„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონი
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997, გვ. 29) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) შეიმუშავებს წინადადებებს პროკურატურის დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ;
ი) გამოყოფილი ხელფასის ფონდის ფარგლებში ამტკიცებს გენერალური პროკურატურის და ქვემდგომი პროკურატურების სტრუქტურას, საშტატო ერთეულების რაოდენობას და პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას.“.
2. მე-40 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. პროკურატურის მუშაკს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს ზიანის დადგომიდან ერთი წლის ვადაში.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით პროკურატურის მუშაკის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პროკურატურის მუშაკს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით დაიჭრა ან დასახიჩრდა, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, ეძლევა ერთჯერადი დახმარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არა უმეტეს 7 000 ლარისა.“.
3. 401 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროკურატურის მუშაკის ხელფასი შედგება თანამდებობრივი სარგოს, პრემიისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატებისაგან.“;
ბ) მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 23 დეკემბერი.
№2473–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.12.2005.
- როდის იქნა მიღებული „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.12.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2473. სარეგისტრაციო კოდი — 110.060.000.04.001.002.091.
- რამდენი მუხლისგან შედგება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.12.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №2473, 23.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.04.001.002.091 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.12.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/25180/