ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 23.09.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9-20
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.101.016020
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/09/2014
matsne.gov.ge 637 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 10.11.2025 ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 25.02.2022 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 14.12.2017 თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 22.12.2017 პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 17.01.2023

დოკუმენტის ტექსტი

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9-20 2014 წლის 23 სექტემბერი ქ. თბილისი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 75-ე მუხლის „ა.დ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2014 წლის 3 სექტემბრის №05.06.34 განკარგულების შესაბამისად შექმნილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის თანდართული დებულება.   2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი დანართი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 75-ე მუხლის „ა.დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით შექმნილი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის (შემდგომში - კომისია) საქმიანობის წესსა და  უფლებამოსილებებს.      2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“  და ამ დებულებით. 3. ამ დებულებაში  ტერმინები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რაც მათ მინიჭებული აქვთ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“. მუხლი 2🔗. კომისიის უფლებამოსილებები 1. კომისია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) ან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წარდგინებით, კომპეტენციის ფარგლებში: ა) განიხილავს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებათა პირობების ცვლილებასთან/გაუქმებასთან, სხვა შესრულების მიღებასთან, საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების დადასტურებასა და აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე მხარისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს; ბ)  განიხილავს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული, სასამართლოსათვის/ არბიტრაჟისთვის წარსადგენი მორიგების აქტის პროექტებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს. 2. კომისიისათვის საკითხის წარდგენის მიზანშეწონილობისა და აუცილებლობის თაობაზე, კომპეტენციის შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო ან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა. მუხლი 3🔗. კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებები თავისი ფუნქციების განხორციელებისას, კომისიის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს კომისიას და წარმართავს მის საქმიანობას; ბ) თავისი ინიციატივით ან კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით, იწვევს კომისიის სხდომას და უძღვება მას; გ) საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხმის უფლებით ან ხმის უფლების გარეშე, იწვევს სხვა უწყებების წარმომადგენლებს, შესაბამის ექსპერტებს და/ან სპეციალისტებს კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ხმის უფლებით ან ხმის უფლების გარეშე; დ) საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფო და სხვა უწყებებიდან გამოითხოვს საჭირო ინფორმაციასა და დოკუმენტაციას;   ე) საჭიროების შემთხვევაში დაუშვებს ხელშეკრულების კონტრაჰენტს  კომისიის სხდომაზე დასასწრებად; ვ) წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთიერთობისას; ზ) ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 4🔗. კომისიის საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი და ვადები   1. კომისიას საკითხები განსახილველად წარედგინება სააგენტოს მიერ, ხოლო ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები კომისიას წარედგინება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ. 2. კომისიის სხდომები მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის ან წევრთა 1/3-ის ინიციატივით. 3. კომისიის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის სხდომის მოწვევის ორგანიზებას, დღის წესრიგის შემუშავებას, კომისიის სხდომამდე კომისიის წევრებისათვის დღის წესრიგის მიწოდებასა და კომისიის სხდომის ოქმის შედგენას. კომისიის მდივანი კომისიის მუშაობაში მონაწილეობას იღებს ხმის უფლების გარეშე. 4. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 5. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის მუდმივმოქმედ წევრთა ნახევარზე მეტი. 6. კომისიის თითოეული მუდმივმოქმედი წევრი, გარდა კომისიის მდივნისა, სარგებლობს ერთი ხმის უფლებით. 7. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 8. კომისიის წევრებსა და ხმის უფლებით მოწვეულ პირებს არ აქვთ კენჭისყრისას ხმის მიცემისაგან თავის შეკავების უფლება. 9. კომისიის გადაწყვეტილება აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის მუდმივმოქმედი დამსწრე წევრები, ხმის უფლებით მოწვეული პირები და კომისიის მდივანი. კომისიის დამსწრე წევრის ან მოწვეული პირის განსხვავებული აზრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაერთვის კომისიის სხდომის ოქმს.   10. კომისიის გადაწყვეტილებას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი. 11. კომისიის გადაწყვეტილება (სხდომის ოქმი) კომისიის მდივნის მიერ წარედგინება კომისიის მუდმივმოქმედ წევრებს, მოთხოვნის შემთხვევაში - ასევე მოწვეულ პირებს. მუხლი 5🔗. დებულებაში ცვლილებების და დამატებების  შეტანის წესი  კომისიის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.