⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.09.2023)
გაუქმებულია:

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.09.2014
ძალის დაკარგვა 01.09.2023
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010330000.35.163.016213
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 435 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.09.2014 მიღება
01.09.2023 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №32 2014 წლის 25 სექტემბერი ქ. თელავი თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:       მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი დანართის №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მოწმობის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაში  შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი დანართი №1  თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი (ტექსტში – შემდგომ) განისაზღვრება თელავის მუნიციპალიტეტის (შემდგომ ტექსტში – თელავის მუნიციპალიტეტი)  საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისა და ჩამორთმევის წესი. 2.  საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ამ წესის შესაბამისად. 3. საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს. მუხლი 2🔗. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები 1. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს: ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებს და ორგანიზაციებს; ბ) სპორტულ ორგანიზაციებს, გაერთიანებებს; გ) თელავის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს საქართველოს პარლამენტში; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თავმჯდომარეს, მუნიციპალიტეტის გამგებელს; ე) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს; ვ) საკრებულოს ფრაქციას; ზ) საინიციატივო ჯგუფს თელავის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით. 2. კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთოდეს: ა) კანდიდატურის წარმდგენი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის  ღვაწლის და დამსახურების შესახებ; ბ) ბიოგრაფიული მონაცემები; გ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) კანდიდატის 2 (ორი) ფოტოსურათი ზომით 3X4 . მუხლი 3🔗. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება და ჩამორთმევა 1. ამ წესის მეორე მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაციის  საფუძველზე წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე შესაბამის დასკვნას წარუდგენს  გამგებელს. 2. მუნიციპალიტეტის გამგებელი საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების სახით. 3. მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობის გადაცემა ხდება  ტრადიციულ სახალხო დღესასწაულებზე. განსაკუთრებული ვითარებიდან გამომდინარე, ეს პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ დროს საკრებულოს თავმჯდომარის ან/და გამგებლის  გადაწყვეტილების საფუძველზე. 4. მუნიციპალიტეტის  საპატიო მოქალაქის მონაცემები შეტანილი უნდა იქნეს თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წიგნში, რომელიც ინახება გამგეობაში. მუხლი 4🔗. საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის საფუძვლები 1. პირს შეიძლება ჩამოერთვას საპატიო მოქალაქის წოდება, თუ მის მიერ ჩადენილი იქნა: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახ დანაშაული; ბ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები; გ) ზოგადზნეობრივი ნორმების საწინააღმდეგო უღირსი საქციელი; დ)  საკუთარი სურვილით. დანართი №2   „თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“   მოწმობის   ფორმა      თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მინიჭების მოწმობა თელავის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ---------------------------------------------------------------------------------- (სახელი, გვარი) თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის  -------  წლის ------------ რიცხვის №----- ბრძანებით, მიენიჭა „საპატიო მოქალაქის“ წოდება .