ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.09.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.173.016039
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/09/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.09.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ბერიძე | ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | კანდიდატის სახელი და გვარი |
| სუსტად განვითარებული 0-50 ქულა | საშუალოდ განვითარებული 50-75 ქულა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო -საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №39
2014 წლის 24 სექტემბერი
ქ. ახალციხე
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებისა და „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადაგენილებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1.
დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება, დანართი 1-ის შესაბამისად.
2.
დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსისათვის კანდიდატთა ზოგადი პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასების ფორმა დანართი 2-ის შესაბამისად.
3.
დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის დახასიათების ფორმა, დანართი 3-ის შესაბამისად.
4.
დამტკიცდეს საატესტაციო ფურცელის ფორმა დანართი 4 – ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 სექტემბრის №37 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ბერიძე
დანართი 1
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება
მუხლი 1🔗.
გამოყენების სფერო
1. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება აწესრიგებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის და მერიის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარებისა და ატესტაციის წესს, პრინციპებს, პროცედურებს, ფორმებსა და პირობებს.
2. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისია იქმნება და საქმიანობს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადაგენილების და „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადაგენილებისა და აღნიშნული დებულების საფუძველზე.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსი (შემდგომში კონკურსი) - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ატესტაცია (შემდგომში ატესტაცია) - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოხელის სამსახურებრივი საქმიანობის, პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისებების შესაბამისობის შეფასება დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან;
გ) დაწესებულება - თვითმმართველობის ორგანო, რომელშიც ტარდება კონკურსი ან/და ატესტაცია;
დ) დაწესებულების ხელმძღვანელი-თუ კონკურსი მხოლოდ საკრებულოს აპარატისათვის მოხელეთათვის ტარდება დაწესებულების ხელმძღვანელია საკრებულოს თავმჯდომარე, თუ მერიისათვის - მერი, თუ ადგილობრივი თვითმართველი ერთეულისათვის - მერი.
ე) ამ დებულების მიზნებისათვის დაწესებულების ხელმძღვანელია ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ან საკრებულოს თავმჯდომარე;
ვ) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე - „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად განსაზღვრული პირი, გარდა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 52-ე მუხლში მოცემული პირებისა.
მუხლი 3🔗.
კომისიის მიზანი და ფუნქციები
1. კომისიის საქმიანობის მიზანია დასაკავებელი თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან კონკურსანტის ან დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან მოხელის შესაბამისობის შეფასება.
2. კომისიის ფუნქციებია:
ა) ჩაატაროს კონკურსი ან ატესტაცია, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით;
ბ) პირის პროფესიული ცოდნის, ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება და დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა;
გ) კონკურსის შედეგების მიხედვით, ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენა ან წარდგენაზე უარის თქმა;
დ) ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების შერჩევის და მათი თანამდებობაზე დანიშვნის პროცესის გამჭირვალეობის უზრუნველყოფა;
ე) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის კონკურსანტის/ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის შეფასების თაობაზე დასკვნის წარდგენა.
მუხლი 4🔗.
კომისიის შემადგენლობა
1. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ნიშნავს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო - განკარგულებით, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში.
3. კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავას კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 5🔗.
კომისიის მუშაობის წესი
1.კომისიის სხდომა უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა, კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა, ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
2. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
3. კომისიის წევრის აცილების საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗.
კომისიის წევრთა დანიშვნის წესი
კომისიის წევრებს კომისიის თავმჯდომარე ნიშნავს შემდეგი წესით:
ა) დაქვემდებარებაში მყოფი მოხელეები ინიშნებიან საკუთარი სურვილით და პროფესიული დონის გათვალისწინებით;
ბ) მოხელეთა პროფესიული გაერთიანების წარმომადგენლები ინიშნებიან შესაბამისი მიმართვის საფუძველზე, გაერთიანების წინადადებით;
გ) კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ მეცნიერები და დამოუკიდებელი სპეციალისტები, რომლებიც ინიშნებიან მათი თანხმობით;
დ) პირი არ შეიძლება იყოს იმ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი შერჩევა კონკურსის შემთხვევაში და შეფასება ატესტაციის შემთხვევაში.
