწინების მოწმობა (ასლი)(არსებობის შემთხვევაში); ე.ბანკში გახსნილი პირადი ანგარიში; 7.სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულა (57.001-დან 150.001-მდე ქულით) 8.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაცემული ცნობა, რაც დაადასტურებს , რომ დახმარების მიმღების მსურველი არის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრები. თავი III მზრუნველობამოკლებულთა ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა მუხლი 4🔗. მზრუნველობამოკლებულთა ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიაზე მცხოვრები შეჭივრებული მოსახლეობის ყოველდღიური მატერიალური და მორალური დახმარება, ყოველდღიური ერთჯერადი კვება. პროგრამის სუბიექტი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში  მცხოვრები უკიდურესად შეჭირვებული 140 მოქალაქე. პროგრამის განხორციელდება ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში. პროგრამის დაფინანსება თანხის გაცემა ხდება ყოველთვიური ლიმიტის ფარგლებში. მუხლი 5🔗. სტიქიური მოვლენების შედეგად და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამა  ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიაზე მცხოვრები შეჭივრებული მოსახლეობის ყოველდღიური მატერიალური და მორალური დახმარება,ყოველდღიური ერთჯერადი კვება. პროგრამის სუბიექტი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში  მცხოვრები უკიდურესად შეჭივრებული 140 მოქალაქე. პროგრამის განხორციელდება ერთ საბიუჯეტო წლის განმავლობაში. პროგრამის დაფინანსება თანხის გაცემა ხდება ყოველთვიური ლიმიტის ფარგლებში. მუხლი 6🔗. ვეტერანთა დახმარების პროგრამა  1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში მცხოვრები ოჯახები. 2.მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ა.მოქალაქის განცხადება; ბ. ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან; 4.განცხადების დაკმაყოფილება მოხდება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის განყოფილებისა და ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის, ტრანსპორტისა და კეთილ მოწყობის სამსახურის მიერ გაცემული შემოწმების აქტის საფუძველზე. 5. განმცხადებელი დაფინანსების იღებს ინდივიდუალურად მუხლი 7🔗. ვეტერანთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა 1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომის და შეიარაღებული ძალების ვეტერანების სამამულო ომის ვეტერანი 17 ოჯახი საქართველო ტერიტორიული მთლიანობისათვის 1992-1993 წლებში გაღუპულ მებრძოლთაოჯახები (ერთი ოჯახი) მატერიალური დახმარება 2. 9 მაისს ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეს სამამულო ომის ვეტერანზე გაიცემა ერთჯერადი მატერიალური დახმარება 50 ლარის ოდენობით 3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა( სამაჩაბლო, აფხაზეთი) ხსოვნის დღე 27 სექტემბერი (18ოჯახი)ერთჯერადი მატერიალური დახმარება 100 ლარის ოდენობით, სოციალური მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი სიის შესაბამისად. მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ა.მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ.მემკვიდრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ.მემკვიდრის პირადი ანგარიში; დ.პირადობის მოწმობის ასლი; მუხლი 8🔗.  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი 1. გარდაცვლილის მემკვიდრემ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  მერიის სოციალურ განყოფილებაში უნდა წარმადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა. ომის მონაწილის დამადასტურებელი პლასტიკური ბარათი; ბ. ომის მონაწილის გარდაცვალების ცნობა; გ. თანხის ამღების(მემკვიდრის) პირადობის მოწმობის ასლი; დ. მოქალაქის განცხადება. 2. თანხის გაცემა მოხდება ბანკში ფიზიკური პირის(მემკვიდრის)მიერ გახსნილ პირად ანგარიშზე მუხლი 9🔗. იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა (აფხაზეთი- სამაჩაბლო) 1. გურიის რეგიონის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სარეაბილიტაციო ცენტრში 18 წლის ზემოთ 15 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაფინანსება. 2. ერთ ბენეფიციარზე გათვალისწინებულია დღიური ხარჯი 8ლარი;.პროექტით დათვალისწინებულია მომსახურების შემდეგი სერვისი:  ა. ყოველდღიური მომსახურება (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა)2ჯერადი კვებით სადილი და სამხარი; ბ.