„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის N12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.151.016156
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2014 წლის 22 სექტემბერი

დაბა სტეფანწმინდა

 

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №12  დადგენილებით დამტკიცებულ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1.დებულების მე -6 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გამგებელი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს გამგებლის წარმომადგენელი. გამგებლის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება გამგეობის დებულებით“.

„5. გამგებელი, ამ დებულებით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე“.

2. დებულების მე-6 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„6. დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, თუ მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიაზე დანიშნული არ არის გამგებლის წარმომადგენელი“.

3. დებულების მე-14 მუხლს დაემატოს მე-5, მე-6 და მე-7  პუნქტები  შემდეგი რედაქციით:

„5. დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს.

6. გამგებლის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას .

7. გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზოგადად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა ელოშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის N12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.09.2014.
როდის იქნა მიღებული „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის N12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის N12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.09.2014. მიმღები ორგანო — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №18. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.151.016156.
რამდენი მუხლისგან შედგება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის N12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის N12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის N12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.09.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის N12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №18, 22.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.151.016156 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2512643/