მუხლი 7🔗.
კონკურსის მიზნები და ამოცანები
1. კონკურსის მიზანია, ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა.
2. კონკურსის ამოცანები:
ა) საქართველოს მოქალაქეთათვის ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ბ) ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების შერჩევის და მათი თანამდებობებზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
გ) კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის და უნარ-ჩვევების შეფასება;
დ) შერჩეული კანდიდატების ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.
მუხლი 8🔗.
კონკურსის პრინციპები
კონკურსის პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) სამართლიანობა;
გ) საჯაროობა;
დ) გამჭვირვალობა;
ე) არადისკრიმინაციულობა;
ვ) ობიექტურობა;
ზ) მიუკერძოებლობა;
თ) კოლეგიალურობა;
ი) კორექტულობა.
მუხლი 9🔗.
კონკურსისი გამოცხადება
1. საჯარო კონკურსს, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს დაწესებულების ხელმძღვანელი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
2. საჯარო კონკურსის ოფიციალურად გამოცხადება ხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის -საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრაციული ვებგვერდის (www.hr.gov.ge), მეშვეობით.
3. შეტყობინება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს:
ა) დაწესებულების დასახელებას, კონკურსის წესით შესავსები თანამდებობების დასახელებას და რაოდენობას;
ბ) კანდიდატისათვის წაყენებულ მოთხოვნებს;
გ) შესასრულებელ სამუშაოს;
დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;
ე) განცხადების და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადას;
ვ) კომისიის მისამართს;
ზ) კონკურსის ეტაპებს;
თ) კომისის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადას;
ი) კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმას.
მუხლი 10🔗.
კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა
1. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდის მეშვეობით.
2. კონკურსის გამოცხადების დღიდან კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ ათდღიანი ვადა.
3. კანდიდატს შეუძლია განცხადებაში შეიტანოს ცვლილება განცხადების წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.
4. კანდიდატს უფლება აქვს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადება წარადგინოს ერთდროულად არაუმეტეს ხუთ ვაკანსიაზე.
მუხლი 11🔗.
კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირი
1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც:
ა) ქმედუნარიანია - არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება მისი შეზღუდულ ქმედუნარიან პირად ან ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ;
ბ) ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას;
გ) მიაღწია 18 წლის ასაკს (თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი);
დ) აქვს საშუალო განათლება მაინც.
2. საჯარო მოსამსახურეს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნულ პირს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.
მუხლი 12🔗.
კონკურსის ჩატარების ფორმები და პირობები
1. კონკურსს ატარებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
2. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) განცხადებების გადარჩევა;
ბ) წერითი დავალება;
გ) ტესტირება;
დ) გასაუბრება;
3. კომისია ხელმძღვანელობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1344 მუხლით დადგელინი წესების შესაბამისად.
4. კონკურსის პროგრამას, ეტაპებს, პირობებს, შეფასების ფორმებს და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია, დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
მუხლი 13🔗.
განცხადების გადარჩევა
1. განცხადების გადარჩევა წარმოადგენს პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით და სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემოწმებას.
2. კომისიის დავალებით და მასთან შეთანხმებით, შესაძლებელია, განცხადების გადარჩევა უზრუნველყოს დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვისთვის პასუხისმგებელმა პირ(ებ)მა ან სამდივნომ, რაც დასტურდება კომისიის სხდომის ოქმით და კომისიის წევრების ხელმოწერით.
მუხლი 14🔗.
წერითი დავალება
1. წერითი დავალება შეიძლება ჩატარდეს თავისუფალი ფორმით. წერილობითი დავალება შეიძლება მოიცავდეს როგორც ზოგადი უნარ-ჩვევების, ასევე პროფესიულ საკითხებს.
2. წერითი დავალების ფორმას, შეფასების კრიტერიუმებს და აუცილებელ ქულათა მინიმალურ ზღვრულ ოდენობას კონკურსის გამოცხადებისთანავე ადგენს და ამტკიცებს კომისია.
