თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.09.2014
ძალის დაკარგვა 29.01.2018
გამომცემი ორგანო №
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016217
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (7)
| 1 | 2 |
| 17 | 18 |
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანი | თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | გაცემის თარიღი |
| თანამ დებობა | სახელი |
| დაბრუნებული ( გაუქმებული ან უვარგისი ) ოქმები | შენიშვნა |
| დაბრუნების თარიღი | ჩამოწერის აქტის № |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №34
2014 წლის 25 სექტემბერი
ქ. თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა - ანგარიშგების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს მითითების ფორმა დანართი №4-ის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
დამტკიცდეს შემოწმების აქტის ფორმა დანართი №5-ის შესაბამისად.
მუხლი 6🔗
დამტკიცდეს უწყების ფორმა დანართი №6-ის შესაბამისად.
მუხლი 7🔗
დამტკიცდეს დადგენილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე დანართი №7-ის შესაბამისად.
მუხლი 8🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი
დანართი №1
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა - ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა -ანგარიშგების წესი (ტექსტში შემდგომ) შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე.
2. ამ წესის მიზანია თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში მკაცრი აღრიცხვის ფორმის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) გამოყენებისა და მისი აღრიცხვა - წარმოების დარეგულირება.
მუხლი 2🔗. ოქმის შენახვა
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაბეჭდვა მოხდეს სტამბური წესით.
2. სტამბური წესით დაბეჭდილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ჩაბარების უფლება აქვს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის (შემდგომ ტექსტში - თელავის მუნიციპალიტეტი) მინდობილობით აღჭურვილ პირს.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს მიღება - გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ინახავს დაზიანებისა და გარეშე პირთაგან სათანადოთ დაცულ სათავსში.
მუხლი 3🔗. ოქმის შედგენის საფუძველი
1. გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.
2. ადმინისტაციული სამართალდარღვევის ოქმი ზედამხედველობის სამსახურის მოსამსახურეზე გაიცემა მათ მიღება - გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალში შესაბამისი აღნიშვნისა და ხელმოწერის შემდეგ.
მუხლი 4🔗. სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოება.
1. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური საქართველოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, ახდენს კონტროლს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სადემონტაჟო საქმიანობაზე, კერძოდ: თუ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ, დაფიქსირებული იქნება მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის წარმოების ფაქტი და ადგილზე ვერ მოხერხდება მიმდინარე საქმიანობის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდენა, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების მიერ, მოხდება მითითების ფორმის შედგენა, რომელიც ჩაჰბარდება მეპატრონეს, ან თუ არ ჩაიბარებს, გაიკვრება თვალსაჩინო ადგილზე, გადაიღება ფოტო და ითვლება ჩაბარებად, რომლითაც ობიექტის მეპატრონეს მიეცემა ვადა არაუმცირეს 3 (სამი) დღისა, რათა წარმოადგინოს ობიექტის მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან დემონტაჟისათვის საჭირო მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის პროექტი და შესაბამისი მშენებლობის სანებართვო მოწმობა ან ტერიტორია მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ (სამართალდამრღვევის მიმართ) გატარდება კანონშესაბამისი ღონისძიება საქართველოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს დამრღვევის დაჯარიმებას 200 (ორასი) ლარის ოდენობით. მითითებით მიცემული ვადის გასვლის შემდეგ, სპეციალისტი ავსებს შემოწმების აქტს, რომელშიც უთითებს მითითება შესრულდა თუ არა. თუ დამრღვევის მიერ მითითება შესრულებულია, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადდება თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების პროექტი საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით. თუ მითითება არ შესრულდება, შედგება უწყების ფორმა, რომლითაც სამართალდამრღვევი დაბარებული იქნება საქმის განხილვაზე თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შესაბამის ხელმძღვანელთან. ამის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადდება თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების პროექტი დაჯარიმების შესახებ.
