📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.09.2014
ძალის დაკარგვა 15.12.2017
გამომცემი ორგანო მარტვილის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.109.016120
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 847 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.09.2014 მიღება
15.12.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 2014 წლის 22 სექტემბერი ქ. მარტვილი მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების  შესაბამისად,  მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ნოემბრის №26 დადგენილება. (სსმ,  www.matsne.gov.ge, 57, 30/11/2010, სარეგისტრაციო კოდი           010260020.35.109.016011) მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 4🔗 დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი  1. ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  3 სექტემბრის №18  დადგენილების შესაბამისად.  2. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური (შემდგომში სამსახური) არის მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე.  3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, „კულტურის შესახებ“, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, „მუზეუმების შესახებ“, „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონებით, „მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით.  4. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.  5. სამსახური ანგარიშვალდებულია და პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.  6. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.  7. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. მარტვილი, თავისუფლების ქ. №10. მუხლი 2🔗. სამსახურის უფლებამოსილება  სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება:  1.  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი განათლების, ტურისტული, კულტურის, სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვა; მათი რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის პროგრამების პროექტების მომზადება; დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;  2. წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავება კულტურის, განათლების, სპორტის საგანმანათლებლო, სკოლის გარეშე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად;  3. განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება და განხორციელება;  4. კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადება;  5. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული სკოლამდელი აღზრდისა  და სკოლის გარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებების, ტურისტული ობიექტების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურის, განათლებისა და სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა  და მათი განხორციელების კოორდინაცია;  6. ახალი სასწავლო წლისათვის და ზამთრის სეზონისათვის შესაბამის სამუშაოთა მომზადების ორგანიზება და კოორდინაცია;  7. სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა კვების უზრუნველყოფის კოორდინაცია, მათში მედპუნქტის შექმნისა და ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა;  8. კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური და ხელოვნების სხვა დარგების ხელშეწყობა, ღონისძიებების დაგეგმვა;  9. სპორტულ და კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზება, მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია;  10. მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობების, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების (ფოლკლორული, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოლოგიურ და ა.შ) აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია;  11. თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი პროფესიული ხელოვნებისა და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ტრადიციების შენარჩუნება და პოპულარიზაცია;  12. ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპულარიზაცია, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფის, კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა;  13. სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებისათვის კულტურულ, სპორტულ და ახალგაზრდობის საქმეთა საქმიანობაში მეთოდური დახმარების გაწევა;  14. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სემინარების, კონკურსების, სპორტული შეჯიბრებების, გამოფენების, კონცერტებისა და სხვა ღონისძიებების მოწყობა;  15. შემოქმედებითი კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლებისათვის შემოქმედებითი გარემოს შექმნისათვის ხელშეწყობა;  16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების სფეროების მიხედვით განაწილების თაობაზე წინადადებების მომზადება და წარდგენა;  17. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შესაბამისი სფეროს  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია; 18. მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობების, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების (ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ და ა.შ) აღრიცხვის, დაცვა, შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის თაობაზე წინადადებების მომზადება; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და  განხორციელება; 19. წინადადებების შემუშავება მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების საკითხებზე; 20. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სპორტული შეჯიბრებების მოწყობა, ახალგაზრდული და მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია;  21. სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და  პოპულარიზაციის ხელშეწყობა. 22. ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლა, წინადადებათა შემუშავება არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; 23. კულტურული ღონისძიებების მოწყობის ორგანიზებას; 24. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 3🔗. სამსახურის ორგანიზაცია და სტრუქტურა  1.   სამსახურის სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით.  2. სამსახურის საშტატო ნუსხას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.  3. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი,  რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე და რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.  4. სამსახურის უფროსი:  ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;  ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;  გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;  დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;  ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;  ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;  ზ) გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;  თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. მუხლი 4🔗. დასკვნითი დებულებები  1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით საკრებულოს დადგენილებით.  2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.