1. საკრებულოს თანამდებობის პირები არიან:
ა) საკრებულოს თავმჯდომარე;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ) საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები;
დ) საკრებულოს ფრაქციათა თავმჯდომარეები;
2. საკრებულოს წევრი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთ თანამდებობაზე.
3. საკრებულოს თანამდებობის პირები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევენ საკრებულოსა და მისი ორგანოების საქმიანობას.
4. საკრებულოს თანამდებობის პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით ეძლევათ შრომის ანაზღაურება. საკრებულოს თანამდებობის პირებს უფლება არა აქვთ ეკავოთ რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდნენ სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა