⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.02.2018)
გაუქმებულია:

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.09.2014
ძალის დაკარგვა 22.02.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9-17
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.101.016017
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,215 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.09.2014 მიღება
22.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9-17 2014 წლის 23 სექტემბერი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  73-ე მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის, 166-ე მუხლის მე-3 პუნქტის და  „ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული დებულების მე-3  და 12​1  მუხლების საფუძველზე, ქალაქ თბილისის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის თანდართული დებულება. 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთ თვეში.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი დანართი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1.  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში სამსახური) არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის კომპეტენციას მიკუთვნებული ჯანმრთელობისა და სოციალური დარგის მართვის მიზნით შექმნილი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში თბილისი) მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების მუნიციპალური პროგრამების მართვას და მათი განხორციელების კონტროლს. 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით. 3. სამსახურს აქვს ბლანკი, შტამპი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით. 4. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება  თბილისის ბიუჯეტის ხარჯზე. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სფეროები და ფუნქციები  1. სამსახურის საქმიანობა მოიცავს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროებს. 2. სამსახურის ამოცანებსა და ფუნქციებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში წარმოადგენს: ა)  თბილისში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში თბილისის მთავრობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მართვა (კოორდინაცია) და მათი განხორციელების კონტროლი; ბ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში,  თბილისში განსახორციელებელი სახელმწიფო პროგრამების  განხორციელების თაობაზე კოორდინირებული მუშაობა შესაბამის დაწესებულებებთან; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ თბილისში განსახორციელებელი ჯანმრთელობის დაცვისა  და სოციალური პროგრამების განხორციელების კოორდინაცია; ე) თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის ახალი, პროგრესული მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა; ვ) თბილისის დაქვემდებარებაში არსებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების საქმიანობის კოორდინირება; ზ) სამეცნიერო და სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების ორგანიზება; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ურთიერთობა სახელმწიფო დაწესებულებებთან,  არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; ი) სამედიცინო დაწესებულებებთან მუნიციპალური პროგრამების შესაბამისად სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულების გაფორმებაში მონაწილეობის მიღება; კ) სოციალურად დაუცველი ფენებისათვის სოციალური დახმარებისა და  შეღავათების გაწევა დამტკიცებული სოციალური პროგრამების ფარგლებში, დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად; ლ)  უსახლკაროთათვის თავშესაფრების მოწყობა და მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების გატარება; მ) დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება; ნ) ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში დელეგირებულ უფლებამოსილებათა განხორციელება; ო) საქართველოს კანონმდებლობითა და თბილისის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.  მუხლი 3🔗. სამსახურის უფროსი  1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც  თბილისის საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს თბილისის მერი. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხს წყვეტს თბილისის  მერი. 2. სამსახურის უფროსი  პასუხისმგებელია და უფლებამოსილებას იხსნის  თბილისის მერის წინაშე. 3. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას, პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში, ანიჭებს სამსახურის წარმომადგენლობას ცალკეულ პირებს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან,  იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას; გ) ამ დებულების შესაბამისად სამსახურის საქმიანობის მიმართულებათა მართვის მიზნით განსაზღვრავს სამსახურის უფროსის მოადგილეების, სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა და მოსამსახურეთა ფუნქციებს, კომპეტენციებსა და პასუხისმგებლობას; დ) თვალყურს ადევნებს თანამშრომელთა მოვალეობების შესრულებასა და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიმართავს თბილისის მერს და თბილისის მთავრობას, სამსახურისათვის მიკუთვნებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისა და გადაწყვეტილებების მიღების თაობაზე;  ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას; ზ) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი მოვალეობების შესრულებისათვის და  შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს, თბილისის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისების ან მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა თაობაზე; თ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსის მოადგილეები 1. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  თბილისის მერი. 2. სამსახურის უფროსის მოადგილე თავის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსის მიერ განსაზღრული კომპეტენციისა და ფუნქციების შესაბამისად. უფროსის დავალებით ასრულებს უფროსის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში. 3. სამსახურის უფროსის მოადგილე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის წინაშე. 4. სამსახურის ერთ-ერთი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს მეორე მოადგილე, ხოლო ორივე მოადგილის არყოფნის შემთხვევაში,  სამსახურის უფროსის დავალებით სამსახურის ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი.   მუხლი 5🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ჯანდაცვის პროგრამების განყოფილება; ბ) სოციალური პროგრამების განყოფილება; გ) პროგრამების მონიტორინგის განყოფილება; დ) ანალიზისა და დაგეგმვის განყოფილება. მუხლი 6🔗. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი  1. სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (შემდგომში სტრუქტურული ქვედანაყოფი) ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თბილისის მერი. 2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა, აგრეთვე  სამსახურის უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებათა განაწილების შესაბამისად, სამსახურის უფროსის შესაბამისი მოადგილის წინაშე. 3.  სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი: ა) წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის;  დ) იღებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ე) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ; ვ) უზუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა  მიერ შინაგანაწესისა და დისციპლინის  დაცვას. დადგენილი წესით აფასებს მოსამსახურეთა საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი მოხელე. მუხლი 7🔗. სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები 1. ჯანდაცვის პროგრამების განყოფილების ფუნქციებია: ა)  თბილისის ტერიტორიაზე ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი სახელმწიფო და მუნიციპალური პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა; ბ) სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციებიდან სტატისტიკური მონაცემების მიღება-დამუშავება; გ)  თბილისის მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაცვის  მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების პროცესის მართვა; დ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ე) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ თბილისში განსახორციელებელი ჯანმრთელობის დაცვის პროექტების კოორდინაცია; ვ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესულ განცხადებებზე და წერილებზე, წინადადებებისა და პასუხების  მომზადება; ზ) სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ დადგენილი პერიოდულობით ანგარიშების მომზადება; თ) უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულებას. 2. სოციალური პროგრამების განყოფილების ფუნქციებია: ა)  თბილისის ტერიტორიაზე სოციალური დაცვის ერთიანი სახელმწიფო  და მუნიციპალური პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა; ბ) სოციალური მომსახურების სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების პროცესის მართვა; გ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში,  თბილისში სოციალური დაცვის სფეროს მიკუთვნებული საკითხების მართვა; დ)  თბილისის მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი დაწესებულებებიდან სტატისტიკური მონაცემების მიღება-დამუშავება; ე) სოციალური დახმარების გასაწევად მუნიციპალური მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მართვა; ვ) სოციალური საქალაქო პროგრამების ფარგლებში პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ზ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ  განხორციელებული სოციალური პროექტების კოორდინაცია; თ) მუნიციპალური მიზნობრივი  პროგრამების ფარგლებში,  თბილისის სოციალურად  დაუცველი  მოსახლეობისათვის სოციალური  დახმარებებისა და შეღავათების გაწევის ორგანიზება; ი)  სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესულ განცხადებებზე და წერილებზე, წინადადებებისა და პასუხების  მომზადება; კ) სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ დადგენილი პერიოდულობით ანგარიშის მომზადება; ლ) უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება. 3. პროგრამების მონიტორინგის განყოფილების ფუნქციებია: ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შესრულების მონიტორინგი და მისი ანალიზი; ბ) სოციალური მომსახურების მუნიციპალური პროგრამების შესრულების მონიტორინგი და ანალიზი; გ) ჯანმრთელობის დაცვისა და და სოციალური მომსახურების მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში  შემსრულებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების მონიტორინგი; დ) უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება. 4.  ანალიზისა და დაგეგმვის განყოფილების ფუნქციებია: ა) სამსახურის მიერ განხორციელებული პროგრამების სტატისტიკური ანალიზის წარმოება; ბ) განხორციელებული პროგრამების სრულყოფის მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების  მომზადება; გ) ანალიტიკური ანგარიშგებების მომზადება; დ) უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.   მუხლი 8🔗. სამსახურის ქონება  სამსახურის ქონება წარმოადგენს თბილისის  საკუთრებას.  მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულებები სამსახურის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.