მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.09.2014
ძალის დაკარგვა 04.03.2015
გამომცემი ორგანო მარტვილის მუნიციპალიტეტი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.109.016124
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია | მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 15.11.2010
დოკუმენტის ტექსტი
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო
სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №33
2014 წლის 22 სექტემბერი
ქ. მარტვილი
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო
სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდესმარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის15 ნოემბრის №27დადგენილება. (სსმ www.matsne.gov.ge, 57, 30/11/2010, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.109.016012).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4🔗
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და
სამაშველო სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც დადგენილი წესით უზრუნველყოფს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის დავალებების შესრულებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.
4. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და საჯარო მოხელეებისაგან;
2. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი.
3. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის, მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების შესახებ;
დ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ე) გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ–სამართლებრივ აქტებს;
ვ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
მუხლი 3🔗.
სამსახურის უფლებამოსილება
სამსახური
ა) უზრუნველყოფს და ორგანიზაციას უწევს ხანძრის პროფილაქტიკასა და სახანძრო ზედამხედველობის განხორცილებას, ხანძრების ჩაქრობასა და საავარიო–სამაშველო სამუშაოების ჩატარებას;
ბ) ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე ხანძრების თავიდან აცილების ორგანიზაციას და ჩაქრობას, ამ ღონისძიებისათვის აუცილებელი სამუშაოების შესრულებასა და მომსახურეობის გაწევას.
გ) აკონტროლებს დაქვემდებარებულ დანაყოფებში სამსახურისა და ხანძრის ჩაქრობის ორგანიზაციასა და დადგენილი წესით შესრულებას;
დ) ახორციელებს ხანძრის ჩაქრობაში და სამაშველო სამუშაოებზე მონაწილე ყველა ფორმირებების ოპერატიულ მართვას;
ე) მიწიძვრის, წყალდიდობის და სხვა ფორსმაჟორულ სიტუაციებში გეგმავს და ახორციელებს სამაშველო ოპერაციებს;
ვ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობას იღებს სამაშველო ოპერაციეში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
ზ) ოპერატიულად რეაგირებს სამაშველო საჭიროებასთან დაკავშირებით შემოსულ ყველა შეტყობინებაზე;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება–მოვალეობებს.
მუხლი 4🔗.
სამსახურის თანამშრომლები
1. სამსახურის მოსამსახურეები არიან ადგილობრივი თვითმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთაც „საჯარო სამსახურის შესახებ ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდეობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიით.
3. მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ ‘‘ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობები;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები;
გ) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
დ) გაუფრთხილნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას.
მუხლი 5🔗.
დასკვნითი დებულებანი
1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით საკრებულოს დადგენილებით.
2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.