⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (26.01.2018)
გაუქმებულია:

თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.09.2014
ძალის დაკარგვა 26.01.2018
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №პროგრამული კოდი
სარეგისტრაციო კოდი პროგრამის (ქვეპროგრამის) დასახელება
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 809 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.09.2014 მიღება
26.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
პროგრამული კოდი პროგრამის (ქვეპროგრამის) დასახელება
წლიური გეგმა მათშორის კვარტალების მიხედვით
Iკვ IIკვ.
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №35 2014 წლის  25 სექტემბერი ქ. თელავი თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.გ“ ქვეპუნქტის და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდებსა და მუხლებს შორის გადანაწილების წესი დანართი №1-ის შესაბამისად და გეგმის ცვლილების ცნობა დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი დანართი თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი  ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი მუხლი 1🔗.ზოგადი დებულებები 1. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილებების წესი (ტექსტში - შემდგომ) შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე. 2. წესი განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით      გამოყოფილი ასიგნების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების მექანიზმს. მუხლი 2🔗. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების   გადანაწილების ძირითადი პრინციპები 1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე ასიგნებების გადანაწილება, გარდა სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებულ ასიგნებებისა, შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით. 2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს,   ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. 3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს (გარდა სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა). 4. ასიგნების გადანაწილების მომენტისათვის გასულ კვარტალში არსებული ასიგნებები არ ექვემდებარება ცვლილებას, გარდა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებებისა. 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში გამგეობას უფლება აქვს თითოეულ პრიორიტეტზე ყოველთვიურად გასცეს თანხა არა უმეტეს გასული საბიუჯეტო წლის ასიგნების 1/12-სა. 6. ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს თელავის  მუნიციპალიტეტის გამგებლის (შემდგომში - გამგებლის) სამართებლივი აქტის - ბრძანების საფუძველზე. 7. შესაბამისი სამართებლივი აქტისა და  საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე გამგებელი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის/ღონისძიების დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის/ღონისძიების დასახელების შეცვლა, პროგრამული კოდის დამატება) პროგრამულ კლასიფიკაციაში. 8. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით გამგებელი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის პროგრამულ კოდის ან პროგრამის დამატება) თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს. მუხლი 3🔗. თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით  დამტკიცებული ასიგნების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა, შესრულება 1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ეფექტურად ხარჯვის მიზნით საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს გადასახდელები, მიმართვას თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურს (შემდგომში საფინანსო - საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურს) ასიგნების გადანაწილების თაობაზე. მიმართვაში საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოყვანილ უნდა იქნას სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება ასიგნების გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების აღების არარსებობის თაობაზე. 2. მოთხოვნა საფინანსო - საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა  სამსახურს წარედგინება წერილობითი სახით იმ ორგანიზაციის, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს ასიგნებები, ხელმძღვანელის ხემოწერით. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე. 3. საფინანსო - საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა გამგებელს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს (მოხსენებითი ბარათი და შესაბამისი სამართებლივი აქტის პროექტი) ასიგნების გადანაწილების თაობაზე. 4. გადანაწილების თაობაზე გამგებლის მიერ დადებით გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამგებელი გამოსცემს შესაბამის სამართებლივ აქტს, რომლის საფუძველზე საფინანსო - საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახური ატარებს სათანადო ცვლილებას, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 5. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ასიგნების გადანაწილებაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, საბიუჯეტო ორგანიზაციამ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში არ უნდა წარადგინოს ვალდებულებების დოკუმენტი იმ ასიგნებებზე, რომელთა გადანაწილებაზე არსებობს მოთხოვნა. 6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართებლივი აქტის საფუძველზე, საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახური ამზადებს გამგებლის ბრძანების პროექტს ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. ბრძანების გამოცემის შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-7-ე პუნქტით გათვალისწინებულ წესის შესაბამისად. 7. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებები ზუსტდება ამ წესით გათვალისწინებული გეგმის ცვლილებების ცნობით (დანართი №2). გეგმის ცვლილებების ცნობა დგება 2 ეგზემპლარად, რომლის პირველი ეგზემპლარი რჩება საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურს, ხოლო მეორე გადაეცემა  საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის სამეურნეო, საგეგმო-სახაზინო განყოფილებას, ხოლო მესამე ეგზემპლარი ეგზავნება შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციას. 8. გეგმის ცვლილებების ცნობით ზუსტდება აგრეთვე სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გაცემა ხორციელდება ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად. 9. სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდების ასიგნების საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი სამართებლივი აქტი. დანართი N2 თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის გეგმის ცვლილების ცნობა  N ------- 20       წლის -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება, ორგანიზაციული კოდი) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------  (ცვლილებების საფუძველი, სამართებლივი აქტის ცხრილი,ნომერი --------------------------------------------------------------------------------------------------------------------    (ცვლილებების შინაარსი) პროგრამული კოდი პროგრამის (ქვეპროგრამის) დასახელება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი ცვლილებების თანხა +/- წლიური გეგმა მათშორის კვარტალების მიხედვით Iკვ IIკვ. IIIკვ. IVკვ. ჯამი დაფარვის ან მიმართვის წყარო: 1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნება 2. სარეზერვო ფონდი 3. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი 4. დანარჩენი ცვლილება საფინანსო - საბიუჯეტო საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი  - სამეურნეო, საგეგმო-სახაზინო განყოფილების უფროსი -