თელავის მუნიციპალიტეტის და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.09.2014
ძალის დაკარგვა 30.05.2019
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 040170050.35.163.016215
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| 1 | 2 |
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანი | თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | ძირითადი აქტივების დასახელება |
| დოკუმენტაციის დასახელება | დანახარჯების ჩამონათვალი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
თელავის მუნიციპალიტეტის და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №40
2014 წლის 25 სექტემბერი
ქ. თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.ა“ ქვეპუნქტის და „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის (შემდგომ - თელავის მუნიციპალიტეტი) და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა - ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარებისა და სხვ.) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის ფორმა დანართი №4-ის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი
დანართი №1
თელავის მუნიციპალიტეტის და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
ეს დადგენილება განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ქონება – თელავის მუნიციპალიტეტის და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონება.
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონება.
3. დაწესებულება – თელავის მუნიციპალიტეტი ან მის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და მუნიციპალიტეტის 100 %-იანი წილით დაფუძნებული მეწარმე იურიდიული პირი.
4. საინვენტარიზაციო კომისია – ქონების ინვენტარიზაციის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია.
მუხლი 3🔗. ინვენტარიზაციის ჩატარება
1. დაწესებულებაში (რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტებიდან) ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული წესის და ამ დადგენილების შესაბამისად.
2. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის ბოლოს, ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება დაწესებულების წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევებში, თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ძირითადი საშუალებების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც.
მუხლი 4🔗. საინვენტარიზაციო კომისია
1. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი.
3. კომისია შედგება თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის, ბუღალტრისა (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი) და სხვა წევრებისაგან.
4. საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოიწვიოს დარგის სხვა სპეციალისტებიც. მოწვეული სპეციალისტები არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
5. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით; ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
მუხლი 5🔗. ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
1. კომისია სწავლობს ამორტიზებული ან ექსპლუატაციისათვის გამოუყენებელი (ვადაზე ადრე ჩამოწერა) ძირითადი საშუალების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს ძირითადი საშუალების დაწესებულების ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ადგენს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტს ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ - ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, ამ წესზე თანდართული ტიპური აქტების ფორმის შესაბამისად (დანართი №2, დანართი №3) და საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტს (დანართი №4) და წარუდგენს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელს.
2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს.
3. გამგებელი უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო - მატერიალური მარაგების ღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი აუდიტორის მიერ, რის შემდეგაც იგი ამტკიცებს კომისიის მიერ ძირითადი საშუალებების ჩამოწერასთან დაკავშირებულ ყველა აქტს.
4. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა.
5. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობის ჩამოწერისას საჭიროა საექსპერტო დასკვნა.
6. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) აისახება ბალანსში მარაგების სახით კომისიის მიერ დადგენილი ღირებულების შესაბამისად.
მუხლი 6🔗. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების განადგურება და განკარგვა
1. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, გამგებლის ბრძანების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურების პროცესს ესწრებიან საინვენტარიზაციო კომისიის წევრები.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება.
4. ქონება უნდა განადგურდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირები.
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია დაწესებულების ხელმძღვანელი.
მუხლი 7🔗. ჩამოწერილი ძირითადი საშუალებების რეალიზება
ჩამოწერილი ძირითადი საშუალებების, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია, რეალიზება ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗. თელავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის წესი
1. თელავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის საკითხს წყვეტს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით.
2. გამგებელი თანხმობას გასცემს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების დირექტორის წერილის საფუძველზე. წერილს თან უნდა ერთვოდეს აუდიტის დასკვნა და კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტები.
3. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა.
4. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტი.
5. თელავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს, რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 1000 (ათასი) ლარს, ერთპიროვნულად წყვეტს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი.
6. ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებელია დაწესებულების ხელმძღვანელი.
7. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია ხდება თელავის მუნიციპალიტეტის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №2
ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა - ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა
20--------- წლის „-------------“-----------------------------მდგომარეობით
№
ძირი თადი საშუა ლების დასა ხელება
ექსპლუ ატაცი აში შესვლის წელი
ექსპლუა ტაციაში ყოფნის ვადა
ღირებულება გადაფა სებამდე (ლარი)
ბუღალ ტრული ცვეთა გადაფასებამდე
ფიზიკური ცვეთა გადაფასებამდე
ნარჩენი საბა ლანსო ღირებუ ლება გადაფა სებამდე (ლარი, გრ5- გრ9)
გადაფასების კოეფიციენტი საქართველოს პრეზიდენტის 09.06.1997 წ. №295 ბრძანებულების საფუძველზე
ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი)
ცვეთა გადაფა სების შემდეგ (ლარი)
საამორ ტიზაციო ანარიცხის ნორმა ძირი თადი ფონდის სრულ აღდგე ნაზე
ფიზიკური ცვეთა
ნარჩენი საბალანსო ღირებულება
%
ლარი
%
ლარი
ბუღალტრული ცვეთის %
საბოლოო ფაქტობ რივი მდომა რეობით %
საბოლოო ბუღალ ტრული მდომა რეობით %
ლარი
ლარი
აშშ დოლარი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
კომისიის წევრები: ვამტკიცებ ვადასტურებ
1. --------------------- საწარმოს ხელმძღვანელი აუდიტორი -----------------------
2. -------------------- --------------------------- ბ.ა.