2. ჯარიმის შესახებ ბრძანების გამოცემისთანავე, მოქალაქეს ბარდება ბრძანება, თუ არ ჩაიბარებს, გაიკვრება თვალსაჩინო ადგილზე (სახლის კარებზე ან ობიექტზე) და მოქალაქე დაჯარიმდება.
3. თუ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოვა მომართვა/წერილი ან განცხადება მშენებარე ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების, მშენებლობის ვადის გაგრძელების თაობაზე, ან კორექტირებული პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ ფიქსირდება სამართალდარღვევა, კერძოდ: დარღვეული იქნება მშენებლობის ექსპლუატაციაში წარსადგენი ვადები, დარღვეული იქნება ობიექტის პირვანდელი სამშენებლო დოკუმენტის პროექტი ანუ პროექტის გადახვევით იქნება ნაწარმოები მშენებლობა, შესაბამისი სპეციალისტის მიერ, შედგება შემოწმების აქტი, რომელშიც აისახება შესაბამისი სამართალდარღვევა და საქართველოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაიწყება ადმინისტრაციული საქმისწარმოება, რაც ითვალისწინებს დამრღვევის დაჯარიმებას 200 (ორასი) ლარის ოდენობით. ანალოგიურად მომზადდება თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების პროექტი, გამგებლის მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემის შემდეგ, ბრძანება ჩაჰბარდება სამართალდამრღვევს.
4. თუ დაჯარიმების შესახებ ბრძანების ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში სამართალდამრღვევის მიერ არ იქნება გადახდილი შესაბამისი ჯარიმის თანხა, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური ამზადებს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების პროექტს საურავის დაკისრების შესახებ, გამგეობის მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემის შემდეგ, ბრძანება ჩაჰბარდება სამართალდამრღვევს.
5. ანალოგიური მითითებით იწყება საქმისწარმოება საქართველოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 48-ე, 49-ე, 50-ე მუხლებთან დაკავშირებით.
მუხლი 5🔗. ოქმის სისტემატიზაცია
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამკიცებული წესით და ამ წესის შესაბამისად. ოქმის მიღებისა და გაცემის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალში.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალი უნდა იყოს სათანადო წესით დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული. ჟურნალი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოუყენებელი და გაფუჭებული ოქმები ბარდება მათ მიღება - გაცემაზე პასუხისმგებელ პირს, რის შესახებაც ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
4. ოქმის გაფუჭებისა ან/და დაზიანების შემთხვევაში მოსამსახურე ოქმს თან ურთავს ახსნა - განმარტებით ბარათს, რაზეც დგება სათანადო აქტი.
5. ზედამხედველობის მოსამსახურის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და სხვა თანდართული მასალები აუცილებლად რეგისტრირებული უნდა იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მასალების აღრიცხვის ჟურნალში.
6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მასალების აღრიცხვის ჟურნალი უნდა იყოს სათანადო წესით დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული. ჟურნალი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს (დანაყოფებს):
ა) რიგითი ნომერი;
ბ) ოქმის ნომერი;
გ) დამრღვევის გვარი, სახელი, მისამართი;
დ) დარღვევის მოკლე შინაარსი და თარიღი;
ე) ოქმის შემდგენის თანამდებობა სახელი, გვარი;
ვ) კანონის შესაბამისი მუხლი;
ზ) საქმის განმხილველი თანამდებობის პირის სახელი, გვარი ან ქვემდებარეობით გადაგზავნის ნომერი და თარიღი;
თ) საქმის განხილვის თარიღი;
ი) მიღებული დადგენილების მოკლე შინაარსი და ნომერი;
კ) ინფორმაცია დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებით;
ლ) მიღებული დადგენილების სასამართლოში ან/და სააღსრულებო ბიუროში გადაგზავნის ნომერი და თარიღი;
მ) შენიშვნა.
