იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოქმედი სპეციალური კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის შესახებ

მიღების თარიღი 01.10.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-69/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016296
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/10/2014
matsne.gov.ge 297 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს N34 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ლიკვიდაციის მიზნით სალიკვიდაციო კომისიის შექმნის თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 86% 08.08.2019 საქართველოს მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 22.09.2020 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 14.12.2017 ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 85% 05.01.2018 საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის შექმნის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 85% 15.12.2020

დოკუმენტის ტექსტი

იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოქმედი სპეციალური კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-69/ნ 2014 წლის 1 ოქტომბერი ქ. თბილისი იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოქმედი სპეციალური კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის შესახებ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 28​1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოქმედი სპეციალური კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო დანართი იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოქმედი სპეციალური კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი 1. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 22​1 მუხლის შესაბამისად, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის   მიმწოდებელ დაწესებულებაში ამავე დაწესებულების ადმინისტრაციის ბრძანებით იქმნება ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია (შემდგომში - კომისია), დაწესებულების კლინიკური ხელმძღვანელის თავმჯდომარეობით, არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით, რომელიც დაკომპლექტებულია მკურნალი ექიმ-ფსიქიატრით, დაწესებულების ექიმ-ფსიქიატრით, დაწესებულების ფსიქიატრიის დარგის მუშაკით და მოწვეული სპეციალისტით. 2. საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია კომისიის გაფართოება სხვა სპეციალისტების მოწვევით. 3. კომისია ვალდებულია: ა) პირის სტაციონარში მოთავსების შემდეგ, წელიწადში ერთხელ შეაფასოს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის მიმართ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის  22​1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობა; ბ) ჩაატაროს ვადამდელი შეფასება პაციენტის მკურნალი ექიმ-ფსიქიატრის მოთხოვნის საფუძველზე, თუ პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საფუძველს იძლევა; გ) განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. 4. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობისა და რისკის შეფასების სტანდარტის გათვალისწინებით, ხმათა უმრავლესობით. 5. დასკვნას ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. 6. კომისიის წევრის განსხვავებული აზრი წერილობით უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. 7. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარედგინება ადმინისტრაციას დაწესებულების მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად. 8. კომისიის წევრთა აზრის გაყოფის შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას - საამისოდ უფლებამოსილი პირი, რომელსაც წერილობით აქვს მინიჭებული ამგვარი უფლებამოსილება.