ბენეფიციართა სატრანსპორტო უზრუნველყოფა  (ცენტრში მათი მიყვანა და შინ დაბრუნება); გ.საყოფაცხოვრებო და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება; დ.საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტული გამაჯანსაღებელი ღონისძიებები; ე.ბენეფიციართა სან-ჰიგიენური და ფსიქოლოგიური მომსახურების უზრუნველყოფა. მუხლი 10🔗. იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა (აფხაზეთი- სამაჩაბლო) პროგრამა ითვალისწინებს: 1.ზამთრისათვის საშეშე მერქნით დახმარებას (გაიცემა ერთჯერადად, თითოეული ოჯახისთვის საშეშე მერქნის თანხის უზრუნველყოფით) თითოეულ ოჯახზე 200 ლარის ოდენობით. 2. იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯის სახით, გარდაცვლილის ოჯახზე გათვალისწინებულია ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა. იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახი ერთჯერადად  მიიღებს 200 (ორასი) ლარს. 3. ყველა სახის დახმარებების გაცემა მოხდება ბანკის მეშვეობით ფიზიკური პირის მიერ გახსნილ პირად ანგარიშზე 4. ექსტრემალურ სიტუაციაში ოპერაცია  გადადაუდებელი სამედიცინო მომსახურებას. 5. ყველა სახის დახმარების გაცემა მოხდება ბანკის მეშვეობით ფიზიკური პირის მიერ გახსნილ პირად ანგარიშზე. პროგრამის გაცემის წესი: ა.პირადობის მოწმობები ასლები; ბ.დევნილთა მოწმობების ასლები; გ.მოქალაქის განცხადება. მუხლი 11🔗. ხანდაზმულთა დახმარების პროგრამა პროგრამა ითვალისწინებს: 1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების ტრანსპორტირების ხარჯს, რომლებიც დიალეზით მკურნალობის კურსს თბილისსა და ბათუმში გადიან. პროგრამის გაცემის წესი: ა.მოქალაქის განცხადება ბ.პირადობის მოწმობის (ასლი); გ. ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან ჰემოდიალიზის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ. დ. ცნობა ოზურგეთის ჰემოდიალიზის სამედიცინო ცენტრიდან რომ არ იმყოფება აღრიცხვაზე. მუხლი 12🔗. სოციალურად დაუცველ ბავშვთა დღის ცენტრის პროგრამული დაფინანსება 1. პროგრამა ითვალისწინებს დღის ცენტრი 25 უკიდურესად შეჭივრებულ ბენეფიციარის მომსახურებას; 2. მომსახურება განხორციელდება შაბათ- კვირისა და სადღესასწაულო დღეების გარდა ყოველ დღე 14.00 დან18.00სთ მდე ბავშვები უზრუნველყოფილნი იქნებიან ორჯერადი კვებით (სადილი,სამხარი) 3. ცენტრის მიერ განხორციელდება ოჯახის მხარდამჭერი ღონისძიებები: მშობელთა კონსულტაციები, ვიზიტი ოჯახებში, ოფიციალური დოკუმენტაციის მოწესრიგებაში დახმარება, სამედიცინო მომსახურება, ფსიქოლოგის მომსახურება, ფუნქციონირებს სხვადასხვა წრეები (კულინარია, ხელგარჯილობა,ქორეოგრაფია, უცხო ენები) მუხლი 13🔗. ხანდაზმულთა სახლისათვის კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფის პროგრამა პროგრამის ითვალისწინებს ხანდაზმულთა თავშესაფარში განთავსებული ბენეფიციარები ძირითადად სოციალურად დაუცველი ადამიანები არიან. მათი მოვლა და პატრონობა,მათზე მზრუნველობა სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტულ მიმართულებას, პროგრამა მიზნად ისახავს ხანდაზმულთა სახლის კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფას. მუხლი 14🔗. დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვებთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა პროგრამის ითვალისწინებს: 1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვები ერთჯერადი მატერიალური დახმარება 300 ლარის ოდენობით. 2.დახმარება გაეწევათ დედ-მამით ობოლ სტუდენტ ბავშვებს ,სტუდენტის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენის შემთხვევაში. დახმარების მიღების მსურველებმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: 1.მეურვის განცხადება და პირადობის მოწმობის ასლი; 2.ცნობა მეურვეობის შესახებ; 3.ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; 4. მოქალაქის განცხადება. 5. დახმარების გაცემა მოხდება ბანკის მეშვეობით, ფიზიკური პირის მიერ გახსნილ პირად ანგარიშზე. თავი IV მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა. მუხლი 15🔗. მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა. 1. პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების პროგრამებს. 2.