დანართი №2
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
№ ----------
20 წლის --------------------------- --------------------------------------
(თარიღი) (ოქმის შედგენის ადგილი)
1. მე, თვითმმართველი თემის − თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის
_______________________________________________________
(სახელი, გვარი, თანამდებობა)
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე და 240-ე მუხლებისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე შევადგინე აღნიშნული ოქმი იმის თაობაზე, რომ
______________________________________________________
სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი
______________________________________________________
სამართალდამრღვევი სუბიექტის სრული დასახელება
____________________________________________________________
(დამკვეთი, შემსრულებელი)
სამართალდამრღვევი სუბიექტის იურიდიული მისამართი
____________________________________________________________
სამართალდარღვევის შინაარსი:
_____________________________________________________________
_____________________________________________________________
_____________________________________________________________
რაც გათვალისწინებულია ______________________________________
(მიეთითოს კანონის შესაბამისი მუხლი)
2. აღნიშნულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით
სამართალდამრღვევი პირის ________________________________________
(თანამდებობა, სახელი, გვარი)
ახსნა-განმარტება: ________________________________________________
3. სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები.
მე, __________________________________________________________________
(სამართალდამრღვევი პირის სახელი, გვარი)
გავეცანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს:
,,ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი;
საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს სახელმწიფო ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.“
4. ყოველივე ზემოაღნიშნულზე შედგა ეს ოქმი, რომლის სისწორესაც ვადასტურებთ ხელმოწერით.
ოქმი შევადგინე: ___________________
____
(ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერა)
ოქმს გავეცანი:
____________________________
მოწმე (დასწრების შემთხვევაში):
____________________ _____________ ________________
სახელი, გვარი მისამართი პირადი №
დაზარალებული:
____________________ _____________ ________________
სახელი, გვარი მისამართი პირადი №
ოქმის ასლი ჩავიბარე:
___________________________ ____________ _______________
სამართალდამრღვევის სახელი, გვარი მისამართი პირადი №
5. ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა არ წარმოადგენს საქმის შეწყვეტის საფუძველს. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
დანართი №3
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი
№
გაცემის თარიღი
ოქმის №
ოქმის გამცემი
ოქმის მიმღები
შედგენილი ოქმები
თანამ დებობა
სახელი
გვარი
ხელმო წერა
თანამ დებობა
სახელი
გვარი
ხელ
მოწერა
ოქმის №
თანამ დებობა
სახელი
გვარი
ხელმო წერა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
დაბრუნებული ( გაუქმებული ან უვარგისი ) ოქმები
შენიშვნა
დაბრუნების თარიღი
ჩამოწერის აქტის №
ოქმის №
თანამდებობა
სახელი
გვარი
17
18
19
20
21
22
23
დანართი №4
მ ი თ ი თ ე ბ ა № --------
შედგენის თარიღი ------------
1. ზედამხედველობის სამსახური დამრღვევის მიმართ საქმის წარმოებას იწყებს მითითების გაცემით (პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილი);
2. მითითება არის ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნა დამრღვევის მიმართ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, ნებაყოფლობით შეასრულოს მითითებაში მითითებული პირობები, დარღვევის გამოსასწორებლად.
მითითების გამცემი (თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა)
____________________________________________________________________
დამრღვევის დასახელება და მისამართი _________________________________
ობიექტის დასახელება და მისამართი ___________________________________
მითითების გაცემის მომენტში მშენებლობის
ეტაპი ______________________________________________________________
____________________________________________________________________
___________________________________________________________________
დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები
___________________________________________________________________
___________________________________________________________________
___________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
___________________________________________________________________
საჯარიმო სანქცია აღნიშნულ დარღვევაზე განისაზღვერება ______________ ლარით.
დარღვევის გამოსწორების ვადა _____________________________________ დღე.
მითითება ჩაიბარა
(სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა) _____________________________
მითითება გაეცნო (ჩაბარდა) დამრღვევს თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით.
(ზუსტად მიეთითოს თვალსაჩინო ადგილი) ______________________________
__________________________________________________________________
განთავსების თარიღი _________________________
3. თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობა (პირდაპირი ჩაბარებით), გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვალოს მათი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე (პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-19 მუხლი).
