⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2018)
გაუქმებულია:

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.09.2014
ძალის დაკარგვა 01.01.2018
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.163.016210
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,126 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.09.2014 მიღება
01.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 მუზეუმები
2 ოფისები,  ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები
3 სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები,
4 კინოთეატრები, თეატრები
5 ინსტიტუტები, კოლეჯები,
6 სკოლები სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები
7 სასტუმროები
8 საავადმყოფოები
9 პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები
10 სპორტულ გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები
11 სასურსათი საქონლის მაღაზიები
12 სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები
13 აგრარული ბაზრები
14 შერეული საქონლის ბაზრობები
15 საკვირაო ბაზრობები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №29 2014 წლის 25 სექტემბერი ქ. თელავი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის  ,,დ.ბ“  ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის  და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3-ე  მუხლის პირველი,  მე-2  და მე-6  პუნქტის  საფუძველზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (შემდგომ - თელავის მუნიციპალიტეტი) შემოღებულ იქნეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი. მუხლი 2🔗 თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 1 სულიანი ოჯახებისათვის  0,50 ლარს თვეში, ხოლო ერთ სულზე ზევით 1.00   ლარს თვეში. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია  დანართი  №1-ის  შესაბამისად. მუხლი 4🔗 იურიდიული პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებელის განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 25 ლარს  ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე თვეში. მუხლი 5🔗 იურდიული პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებელის განაკვეთი განისაზღვროს დანართიN2–ის  შესაბამისად. მუხლი 6🔗 საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება - ტრანსპორტირების,  ნარჩენების გაუვნებლობისა და განთავსების, აგრეთვე ქუჩების დაგვა-დასუფთავების ხარჯები დაიფაროს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. მუხლი 7🔗 დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი დანართი №1 დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი 1. დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (ტექსტში შემდგომ)  აწესრიგებს  თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს. 2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს თელავის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე საყოფაცხორებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელს. 3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში. 4. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა, ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები. 5. მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოსაკრებელი  ამოიღება ამ წესის შესაბამისად. მუხლი 2🔗. მოსაკრებლის გადამხდელი  მოსაკრებლის გადამხდელია თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა პირი. მუხლი 3🔗. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი 1. მოსაკრებლის განაკვეთს განსაზღვრავს  მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის გაიანგარიშება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების წარმომქნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო – კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც. 3. მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში – ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე/მოსარგებლეზე (შემდეგში – მესაკუთრე/მოსარგებლე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები. 4. ფიზიკური პირი მოსაკრებელს იხდის მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 5. ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწეროს ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს. 6. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წამოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი. 7. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილი იქნას ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ. 8. მესაკუთრე/მოსარგებლე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქნელთა რაოდენობის ცვლილებების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს. 9. მესაკუთრის/მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა. მუხლი 4🔗. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება 1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის საცხოვრებელ ადგილზე ყოფნით, ხოლო ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მათი დაარსებისთანავე. 2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით. 3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქნელთა მიერ  ნარჩენების წარმოქნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად. 4. გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. ნარჩენების წარმომქნელის მიერ  ნარჩენების წარმოქნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი. 6. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს, წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის საცხოვრებელ ადგილას  არ ყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ. მუხლი 5🔗. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი მოსაკრებელი მთლიანად ირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. მუხლი 6🔗. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები 1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან ელექტრონული ანგარიშსწორების საფუძველზე. 2. ქვითრის ტიპური ფორმის  სავალდებულო რეკვიზიტებია: ა) მოსაკრებლის გადამხდელის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ბ) გადასახდელი თანხა და პერიოდი; გ) გადახდის ვადა და გადახდის ადგილი. 3. მოსაკრებელი გადაიხდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის   მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების წესით. 4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. მუხლი 7🔗. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალიტეტის  გამგეობის  ზედამხედველობის სამსახურს. დანართი N2 იურდიული პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთები № საქმიანობა ზომის ერთეული განაკვეთი თვეში 1 მუზეუმები საერთო ფართის 1 მ​2 0.01 2 ოფისები,  ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები საერთო ფართის 1 მ​2 0.20 3 სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, საერთო ფართის 1 მ​2 0.05 4 კინოთეატრები, თეატრები მაყურებლის  ერთი სავარძელი 0.10 5 ინსტიტუტები, კოლეჯები, ერთ მოსწავლეზე 0.10 6 სკოლები სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები ერთ მოსწავლეზე 0.05 7 სასტუმროები მომსახურების ერთეული (1 საწოლი) 1,0 8 საავადმყოფოები ერთი საწოლი 0,50 9 პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები დახურული ფართის 1 მ​2 0.2 10 სპორტულ გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები ერთ მოსწავლეზე 0.05 11 სასურსათი საქონლის მაღაზიები სამუშაო ფართის 1 მ​2 0.20 12 სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები სამუშაო ფართის 1 მ​2 0.15 13 აგრარული ბაზრები საერთო ფართის 1 მ​2 0.10 14 შერეული საქონლის ბაზრობები საერთო ფართის 1 მ​2 0.10 15 საკვირაო ბაზრობები საერთო ფართის 1 მ​2 0.10 16 ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე ღია ფართის 1 მ​2 დახურული ფართის 1 მ​2 0.025 0.1 17 ავტოგასამართი კომპლექსები (ნავთობპროდუქტების, გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირის და შეკუმშული ბუნებრივი აირის სადგურები) საერთო ფართის 1 მ​2 0.1 18 მანქანის და მექანიზმების საჩვენებელი და გასაყიდი ნაგებობები ღია საერთო ფართის 1 მ​2 დახურული საერთო ფართის 1 მ​2 0.05 0.025 19 ა/მანქანების და მექანიზმების სარემონტო სადგურები, ტექმომსახურების ადგილები 50 კვ.მ–ის ზევით დახურული საერთო ფართის 1 მ​2 0.1 20 ა/მანქანების და მექანიზმების სარემონტო სადგურები, ტექმომსახურების ადგილები 50 კვ.მ–ის ქვევით დახურული საერთო ფართის 1 მ​2 0.2 21 აბანოები, საუნები საერთო ფართის 1 მ​2 0.15 22 სადალაქოები და სილამაზის სალონები საერთო ფართის 1 მ​2 0.20 23 სამეწარმეო საქმიანობა  შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები საერთო ფართის 1 მ​2 0.15 24 რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, კაფეები და ბარები ერთ დასაჯდომ ადგილზე 0,50 25 საცხობები საერთო ფართის 1 მ​2 0.10 26 დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო კლუბები საერთო ფართის 1 მ​2 0.10 27 ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები საერთო ფართის 1 მ​2 0.01 28 ვაგზლები, რკინიგზის, საავტომობილო სადგურები ღია ფართი 1მ​2 0.01 0,10 დახურული ფართი 1მ​2 29 საწარმოო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიები საერთო ფართის 1 მ​2 0.01 30 მსხვილი სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები (საწარმოო ნარჩენების გარდა) საერთო ფართის 1 მ​2 0.01             მოსაკრებლის გაანგარიშების ფორმულა:             მ = მოც. X თვის განაკვეთზე;             მ – მოსაკრებელი ერთ თვეზე;             მოც = ნარჩენის წარმოქმნის  (კვ.მ. ადგილი, საწოლი).