⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.09.2015)
გაუქმებულია:

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ

მიღების თარიღი 24.09.2014
ძალის დაკარგვა 11.09.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 270090000.35.176.016035
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 506 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.09.2014 მიღება
11.09.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
1 საკრებულოს წევრი
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
N სტატუსი
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №35 2014 წლის 24 სექტემბერი ქ. თელავი ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის  უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის  უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ზღვრული ოდენობები დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗  დადგენილება  ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე დანართი №1 ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი მუხლი 1🔗. საკრებულოს წევრებისთვის საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის ხარჯის ანაზღაურება 1. ქალაქ თელავის საკრებულოს წევრისათვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ხარჯების ასანაზღაურებელი კონკრეტული ოდენობა განისაზღვროს მის მიერ საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებსა და  სხდომებში, ასევე დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებზე დასწრების მონაცემების შესაბამისად. 2. ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა განისაზღვროს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ მიწოდებული ერთიანი ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათი) საფუძველზე. 3. საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ მომზადებული მოხსენებითი ბარათი უნდა ასახავდეს ინფორმაციას საკრებულოს წევრის მონაწილეობის შესახებ საკრებულოს და საკრებულოს ორგანოების სხდომებში მონაწილეობის შესახებ წინა თვის 21 რიცხვიდან მიმდინარე თვის 20 რიცხვის ჩათვლით არსებულ მდგომარეობას (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს). 4. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია კონკრეტული წევრებისათვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა, თუ საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს სხდომაში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მონაცემები მნიშვნელოვნად ნაკლებია სხვა წევრების დასწრების მონაცემებზე. მუხლი 2🔗. საკრებულოს წევრებისათვის  ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება 1. საკრებულოს  წევრისათვის ამომრჩეველთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული   ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის  ბრძანებით საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ მომზადებული ინფორმაციის საფუძველზე. 2. საკრებულოს წევრები ყოველი თვის 20 რიცხვში (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენს განცხადებას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ამომრჩეველთან შეხვედრების ან საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის კონკრეტული დავალებების შესრულებისათვის გაწეული დანახარჯის ოდენობა (რასაც თან უნდა ახლდეს სათანადო დოკუმენტაცია-გადახდის ქვითარი ასეთის არსებობის შემთხვევაში, შეხვედრების ოქმები და სხვა) წინა თვეში ამ პუნქტში განსაზღვრული განცხადების წარდგენის დღიდან მიმდინარე თვეში შესაბამისი განცხადების წარდგენის დღემდე. 3. თუ საკრებულოს წევრის მიერ გაწეული დანახარჯი მნიშვნელოვნად აღემატება ამ დადგენილებით განსაზღვრულ  ზღვრულ ოდენობას (რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტაციით) საკრებულოს აპარატის უფროსი შეიმუშავებს საკრებულოს განკარგულების პროექტს ზღვრულ ოდენობაზე მეტი ხარჯების ანაზღაურების თაობაზე და საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისათვის წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. აღნიშნულის თაობაზე საკრებულო გადაწყვეტილება იღებს უახლოეს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ისა. საკრებულოს წევრს შესაბამისი ანაზღაურება უნდა მიეცეს დაუყოვნებლივ ამ წესის მესამე მუხლის შესაბამისად. მუხლი 3🔗. საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა 1.  მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური ყოველთვიურად ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს განკარგულების ან საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს თვითმმართველობის მომსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დარიცხვასთან ერთად. დანართი №2 საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზედა ზღვრები N სტატუსი საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის ანაზღაურება (ლარი) ამომრჩეველთან შეხვედრებისათვის საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალების შესრულებისათვის ანაზღაურება (ლარი) 1 საკრებულოს წევრი 100 50