4. დანართი №3-ის მე-3 პუნქტი გავრცელდეს მთელ დადგენილებაზე.
დანართი №5
შემოწმების აქტი № -----
შედგენის თარიღი:-------------------
1. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს დამრღვევს, რაზეც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებაში.
შემოწმების აქტი დგება 20 წლის------------------------------------------- გაცემული N--------მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის დასადგენად.
დარღვევის დასახელება და მისამართი: -----------------------------------------------------------------
ობიექტის დასახელება და მისამართი: -------------------------------------------------------------------
შემოწმების მომენტში მშენებლობის ეტაპი:
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შემოწმებით დადგინდა:
----------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

რითაც დგინდება, რომ:
ა. მითითება შესრულდა.
ბ. მითითება არ შესრულდა.
გ. მითითება სრულდება არადროულად.
2. შემოწმების აქტის საფუძველზე, თუკი აქტში დაფიქსირებულია დარღვევა ზედამხედველობის სამსახური იღებს დადგენილებას:
ა. დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;
ბ. დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;
გ. დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანი ან ნაწილობრივი შეჩერების და დემონტაჟის შესახებ (პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-9 მუხლი);
3. იმ შემთხვევაში, თუკი დარღვევა გამოსწორებულია და არ არსებობს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების მიღების საფუძველი, იურიდიული სამსახური იღებს დადგენილებას სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-11 მუხლი);
დანართი №6
უ წ ყ ე ბ ა № --------
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, დაბარებული ხართ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში ტექნიკური - სამშენებლო სამართალდარღვევის აქტთან დაკავშირებით.
დამრღვევის დასახელება და მისამართი
ობიექტის დასახელება და მისამართი_____________________________________
____________________________________________________________________
საქმის განხილვის თარიღი______________________________________________
საქმის განხილვის ადგილი______________________________________________
___________________________________________________________________
საქმის განმხილველი თანამდებობის პირი_________________________________
____________________________________________________________________
დანართი №7
დადგენილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე
№ --------
20 წ.-------------------- ------------------------------------
თარიღი საქმის განხილვის ადგილი
მე, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
სახელი, გვარი
განვიხილე 20------ წლის ------------------------ შედგენილი შემოწმების აქტი №------------
საქართველოს -------------------------------------------------------------------------კოდექსის-----------
მუხლის -------------- გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე და ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმის სხვა მასალები
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სამართალდარღვევის სუბიექტის სრული დასახელება)
------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სამართალდამრღვევის სუბიექტის იურიდიული მისამართი)
მიმართ.
გამოვარკვიე ------------------------------------------------------------------------------------------
(საქმის განხილვისას დადგენილი გარემოებები)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------

ზემოთ აღნიშნულის საფუძველზე, ვიხელმძღვანელე რა საქართველოს კანონით პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის
----------------------------------------- მუხლებით
დავადგინე:
1. ----------------------------------------------------------------------------------------------------------
(სამართალდარღვევის სუბიექტის სრული დასახელება)
დაედოს ადმინისტრაციული სახდელი ფულადი ჯარიმის სახით ------------------- ლარის
ოდენობით (თანხა სიტყვიერად)
2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ თამდებობის პირთან ან სასამართლოში მისი გამოტანიდან 30 დღის ვადაში.
3. ჯარიმის თანხა უნდა იქნეს შეტანილი მუნიციპალიტეტის ანგარიშზე.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
(საბანკო დაწესებულების დასახელება, ა/ა ნომერი)
4. სამართალდამრღვევმა პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს მისთვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან არაუგვიანეს 30 დღისა.
სამსახურის უფროსი ---------------------------------------------
ხელმოწერა
დადგენილების ასლი მივიღე ---------------------------------------------------------------------
სამართალდამრღვევი პირის სახელი, გვარი, ხელმოწერა
-----------------------------------------------------------
დადგენილების ასლის მიღების თარიღი