ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.09.2014
ძალის დაკარგვა 03.04.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9-18
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.101.016018
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 22.02.2018
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 03.04.2017
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის დებულების
დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9-18
2014 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის დებულების
დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის, 166-ე მუხლის მე-3 პუნქტის და „ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული დებულების მე-3 და 121 მუხლების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის თანდართული დებულება.
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთ თვეში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი
დანართი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური (შემდგომში სამსახური) არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის კომპეტენციას მიკუთვნებული კულტურის დარგის მართვის მიზნით შექმნილი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში თბილისი) მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის მუნიციპალური პროგრამების მართვას და მათი განხორციელების კონტროლს.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. სამსახურს აქვს ბლანკი, შტამპი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით.
4. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება თბილისის ბიუჯეტის ხარჯზე.
მუხლი 2🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახურის ფუნქციებია:
ა) კულტურის სფეროში თბილისის მთავრობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მართვა (კოორდინაცია) და მათი განხორციელების კონტროლი;
ბ) კულტურის საქალაქო სფეროს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განვითარების შესახებ შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების მომზადება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება;
გ) დაქვემდებარებული კულტურის მუნიციპალური დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირებისათვის, აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით, საჭირო წინადადებათა და კონცეფციების შემუშავება, მათი განხორციელების უზრუნველყოფა;
დ) კულტურის საქალაქო სფეროს პერსპექტიული განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაში, აგრეთვე, ამ სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ე) კულტურის საქალაქო სფეროს განვითარებისათვის ინვესტიციების, გრანტების და სხვა სახსრების მოზიდვა;
ვ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვასა და პოპულარიზაციაზე, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფაზე, კულტურის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის თავისუფლების, წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
ზ) კულტურის სფეროში დამეგობრებული მუნიციპალიტეტების შესაბამის დაწესებულებებთან თანამშრომლობის კოორდინაცია, არსებული ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა და ახალი ურთიერთობების დამყარება; თბილისის, როგორც უძველესი კულტურის მქონე ქალაქის სახელის გატანა ქვეყნის საზღვრებს გარეთ;
თ) თბილისის კულტურის სფეროს ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა და განვითარება;
ი) კულტურული ურთიერთობების დამკვიდრების, ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის და შესაბამისი პროფილის კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობისათვის ზრუნვა;
კ) თანამშრომლობა თბილისის მერიის სხვა სამსახურებთან, ორგანიზაციებთან, საწარმოებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
ლ) თბილისის კულტურის სფეროში დასაქმებული თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
მ) მსოფლიოს ქალაქებსა და დედაქალაქებთან კულტურის საკითხების თანამშრომლობის სფეროში თბილისის კავშირების განვითარებისათვის წინადადებების მომზადება;
ნ) კულტურის საკითხებთან მიმართებაში ქვეყნის საზღვრებს გარეთ ჩატარებულ ღონისძიებებზე შესაბამისი პირების მივლინებისა და სტაჟირების უზრუნველყოფა;
ო) საზღვარგარეთიდან სპეციალისტების მოწვევა კულტურის სფეროში მოღვაწე ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების გასაზიარებლად, კონფერენციების, სემინარებისა და მასტერ-კლასების მოსაწყობად;
პ) საქართველოს კანონმდებლობითა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 3🔗.
სამსახურის უფროსი
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თბილისის საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს თბილისის მერი. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხს წყვეტს თბილისის მერი.
2. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია და უფლებამოსილებას იხსნის თბილისის მერის წინაშე.
3. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას, პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში, ანიჭებს სამსახურის წარმომადგენლობას ცალკეულ პირებს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას;
გ) ამ დებულების შესაბამისად სამსახურის საქმიანობის მიმართულებათა მართვის მიზნით განსაზღვრავს სამსახურის უფროსის მოადგილის, სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა და მოსამსახურეთა ფუნქციებს, კომპეტენციებსა და პასუხისმგებლობას;
დ) თვალყურს ადევნებს თანამშრომელთა მოვალეობების შესრულებასა და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიმართავს თბილისის მერს და თბილისის მთავრობას, სამსახურისათვის მიკუთვნებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისა და გადაწყვეტილებების მიღების თაობაზე;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას;
ზ) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი მოვალეობების შესრულებისათვის და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს, თბილისის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისების ან მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
თ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗.
სამსახურის უფროსის მოადგილე
1. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თბილისის მერი.
2. სამსახურის უფროსის მოადგილე თავის საქმიანობას წარმართავს ამ დებულებისა და სამსახურის უფროსის მიერ განსაზღრული კომპეტენციის, ფუნქციებისა და სამსახურის უფროსის დავალებების შესაბამისად. ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობებს, მისი არყოფნის პერიოდში.