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიაზე მცხოვრები უკიდურესად შეჭივრებული მოქალაქეები, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო მომსახურებას და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა არის 150.000 მდე(ერთჯერად ფინანსურ დახმარებას პირად ანგარიშზე ჩარიცხვის გზით მიიღებს ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 57.000 დან-150.000-მდე არაუმეტეს 100(ასი) ლარისა, ხოლო სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის საფასურის ასანაზღაურებელი თანხა ჩაერიცხებათ იმ პირებს , რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა არის 75.000 დან 150.000 მდე არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით სამედიცინო დაწესებულებაში გადარიცხვით წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე. 3.ბენეფიციართა იმ კატეგორიას, რომელსაც არ გააჩნია სარეიტინგო ქულა და სამედიცინო დაწესებულებაში მომსახურების წილობრივი თანხა აღემატება  2000 ლარს დახმარების მაქსიმალური თანხა განისაზღვროს არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით სამედიცინო დაწესებულებაში გადარიცხვით წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე. 4.ერთჯერადი ფინანსური დახმარების, პირად ანგარიშზე გადარიცხვის მსურველებმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს(სარეიტინგო ქულა 57.000-150. 000მდე) ა.სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა 100; ბ.ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან(ქულათა რაოდენობის შესახებ); გ.პირადობის მოწმობის ასლი; დ. პირადი საბანკო ანგარიში. 5.ერთჯერადი ფინანსური დამარების, სამედიცინო დაწესებულებაში გადარიცხვის მსურველებმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოდგინოს,(სარეიტინგო ქულა 57.000 დან-150 000-მდე) ა. მოქალაქის განცხადება. ბ.სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა 100; გ.ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან(ქულათა რაოდენობის შესახებ); 6.პირადობის მოწმობის ასლი; გ.სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ- ფაქტურა. 7. ერთჯერადი ფინანსური დახმარების, სამედიცინო დაწესებულებაში გადარიცხვის მსურველებმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს (სარეიტინგო ქულის არქონის შემთხვევაში) ა.მოქალაქის განცხადება ბ.სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა 100. გ.ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ქულათა რაოდენობის შესახებ; დ.პირადობის მოწმობის ასლი. 8. სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა (მოქალაქის წილობრივი გადასახდელი თანხა შეადგენს 2000 ლარს და ზევით) 9. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაცემული ცნობა, რაც დაადასტურებს, რომ დახმარების მიღების მსურველი არის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მცხოვრები მუხლი 16🔗. 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სამედიცინო მომსახურება თანადაფინანსებით 1. პროგრამის მონაწილეები არიან  ქალაქ ოზურგეთის მუნიციპლიტეტის მერიის ტერიტორიაზე მცხოვრები 18- წლამდე ასაკის ბავშვები, რომელზედაც დახმარება გაიცემა არაუმეტეს 500 ლარისა, სამედიცინო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვით, წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე. 2.დახმარების მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა.მოქალაქის განცხადება; ბ.პირადობის მოწმობის ასლი; გ.ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ.სამედიცინო დაწესებულებიდან (ანგარიშ ფაქტურა)ან ინვოისი 3. ფორმა №100 4.ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან. 5.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაცემული ცნობა, რაც დაადასტურებს, რომ დახმარების მიღების მსურველი არის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მცხოვრები. მუხლი 17🔗. უსინათლოთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა 1.პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მცხოვრები უსინათლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ერთჯერად მატერიალურ დახმარებას თითოეულს 150 ლარის ოდენობით. 2.დახმარების მიღების მსურველებმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: ა.განცხადება; ბ.პირადობის მოწმობის ასლი; გ.მინიჭებული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაცემული ცნობა, რაც დაადასტურებს, რომ დახმარების მიღების მსურველი არის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრები. 4.დახმარების გაცემა მოხდება ბანკის მეშვეობით, ფიზიკური პირის მიერ გახსნილ პირად ანგარიშზე.