სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების, ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.09.2014
ძალის დაკარგვა 01.08.2015
გამომცემი ორგანო სამტრედიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016130
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 700 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.09.2014 მიღება
01.08.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 2014 წლის 24 სექტემბერი ქ. სამტრედია სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების, ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 2014 წლის 24 სექტემბერი ქ. სამტრედია სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების, ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების, ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების  სამსახურის დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლების, შესყიდვებისა და სამეურნეო - ტექნიკური უზრუნველყოფის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №25 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია დანართი №1 სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების, ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. გამგეობის შესყიდვების, ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური 1. გამგეობის შესყიდვების, ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი შესყიდვების ორგანიზებასა და განხორციელებას, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვას, შესყიდვების პროცედურების კანონიერების დაცვით; მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას; ადგილობრივი მოსაკრებლების გადამხდელთა ბაზის შექმნას და მათ მიერ შესასრულებელი ან/და შესრულებული ვალდებულებების პერიოდულ ანალიზს; ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის - განყოფილებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია შესყიდვების ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების; 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოხელე. 6. განყოფილების საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის  ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის პროექტის შემუშავებას; ბ) შესყიდვების გეგმით განსაზღვრული მუნიციპალური შესყიდვების განხორციელების მომზადებას მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად; გ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვას, შესყიდვების პროცედურების კანონიერების დაცვით; დ) შესყიდვების ჩატარების შესახებ პერიოდული და ყოველწლიური ანგარიშების შედგენას და წარდგენას გამგებლისათვის; ე) თვითმმართველი ერთეულის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობების ზედამხედველობას და მშენებლობის ხარისხზე კონტროლის დაწესებას;. ვ) ადმინისტრაციულ დარღვევაზე ზედამხედველობა-კონტროლის განხორციელებას, მათი დარღვევის სახეობის მიხედვით აღრიცხვას, რეაგირებასა და აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნას; ზ) ზედამხედველობის განხორციელების ასპექტში დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებების გატარებას. თ) მუნიციპალიტეტის საქალაქო მეურნეობაზე, იერსახეზე, კეთილმოწყობაზე, გარე რეკლამის განთავსებასა და საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე კონტროლის დაწესებას; ი) ადგილობრივი მოსაკრებლების გადამხდელთა ბაზის შექმნას და მათ მიერ შესასრულებელი ან/და შესრულებული ვალდებულებების პერიოდულ ანალიზს; კ) ადგილობრივი მოსაკრებლების თაობაზე წინადადებებისა და გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას; ლ) „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონისა და საკრებულოს მიერ მიღებული „დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის ინსტრუქციის” შესაბამისად ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას; მ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. შესყიდვების, ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების ფუნქციები სამსახურის შესყიდვების, ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების   განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას; ბ) შესყიდვების გეგმით განსაზღვრული მუნიციპალური შესყიდვების განხორციელების მომზადებას მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად; გ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას; დ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას; ე) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებას; ვ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვას, შესყიდვების პროცედურების კანონიერების დაცვით; ზ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას; თ) თვითმმართველი ერთეულის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობების ზედამხედველობას და მშენებლობის ხარისხზე კონტროლის დაწესებას; ი) ადმინისტრაციულ დარღვევაზე ზედამხედველობა-კონტროლის განხორციელებას, მათი დარღვევის სახეობის მიხედვით აღრიცხვას, რეაგირებასა და აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნას; კ) ზედამხედველობის განხორციელების ასპექტში დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებების გატარებას; ლ) მუნიციპალიტეტის საქალაქო მეურნეობაზე, იერსახეზე, კეთილმოწყობაზე, გარე რეკლამის განთავსებასა და საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე კონტროლის დაწესებას; მ) ადგილობრივი მოსაკრებლების გადამხდელთა ბაზის შექმნას და მათ მიერ შესასრულებელი ან/და შესრულებული ვალდებულებების პერიოდულ ანალიზს; ნ) ადგილობრივი მოსაკრებლების თაობაზე წინადადებებისა და გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას; ო) „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონისა და საკრებულოს მიერ მიღებული „დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ინსტრუქციის” შესაბამისად ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას; პ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.