ხონის მუნიციპალიტეტში ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების კვლევის პროგრამით გათვალისწინებული დახმარების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.09.2014
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №46
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016202
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.09.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე | ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„ხონის მუნიციპალიტეტში ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების კვლევის პროგრამით გათვალისწინებული დახმარების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხონის მუნიციპალიტეტში ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების კვლევის პროგრამით გათვალისწინებული დახმარების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №46
2014 წლის 24 სექტემბერი
ქ. ხონი
ხონის მუნიციპალიტეტში ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების კვლევის პროგრამით გათვალისწინებული დახმარების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ფერმერული მეურნეობის განვითარების მიზნით ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების კვლევის პროგრამით გათვალისწინებული დახმარების გაწევის წესი (დანართი №1.)
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე
დანართი №1
ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ნიადაგის
ხარისხობრივი მაჩვენებლების კვლევის პროგრამით
გათვალისწინებული დახმარების გაწევის წესი
წინამდებარე წესი აწესრიგებს ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამგეობის სხვა ხარჯებიდან გათვალისწინებული ურთიერთობებს, განსაზღვრავს აღნიშნული დახმარების გაწევაზე უფლებამოსილ დაწესებულებას, ადგენს დახმარების სახეებს და დახმარების გაწევის ძირთად სახელმძღვანელო პრინციპებს.
თავი I
პროგრამით გათვალისწინებული დახმარების სახეები
მუხლი 1🔗
1. ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების კვლევის პროგრამით (შემდგომში პროგრამა) გათვალისწინებულია შემდეგი სახეები:
ა) ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების სრული კვლევა;
ბ) ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების ნაყოფიერების კვლევა;
თავი II
პროგრამით გათვალისწინებული დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია
მუხლი 2🔗
1. პროგრამით გათვალისწინებული დახმარება გაწევათ:
ა) პირებს, რომელთაც დადგენილი წესით რეგისტრირებული აქვთ არანაკლები 1,5 ჰა-ზე ოდენობის მიწის ნაკვეთი;
ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს , რომელთაც მუდმივ მფლობელობაში ან დროებით სარგებლობაში არანაკლები ხუთი წლის ვადით გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები;
გ) დამწყებ ფერმერებს, რომელთაც აქვთ საკუთრებაში დარეგისტრირებული ფართობი არანაკლები 5 ჰა-სა.
2.დახმარების სახე განისაზღვრება ბენეფიციარისა და დახმარების მხრიდან უფლებამოსილი პირის ურთიერთშეთანხმების შედეგად.
3. ბენეფიციარები, რომელთაც საკუთრებაში რეგისტრირებული აქვთ არანაკლები 1,5 ჰა მიწის ნაკვეთი, ნიადაგის კვლევის ხარჯების 80 % დაფინანსდება დახმარებით, ხოლო 20%-ი თავად ბენეფიციარის მიერ.
4.ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ბენეფიციარებს ნიადაგის კვლევის ხარჯები დახმარების გაცემისგან აუნაზღაურდებათ სრულად.
5.დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია:
პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად პირმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ან სარეგისტრაციო დოკუმენტის ასლი;
გ) მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან).
თავი III
დახმარების გაწევის ორგანიზება და ადმინისტრირება
მუხლი 3🔗
1. პროგრამით გათვალისწინებული დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს გამგეობის მიერ შექმნილი დროებითი კომისია და გამგეობის შესაბამისი სამსახური.
2. დროებითი კომისია იქმნება გამგებლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე
მუხლი 4🔗
1. დახმარების მისაღებად ბენეფიციარი განცხადებით და თანდართული დოკუმენტაციით წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგეობას.
2. გამგეობაში შემოსული ყველა განცხადება რეგისტრაციის შემდეგ დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მოსამზადებლად ეგზავნება შესაბამის სამსახურს.
მუხლი 5🔗
სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე განცხადებას საჯაროობის პრინციპის დაცვით განიხილავს დროებითი კომისია.
მუხლი 6🔗
1. კომისია დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით
2. დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად ყოველი კონკრეტული საკითხის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
მუხლი 7🔗
1. დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დროებითი კომისიის ოქმის საფუძველზე იღებს გამგებელი და გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.
მუხლი 8🔗
დახმარების გაცემის შესახებ ბრძანების ასლი იგზავნება გამგეობის საფინანსო სამსახურში, რომელიც ფინანსურად უზრუნველყოფს დახმარების სათანადო წესით გაცემას.