აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.09.2014
ძალის დაკარგვა 06.08.2018
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010330000.32.061.016104
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №39
2014 წლის 18 სექტემბერი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗. „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების მე-4 მუხლის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე‑5 მუხლის „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტების, ამავე კანონის მე-6 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი“.
მუხლი 2🔗. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის
წესი
მუხლი 1🔗. ამ წესის რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო დაწესებულება - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატები, საქვეუწყებო დაწესებულებები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები (გარდა იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, რომლებიც ეწევიან საგანმანათლებლო და რელიგიურ საქმიანობას), დაფინანსების წყაროს მიუხედავად;
ბ) პრემია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის;
გ) ზემდგომი ორგანო/თანამდებობის პირი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ხელმძღვანელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი;
დ) ხელმძღვანელი თანამდებობის პირი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.
მუხლი 3🔗. პრემიის გაცემის საფუძველი და მიზნები
1. პრემია გაიცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების (საჯარო დაწესებულებაში სამუშაოს შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში) ან/და დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ.
2. პრემიის მიზნებია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულებებში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.
მუხლი 4🔗. პრემიის გაცემის უფლებამოსილება
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიცირების უფლება აქვს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, ხელმძღვანელ თანამდებობის პირს და ზემდგომ თანამდებობის პირს.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიცირებას ახდენს ხელმძღვანელი თანამდებობის პირი ან ზემდგომი თანამდებობის პირი.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო დაწესებულების ზემდგომი თანამდებობის პირი, საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
4. ხელმძღვანელ თანამდებობის პირებზე პრემიის გაცემის გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ზემდგომი თანამდებობის პირი.
5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელ თანამდებობის პირებზე, რომელთაც არ ჰყავთ ზემდგომი თანამდებობის პირი (საჯარო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო), პრემიის გაცემის გადაწყვეტილებას იღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო დაწესებულებაში, რომელიც იმყოფება შესაბამისი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დაქვემდებარებაში, დასაქმებულ პირებზე პრემიის გაცემისას (პრემიის ოდენობისა და პერიოდულობის განსაზღვრისას) აუცილებელია შესაბამისი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ხელმძღვანელის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის წერილობითი თანხმობა, ხოლო, თუ საჯარო დაწესებულებას არ ჰყავს ზემდგომი ორგანო (საჯარო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო), მასში დასაქმებულ პირებზე პრემიის გაცემის ოდენობისა და პერიოდულობის განსაზღვრისას, აუცილებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანხმობა, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებზე პრემიის გაცემის გადაწყვეტილებას იღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ბრძანებით შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე.
მუხლი 5🔗. პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობა
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.
3. პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.
4. ამ მუხლის პირველი და მე‑2 პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მოტივირებული შუამდგომლობით, ზემდგომი თანამდებობის პირის, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში (საჯარო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს არარსებობა), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანხმობის საფუძველზე.