ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
მიღების თარიღი 25.09.2014
ძალის დაკარგვა 03.02.2015
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.142.016100
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| 1 | საკრებულოს წევრი |
| საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი | საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | საკრებულოს წევრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 11.11.2011
დოკუმენტის ტექსტი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31
2014 წლის 25 სექტემბერი
ქ. ნინოწმინდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მოვალეობების
შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების
ანაზღაურების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, საკრებულოს რეგლამენტის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2013 წლის 22 აპრილის „საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ’’ №4 დადგენილება, (სსმ, ვებგვერდი, 30. 04. 2013 წ. ).
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი
დანართი
საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული
ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)
№
საკრებულოს წევრი
ანაზღაურების ოდენობა (ლარი) საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის, ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის
1
საკრებულოს წევრი
300