ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9-20 |
|
2014 წლის 23 სექტემბერი ქ. თბილისი |
|
ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების
შემსწავლელი კომისიის დებულება
2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და ამ დებულებით.
3. ამ დებულებაში ტერმინები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რაც მათ მინიჭებული აქვთ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“.
ა) განიხილავს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებათა პირობების ცვლილებასთან/გაუქმებასთან, სხვა შესრულების მიღებასთან, საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების დადასტურებასა და აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე მხარისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;
ბ) განიხილავს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული, სასამართლოსათვის/ არბიტრაჟისთვის წარსადგენი მორიგების აქტის პროექტებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს.
2. კომისიისათვის საკითხის წარდგენის მიზანშეწონილობისა და აუცილებლობის თაობაზე, კომპეტენციის შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო ან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
ა) ხელმძღვანელობს კომისიას და წარმართავს მის საქმიანობას;
ბ) თავისი ინიციატივით ან კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით, იწვევს კომისიის სხდომას და უძღვება მას;
გ) საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხმის უფლებით ან ხმის უფლების გარეშე, იწვევს სხვა უწყებების წარმომადგენლებს, შესაბამის ექსპერტებს და/ან სპეციალისტებს კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ხმის უფლებით ან ხმის უფლების გარეშე;
დ) საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფო და სხვა უწყებებიდან გამოითხოვს საჭირო ინფორმაციასა და დოკუმენტაციას;
ე) საჭიროების შემთხვევაში დაუშვებს ხელშეკრულების კონტრაჰენტს კომისიის სხდომაზე დასასწრებად;
ვ) წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთიერთობისას;
ზ) ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. კომისიის სხდომები მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის ან წევრთა 1/3-ის ინიციატივით.
3. კომისიის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის სხდომის მოწვევის ორგანიზებას, დღის წესრიგის შემუშავებას, კომისიის სხდომამდე კომისიის წევრებისათვის დღის წესრიგის მიწოდებასა და კომისიის სხდომის ოქმის შედგენას. კომისიის მდივანი კომისიის მუშაობაში მონაწილეობას იღებს ხმის უფლების გარეშე.
4. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
5. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის მუდმივმოქმედ წევრთა ნახევარზე მეტი.
6. კომისიის თითოეული მუდმივმოქმედი წევრი, გარდა კომისიის მდივნისა, სარგებლობს ერთი ხმის უფლებით.
7. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
8. კომისიის წევრებსა და ხმის უფლებით მოწვეულ პირებს არ აქვთ კენჭისყრისას ხმის მიცემისაგან თავის შეკავების უფლება.
9. კომისიის გადაწყვეტილება აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის მუდმივმოქმედი დამსწრე წევრები, ხმის უფლებით მოწვეული პირები და კომისიის მდივანი. კომისიის დამსწრე წევრის ან მოწვეული პირის განსხვავებული აზრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაერთვის კომისიის სხდომის ოქმს.
10. კომისიის გადაწყვეტილებას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი.
11. კომისიის გადაწყვეტილება (სხდომის ოქმი) კომისიის მდივნის მიერ წარედგინება კომისიის მუდმივმოქმედ წევრებს, მოთხოვნის შემთხვევაში - ასევე მოწვეულ პირებს.