1. საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია ბიუროს ან/და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს საკრებულოს მიერ მიღებული იმ სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა აღსრულების მდგომარეობაზეც ბიურომ (საკრებულომ) უნდა მოისმინოს ინფორმაცია. ეს ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს შესაბამისმა კომისიამ, მერიის შესაბამისმა სამსახურმა ან/და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირის ხელმძღვანელმა.
2. საკრებულოს კომისიის, მერიის შესაბამისი სამსახურის ან/და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოხსენება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულების მდგომარეობის, ეფექტიანობის, მისი მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ხარვეზებისა და მათ აღმოსაფხვრელად საჭირო შესწორებების შეტანის შესახებ.
3. ინფორმაციების მოსმენის შემდეგ საკრებულოს ბიურო (საკრებულო) ახდენს შესაბამის შეფასებას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია დააყენოს შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის საკითხი ან/და მიმართოს მერს პასუხისმგებლობის ზომების გატარების მოთოვნი