„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33 |
|
2014 წლის 24 სექტემბერი ქ. ბოლნისი |
„1. საკრებულოს მორიგი სხდომები, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, მოიწვევა თვეში ორჯერ. საკრებულოს სხდომა ტარდება, როგორც წესი, ყოველი თვის პირველ და მესამე ორშაბათს (ხოლო თუ ორშაბათი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დეღეს)“.
2. რეგლამენტის 47-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა თვეში ორჯერ. როგორც წესი, ყოველი თვის პირველ და მესამე ორშაბათს (თუ ორშაბათი არასამუშაო დღეა მომდევნო სამუშაო დღეს). საკრებულოს მორიგი სხდომა, თუ არ იცვლება მისი თარიღი და ჩატარების ადგილი, არ საჭიროებს ოფიცილურ მოწვევას“.
3. რეგლამენტის 54-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულოს სხდომა იწყება დილის 11 საათზე და მთავრდება 18 საათზე. სხდომები მიმდინარეობს შემდეგი განრიგით:
ა) დილის სხდომა 11.00-დან 14.00-მდე;
ბ) საღამოს სხდომა 15.00-დან 18.00-მდე;
გ) შესვენებები: 12.30 -დან 12.45-მდე; 14.00-დან 15.00-მდე; 16.30-დან 17.00-მდე.
|