1. საფინანსო-სამართლებრივი აქტის პროექტად ითვლება ყველა ის პროექტი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე (რომელიც ითვალისწინებს ბიუჯეტიდან ისეთი ღონისძიებების, პროექტების ან პროგრამების დაფინანსებას, რომელის დაფინასებაც არ არის გათვალისწინებული დამტკიცებული ბიუჯეტით).
2. საფინანსო-სამართლებრივი აქტის პროექტის განხილვის დაწყებისათვის აუცილებელია მერის წერილობითი თანხმობა და საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის დასკვნა და წინადადებები ხარჯების დაფარვის შესაძლო გზების თაობაზ