აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№111-უ.ს.შ.ს.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს

დადგენილება

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

2015 წლის ბიუჯეტის  პროექტის დამტკიცების შესახებ

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 1381  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი.

2. უმაღლესი საბჭოს 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი განისაზღვროს 4958,8   ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:

ა) ხარჯები  4883,8  ათასი ლარი:

ა.ა) შრომის ანაზღაურება 3468,9   ათასი ლარი;

ბ) არაფინანსური აქტივების ზრდა  75,0 ათასი ლარი.

3. უმაღლესი საბჭოს მომუშავეთა რიცხოვნება განისაზღვროს 125 საშტატო ერთეულით.

4. აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული თანხები გათვალისწინებული იქნეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტში.

5.  დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                                           ავთანდილ ბერიძე

ჩაქვი  

2014 წლის 18 სექტემბერი

№111 - უ.ს.შ.ს.