3. -------------------- ბ.ა
დანართი №3
ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარების და სხვა) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა
საწარმოს დასახელება ----------------------------------------------------
20--------- წლის ‘’-------------‘’-----------------------------მდგომარეობით
№
ძირი თადი საშუა ლების დასა ხელება
ექსპლუ ატაცი აში შესვლის წელი
ექსპლუა ტაციაში ყოფნის ვადა
ღირებულება გადაფა სებამდე (ლარი)
ბუღალ ტრული ცვეთა გადაფასებამდე
ფიზიკური ცვეთა გადაფასებამდე
ნარჩენი საბა ლანსო ღირებუ ლება გადაფა სებამდე (ლარი, გრ5- გრ9)
გადაფასების კოეფიციენტი საქართველოს პრეზიდენტის 09.06.1997 წ. №295 ბრძანებულების საფუძველზე
ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი)
ცვეთა გადაფა სების შემდეგ (ლარი)
საამორ ტიზაციო ანარიცხის ნორმა ძირი თადი ფონდის სრულ აღდგე ნაზე
ფიზიკური ცვეთა
ნარჩენი საბალანსო ღირებულება
%
ლარი
%
ლარი
ბუღალტრული ცვეთის %
საბოლოო ფაქტობ რივი მდომარე ობით %
საბოლოო ბუღალ ტრული მდომა რეობით %
ლარი
ლარი
აშშ დოლარი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
კომისიის წევრები: ვამტკიცებ ვადასტურებ
1. --------------------- საწარმოს ხელმძღვანელი აუდიტორი -----------------------
2. -------------------- --------------------------- ბ.ა.
3. --------------------
ბ.ა
დანართი №4
ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის ფორმა
საწარმოს დასახელება ------------------------------------------------------------
20--------- წლის ‘’-------------‘’-----------------------------მდგომარეობით
№
ძირითადი აქტივების
დასახელება
ექსპლუა ტაციაში შესვლის
(გამოშვების წელი)
საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე
ცვეთა გადაფა სებამდე
% ლარი
გადაფასების კოეფიციენტი
საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასების შემდეგ
ლარი
ცვეთა გადაფასების შემდეგ
ლარი
ნარჩენი საბალანსო ღირებულება
ლარი
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
კომისიის შემადგენლობა:
----------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------
შექმნილი 20----------წლის ------ ------------------- № ----------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ
სამართლებრივი აქტის ---------------- საფუძველზე, რომელმაც
დაათვალიერა -------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------
(ძირითადი საშუალების დასახელება)
აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებული უნდა იქნეს შემდეგ საფუძველზე:
ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი-------------------------------------------------------
საწყისი საბალანსო ღირებულება ----------------------------------------------------------------------
ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი:
ა) ---------------------------------------------------------------------------------------------------
ბ) ---------------------------------------------------------------------------------------------------
გ) ---------------------------------------------------------------------------------------------------
კომისიის დასკვნა -----------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
კომისიის წევრები:
1.----------------------------------------------------------------------
2.-------------------------------------------------------------------------------------------------
3.-------------------------------------------------------------------------------------------------
4.-------------------------------------------------------------------------------------------------
კომისიის თავმჯდომარე:----------------------------------------------------------------
ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლა
დანახარჯების ლიკვიდაცია
ლიკვიდაციის შედეგად მიღებული
დოკუმენტაციის დასახელება
დანახარჯების ჩამონათვალი
თანხა
ლარი
დოკუმენტაციის დასახელება
ფასეულობათა სახეები
რაოდენობა
თანხა
ლარი
1
2
3
4
5
6
7
8
ლიკვიდაციის შედეგების საერთო თანხა:------------------------(----------------) ლარი.
ლიკვიდაციის შედეგი:----------------------------------------------------------------------------
მთავარი ბუღალტერი:---------------------------„-----------„---------------------20-------წელი
კომისიის თავმჯდომარე:----------------------------------------------------------------------------