სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.09.2014
ძალის დაკარგვა 08.12.2017
გამომცემი ორგანო სამტრედიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016126
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 614 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.09.2014 მიღება
08.12.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 2014 წლის 24 სექტემბერი ქ. სამტრედია სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ   საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №26 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია დანართი №1 სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური 1. გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; წინადადებების შემუშავებას სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის სფეროში; წინადადებების შემუშავებას მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვის სფეროში; წინადადებების შემუშავებას მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვის სფეროში. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის საჯარო მოხელეებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოხელე. 3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით. სამსახურის საჯარო მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. 4. სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;   ბ) წინადადებების შემუშავებას სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის სფეროში; გ) წინადადებების შემუშავებას მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვის სფეროში; დ) წინადადებების შემუშავებას მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვის სფეროში; ე) წინადადებების შემუშავებას  განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ვ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე; ზ) მუნიციპალიტეტში მოქმედი შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების  სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობის ხელშეწყობას; თ)  თეატრის, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი, პროფესიული ხელოვნებისა და ხალხური შემოქმედების დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნასა და პოპულარიზაციას; ი)  ნიჭიერ, პერსპექტიულ ხელოვანთათვის, სპორტსმენთათვის, ასევე სხვადასხვა ტიპის სასწავლებლების წარჩინებულ სტუდენტთათვის ფინანსური დახმარების გაწევის ორგანიზებას; კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სამსახურის განათლებისა და კულტურის მიმართულების ფუნქციები სამსახური განათლებისა და კულტურის მიმართულებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას; დ) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ე) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; ვ) ძეგლთა დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ზ) ძეგლთა დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; თ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას; ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულების ფუნქციები სამსახური სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მიმართულებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას; დ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას; ე) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას; ვ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; ზ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესწავლას და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას; თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.