თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 25.09.2014
ძალის დაკარგვა 06.03.2015
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.163.016220
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანი | თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.02.2015
დოკუმენტის ტექსტი
თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №37
2014 წლის 25 სექტემბერი
ქ. თელავი
თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს თელავის მუნიციპალიტეტში (შემდგომ - თელავის მუნიციპალიტეტი) სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი
დანართი
თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
1. თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 10 (ათი) ლარს.
2. თელავის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი წარმოადგენს ამ წესის დანართის პირველი მუხლით განსაზღვრული მიწის ნორმატიული ფასის 50%-ს და შეადგენს 5 (ხუთი) ლარს.
3. თელავის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 10 (ათი) ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ წესის დანართის მეორე მუხლით დადგენილი ფასი.