3. დადებითი შეფასების მისაღებად და შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატმა უნდა დააგროვოს კომისიის მიერ დადგენილი აუცილებელ ქულათა რაოდენობა (მინიმალური ზღვარი).
მუხლი 15🔗.
ტესტირება
1. ტესტირება ტარდება ელექტრონულად, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით.
2. კანდიდატისათვის, ტესტირების ეტაპის დადებითი შეფასების მისაღებად და შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად, დადგინდეს 55% -იანი მინიმალური გამსვლელი ზღვარი.
მუხლი 16🔗.
გასაუბრება
1. კომისიამ კანდიდატებთან გასაუბრებისას უნდა გამოიყენოს წინასწარ შემუშავებული კითხვარი, რომელიც საშუალებას მისცემს, მიიღოს ინფორმაცია კანდიდატის უნარ-ჩვევებზე, პროფესიულ კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე, რომელიც საჭიროა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
2. კითხვები შეიძლება დაისვას განსაზღვრული თანმიმდევრობით. შესაძლებელია დამატებითი კითხვების დასმაც განსაზღვრული საკითხების ირგვლივ, რაც დამოკიდებულია კანდიდატის მიერ გაცემულ პასუხებზე.
3. თითოეული კანდიდატისათვის გამოიყენება იდენტური შინაარსის წინასწარ განსაზღვრული კითხვარი.
4. კომისიის წევრები ვალდებული არიან გასაუბრების შედეგების შესაფასებლად გამოიყენონ დანართ 2-ში მოცემული შეფასების სქემა.
მუხლი 17🔗.
კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება
1. კომისია კანდიდატებთან გასუბრების შემდეგ მათ დაუსწრებლად სხდომაზე განიხილავს დასაკავებელ თანამდებობასთან თითოეული კანდიდატის შეფასებისას მიღებულ ქულებს.
2. შეფასების საფუძველზე კომისია შესაბამის თანამდებობაზე წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე.
3. კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, წერილობით ან ელ.ფოსტის მეშვეობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო თანამდებობაზე დამნიშვნელ პირს – კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ.
4. კომისია ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მუხლი 18🔗.
ჩაშლილი კონკურსი
კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე.
მუხლი 19🔗.
კონკურსის შედეგების გასაჩივრება
კონკურსის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 20🔗.
ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
1. ატესტაციას ექვემდებარება:
ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);
ბ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა
დაიკავონ.
2. ატესტირებას არ ექვემდებარება:
ა) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ან ირჩევს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
ბ) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ირჩევენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები.
გ) მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით.
მუხლი 21🔗.
ატესტაციის მიზნები
ატესტაციის მიზანია:
ა) მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობის მოთხოვნებთან;
ბ) მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება;
გ) საკლასო ჩინისა და სპეციალური წოდების მინიჭებასა ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
დ) მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა;
ე) მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა;
ვ) მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება.
მუხლი 22🔗.
ატესტაციის პრინციპები
ატესტაციის პრინციპებია ამ დანართის მე-8 მუხლით გათვალისწინებული პრინციპები, გარდა მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრინციპისა.
მუხლი 23🔗.
ატესტაციის დრო
1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2. ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიას და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის სამსახური და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი.
3. ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს, საჯარო სამსახურის ბიუროს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 24🔗.
ატესტაციის ჩატარების პროცედურა
1. ატესტაციას ატარებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
2. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში წარადგენს დახასიათებას დანართი 3-ით განსაზღვრული ფორმის მიხედვით. წინასწარ განსაზღვრულ ფორმას ავსებს და წარადგენს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელეც.
3. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას.
4. ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.
5. ატესტაცია შეიძლება ჩატარდეს შემდეგი ფორმით: სხვადასხვა სახის ტესტირება, წერითი დავალება ან/და გასაუბრება.
6. ატესტაციის ჩატარების ფორმებს, შესაბამისი შეფასების ფორმულარებს, სატესტო მეთოდებსა და თემატიკას, მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
7. გასაუბრების პროცესში, დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობასთან მოხელის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში.