3. სამსახურის უფროსის მოადგილე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის წინაშე.
4. სამსახურის უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას სამსახურის უფროსის დავალებით ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი.
მუხლი 5🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) კულტურისა და ხელოვნების მუნიციპალური დაწესებულებების მართვისა და კოორდინაციის განყოფილება;
ბ) კულტურის და ხელოვნების მუნიციპალური ობიექტების განვითარების ხელშეწყობის განყოფილება;
გ) მონიტორინგისა და შეფასების განყოფილება;
დ) კვლევის, ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების განყოფილება.
მუხლი 6🔗.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი
1. სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (შემდგომში სტრუქტურული ქვედანაყოფი) ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თბილისის მერი.
2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის, აგრეთვე სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) ანაწილებს დავალებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის;
დ) იღებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ე) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
ვ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ შინაგანაწესისა და დისციპლინის დაცვას. დადგენილი წესით აფასებს მოსამსახურეთა საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 7🔗.
სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები
1. კულტურის და ხელოვნების მუნიციპალური დაწესებულებების მართვისა და კოორდინაციის განყოფილების ფუნქციებია:
ა) კულტურის სფეროს განვითარების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ბ) კულტურის მუნიციპალური დაქვემდებარების დაწესებულებების (ხელოვნების სკოლები, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, თეატრები, პანთეონები და სხვა) სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა;
გ) სახელოვნებო განათლების არამოთხოვნადი სპეციალობების ხელშეწყობა;
დ) ხელოვნების სკოლებში ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობა;
ე) ხელოვნების სკოლებში სასწავლო-საგანმანათლებლო მასალების მომზადება-გამოცემა (სასწავლო გეგმები, პროგრამები, სასწავლო სახელმძღვანელოები და სხვა), პედაგოგთა გადამზადება;
ვ) თანამედროვე თეატრალური ხელოვნებისათვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა;
ზ) მუნიციპალური თეატრების სარეკომენდაციო საბჭოს ხელშეწყობა;
თ) ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების მეთოდოლოგიის შემუშავება თბილისის მუნიციპალური თეატრებისთვის; ინკლუზიური თეატრალური დასის შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობების ხელშეწყობა;
ი) თანამედროვე მუსიკალური ხელოვნების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია;
კ) ქართული ფოლკლორის დარგების შესწავლა და პოპულარიზაცია, ქართული ფოლკლორისა და ხელოვნების ტრადიციების დაცვა და განვითარება კონკრეტული პროექტების განხორციელების გზით, მოსწავლე-ახალგაზრდობის დაინტერესება ფოლკლორული მუსიკით და მათი მიზიდვა საგანმანათლებლო-სახელოვნებო სივრცეში.
2. კულტურის და ხელოვნების მუნიციპალური ობიექტების განვითარების ხელშეწყობის განყოფილების კომპეტენციას მიეკუთვნება:
ა) კულტურის და ხელოვნების მუნიციპალური ობიექტების (ხელოვნების სკოლები, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, თეატრები) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების ღონისძიებები;
ბ) ინფრასტრუქტურის განვითარების უზრუნველყოფა, კულტურის და ხელოვნების ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების განხორციელების ორგანიზაცია.
3. მონიტორინგისა და შეფასების განყოფილების ფუნქციებია:
ა) თბილისის კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელებული პროგრამების მონიტონირგი და შეფასება;
ბ) კულტურის და ხელოვნების მუნიციპალური დაწესებულებების საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება.
გ) მუნიციპალური პროგრამების შესაბამისად, სახელშეკრულებო პირობების შესრულების მონიტორინგი;
დ) კულტურის საქალაქო სფეროს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განვითარების შესახებ შესაბამისი საქალაქო პროგრამების მონიტორინგი.
4. კვლევის, ანალიზის და სტრატეგიული განვითარების განყოფილების ფუნქციებია:
ა) თბილისის კულტურის სფეროს კვლევა, ანალიზი და განვითარების კონცეფციის შემუშავება;
ბ) თბილისის ჩართვა რეგიონულ და საერთაშორისო ინიციატივებში;
გ) კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებით თბილისის განვითარების სტრატეგიის განხორციელება;
დ) გრძელვადიანი სტრატეგიის საფუძველზე დედაქალაქის კულტურული განვითარებისა და ხელმისაწვდომობის კომპლექსური პროგრამების ჩამოყალიბება;
ე) თბილისის ისტორიის კვლევის ხელშეწყობა;
ვ) კულტურული ღირებულების ექსპორტისა და კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
ზ) სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობის კოორდინაცია.
მუხლი 8🔗.
სამსახურის ქონება
სამსახურის ქონება წარმოადგენს თბილისის საკუთრებას.
მუხლი 9🔗.
დასკვნითი დებულებები
სამსახურის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.