ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობის) დოკუმენტების ტიპური ფორმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა - ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.09.2014
ძალის დაკარგვა 29.01.2018
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 330120000.35.176.016031
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 916 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.09.2014 მიღება
29.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
გაცემის თარიღი
სანებართვო მოწმობის № რაოდენობა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობის) დოკუმენტების ტიპური ფორმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა - ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 2014 წლის 24 სექტემბერი ქ. თელავი ქალაქ  თელავის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობის) დოკუმენტების ტიპური ფორმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“  საქართველოს კანონის 30-ე მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗  დამტკიცდეს  ქალაქ  თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დამტკიცდეს დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტის ფორმა, დანართი №4-ის შესაბამისად. მუხლი 5🔗 დადგენილება  ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე დანართი №1 ქალაქ  თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოწმობების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები. 1. წინამდებარე წესი შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“  საქართველოს კანონის 30-ე მუხლის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“  საქართველოს კანონის საფუძველზე. 2. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების,  „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა და ამ წესის შესაბამისად. მუხლი 2🔗. მშენებლობის სანებართვო მოწმობის დამზადება და მომარაგება 1. ამ წესით განსაზღვრული მშენებლობის სანებართვო მოწმობა (შემდეგში – მოწმობა) წარმოადგენს მესამე კატეგორიის – მარტივი ტიპის მკაცრი აღრიცხვის ფორმას, რომელიც იბეჭდება შესაბამისი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს მიერ. 2.  მოწმობის ფორმა უნდა შეიცავდეს არანაკლებ სამ დამცავ ნიშანს. 3.  პოლიგრაფიული საწარმოდან მოწმობის გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. მინდობილობა თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შეიძლება მიეცეს მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს. მუხლი 3🔗. სანებართვო მოწმობის ფორმების შენახვა 1. სანებართვო მოწმობის ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. სათავსი, სადაც ინახება სანებართვო მოწმობის ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. 3. სანებართვო მოწმობის ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან. მუხლი 4🔗. სანებართვო პირობები მშენებარე ობიექტის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის მიერ ობიექტის მშენებლობის დათვალიერება და სათანადო ოქმების გაფორმება მშენებლობის შესაბამის ეტაპებზე. მუხლი 5🔗. სანებართვო მოწმობის ფორმების შევსება 1. სანებართვო მოწმობის ფორმების შევსება წარმოებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული მერიის თანამშრომლის მიერ. 2. სანებართვო მოწმობის შევსებისას მასში აღინიშნება: ა) ნებართვის გაცემის თარიღი; ბ) ნებართვის მოქმედების ვადა; გ) დამკვეთის დასახელება და მისი მისამართი; დ) მშენებლობის ობიექტის დასახელება, ფუნქციური დანიშნულება, მისამართი, ადგილმდებარეობა; ე) მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი; ვ) ნებართვის გაცემის საფუძველი; ზ) სანებართვო პირობები; თ) მშენებლობის ნებართვის ვადის დინების დაწყების თარიღი; ი) მშენებლობის პროცესის განხორციელების ზედამხედველობის ეტაპები. 3. მოწმობა ივსება ლურჯი ბურთულიანი კალმით. მოწმობაში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. მოწმობის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი მოწმობა, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად.  გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) მოწმობის შესახებ დამტკიცებული ფორმის მიხედვით დგება ჩამოწერის აქტი. ჩამოწერილი მოწმობები, რომლებსაც თან ერთვის ჩამოწერის აქტი, ინახება  პასუხისმგებელ პირთან. 4. მოწმობა დგება ორ ეგზემპლარად. შედგენილი მოწმობის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მაძიებელს, რაზედაც სპეციალურ ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი. მოწმობის მეორე ეგზემპლარი რჩება ნებართვის გამცემთან. მუხლი 6🔗. სანებართვო მოწმობის გაცემა 1. სანებართვო მოწმობის გაცემა მფლობელზე წარმოებს პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის საფუძველზე. 2. სანებართვო მოწმობის გაცემა მესამე პირზე ხდება ნებართვის მაძიებლის მიერ გაცემული მინდობილობისა და პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში (მინდობილობა რჩება ადგილზე). 3. ნებართვის მაძიებელი ან მესამე პირი ხელმოწერით ადასტურებს სანებართვო მოწმობის მიღების ფაქტს სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალში. მუხლი 7🔗. სანებართვო მოწმობის დუბლიკატების გაცემა 1. სანებართვო მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი გასცემს დუბლიკატს, მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ. 2. ნებართვის მფლობელმა სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მისაღებად უნდა წარმოადგინოს განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად. 3. გაცემულ დუბლიკატს დაესმება წარწერა „დუბლიკატი“. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს. 4. ნებართვის გამცემს დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში.  მუხლი 8🔗. სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალი    სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა აღრიცხოს ზონარგაყრილ, ბეჭედდარტყმულ, დანომრილ და სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალში. მუხლი 9🔗. გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობების ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობების ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის მიხედვით, გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში. 3. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №2 მშენებლობის სანებართვო მოწმობა ნებართვა № ნებართვის გაცემის თარიღი:   20             წლის ------------------- ნებართვა ძალაშია   20             წლის --------------------  მდე. ნებართვის ვადის დინების დაწყების თარიღი:   20           წლის ----------------                                   დამკვეთი ----------------------------------------------------------------------------------------                                                            (დასახელება) -----------------------------------------------------------------------------------------------------                                                            (მისამართი) მშენებლობის ობიექტი:  -----------------------------------------------------------------------                                                 (დასახელება,   ფუნქციური დანიშნულება) -----------------------------------------------------------------------------------------------------                                                 (მისამართი / ადგილმდებარეობა) --------------------------------------------------------------------------------------------------------                                                (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი) სანებართვო პირობები: ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ნებართვა გაიცა  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის  მერის 20             წლის ------------ #-------------- ბრძანების საფუძველზე. -------------------------------------------------------------- (სახელი, გვარი, თანამდებობა) ბ.ა. დანართი №3 მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის  ჟურნალის ფორმა სანებართვო მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი სანებართვო მოწმობის მიმღები პირი № გაცემის თარიღი სანებართვო მოწმობის № გვარი სახელი თანამდებობა ხელმოწერა გვარი სახელი ხელმოწერა დანართი N4 დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტი N     ქალაქ თელავის  მუნიციპალიტეტი                                                              ------/------/------ წელი სანებართვო მოწმობის № რაოდენობა თარიღი ჩამოწერის საფუძველი შენიშვნა მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი:                                                          ---------------------------------------