8. ატესტაციის დროს მოხელესთან გასაუბრების პროცესს შეიძლება დაესწროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, რომელშიც მოხელე მუშაობს.
მუხლი 25🔗.
მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
1. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა, გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწერ წევრთა ნახევარზე მეტი, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა.
2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
3. კომისია აფასებს მოხელეს, საჭიროების შემთხვევაში კომისია ისმენს მოხელისა და მისი უშუალო ხელმძღვანელის განმარტებებს.
4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.
5. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა:
ა) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;
ბ)ატესტაციას დაქვემდებარებული პირი შეესაბამება დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას;
გ) მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას);
დ) ატესტაციას დაქვემდებარებული პირი არ შეესაბამება დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას;
7. საჭიროების შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას და დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის საკლასო ჩინის ან სპეციალური წოდების მინიჭების/ჩამორთმევის შესახებ.
მუხლი 26🔗.
ატესტაციის შედეგები
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
2. ატესტაციის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს დანართი 4-ით განსაზღვრულ საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ ეგზემპლარად და დახასიათებასთან ერთად თან ერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
3. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი საატესტაციო ფურცელს ეცნობა და ხელს აწერს შევსებიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში.
4. ატასტაციის შედეგების შესახებ კომისია დაწესებულების ხელმძღვანელს მოახსენებს ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში.
5. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, დაწესებულების ხელმძღვანელი ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იღებს გადაწყვეტილებას მოხელის პირად საქმეში ასახვთ, მოხელისათვის სპეციალური წოდების ან/და საკლასო ჩინის მინიჭების, მოხელის დაწინაურების, მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, მოხელის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების ან მოხელის მიმართ ატესტაციის შედეგის პირად საქმეში ასახვის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას).
6. კომისია, ატესტაციის დასრულებიდან (გადაწყვეტილების მიღებიდან) ერთ კვირაში, საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგენს ინფორმაციას ჩატარებული ატესტაციისა და მისი შედეგების შესახებ.
მუხლი 27🔗.
ატესტაციის შედეგების გასაჩივრება
ატესტაციის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №2
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსისათვის კანდიდატთა ზოგადი პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასების ფორმა
___________________________________ შესარჩევი კონკურსი
(თანამდებობის დასახელება)
№
კანდიდატის
სახელი და გვარი
პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება
შემფასებლის კომენტარი
სუსტად განვითარებული
0-50 ქულა
საშუალოდ
განვითარებული
50-75 ქულა
კარგად განვითარებული
75-100 ქულა
1
2
3
4
5
შემფასებლის სახელი, გვარი:
ხელმოწერა:
დანართი №3
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის დახასიათების ფორმა
სახელი, გვარი _____________________________________________________________________________
დაკავებული თანამდებობა__________________________________________________________________
საატესტაციო პერიოდში შესრულებულ საკითხთა ჩამონათვალი და შედეგების შეფასება
__________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________
პროფესიული და ინდივიდუალური ჩვევები
__________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________
დადებითი და უარყოფითი მხარეები
___________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
წახალისება
___________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები
___________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
წინადადებები კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების, თანამდებობრივი დაწინაურების, სპეციალური წოდების ან საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ
___________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
ხელმოწერა________________________
თარიღი________________________
დანართი №4
საატესტაციო ფურცელი
მოხელის სახელი, გვარი ____________________________________________________________
დაკავებული თანამდებობა და დანიშვნის თარიღი ______________________________________
_______________________________________________________________________________
თანამდებობრივი რანგი, საკლასო ჩინი, სპეციალური წოდება
________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
განათლება (სასწავლო დაწესებულება, სპეციალობა, ხარისხი)
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
შრომის საერთო სტაჟი (მ.შ. საჯარო სამსახურში) __________________________________
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნა ___________________________________
__________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაცია ______________________________________
__________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________
შენიშვნა ___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
თარიღი ____________________________
კომისიის თავმჯდომარე __________________________
კომისიის წევრები