📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.09.2014
ძალის დაკარგვა 01.07.2015
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №63
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016232
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 834 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.09.2014 მიღება
01.07.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №63 2014 წლის 26 სექტემბერი ქ. წყალტუბო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი დანართი №1-ის შესაბამისად (თან ერთვის). მუხლი 2🔗 ამ დადგენილების  ამოქმედების  დღიდან  ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩებისა და მოედნების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 თებევრლის №7 დადგენილება (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებგვერდი www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016176   27/02/2014). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე დანართი №1  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი მუხლი 1🔗 1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების,  სახელდების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და იგი ვრცელდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხებზე. 2. აღნიშნული წესით სამართლებრივად რეგულირდება გეოგრაფიული ობიექტების, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის (შემდგომში - ობიექტის) სახელდების საკითხები. მუხლი 2🔗 1. ობიექტის სახელწოდება შეიძლება აღნიშნავდეს თვალსაჩინო სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწის ვინაობას, მნიშვნელოვან და გამორჩეულ თარიღს, ცალკეულ ღირებულებებსა და ფასეულობებს, მნიშვნელოვან ფაქტს ან/და მოვლენას, სხვა გეოგრაფიული ობიექტის  დასახელებას და სხვა. 2. ობიექტის სახელწოდება უნდა იყოს ენობრივად გამართული, შინაარსობრივად მიზანშეწონილი, გამომდინარეობდეს ხსოვნის კულტურისა და ერის სულიერი კულტურის ფასეულობებიდან. სახელწოდება არ უნდა ქმნიდეს დისჰარმონიას ქართული სახელმწიფოს ტრადიციებთან და დღევანდელობასთან. 3. ობიექტის სახელწოდება შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე სიტყვისაგან. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ერთსა და იმავე დასახლებულ პუნქტში არსებულ ორ ან რამდენიმე ქუჩას, მოედანს, პარკს ან სხვა მსგავს ობიექტს არ შეიძლება ჰქონდეს ერთი და იგივე სახელწოდება.  4. ობიექტის სახელდება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. სახელდების აღმნიშვნელ ნიშანზე (მაჩვენებელზე) სავალდებულოა სახელწოდება მითითებული იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სახელწოდება შეიძლება მიეთითოს აგრეთვე უცხო ენაზეც. ასეთ შემთხვევაში უცხო ენაზე მითითებული სახელწოდება არ შეიძლება განთავსებულ (გამოსახულ) იქნეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე განთავსებული (გამოსახული) სახელწოდების ზევით, მარჯვნივ (დამკვირვებლის პოზიციიდან) ან/და საქართველოს სახელმწიფო ენაზე მოცემულ სახელწოდებაზე დიდი მოცულობით (დიდი ანბანით). მუხლი 3🔗 1. ობიექტის სახელდებასთან დაკავშირებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობითი წინადადებით შეიძლება მიმართოს საკრებულოს წევრმა, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, დაინტერესებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა. 2. მიმართვაში მითითებული უნდა იყოს, მიმართვის ავტორის აზრით, თუ რომელ ობიექტს რა სახელწოდება უნდა მიენიჭოს. მიმართვა უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას. მიმართვა უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ, ადმინისტრაციული განცხადებისათვის საჭირო მოთხოვნებს. 3. ობიექტის სახელდების საფუძველი შეიძლება იყოს არსებული სახელწოდების შეცვლა (გადარქმევა), ახალი  ან სხვა მსგავსი ობიექტისათვის  სახელწოდების მინიჭება ან უსახელო ობიექტებისათვის (ასეთის არსებობისას) სახელწოდების მინიჭება. მუხლი 4🔗 1. ობიექტის სახელდებასთან დაკავშირებული, საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის საკრებულოში წინასწარი მომზადება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობითა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 2. სახელდებასთან დაკავშირებით საკრებულოში შემოსულ წერილობით მომართვას შეისწავლის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია (შემდგომში – საკრებულოს კომისია). საკრებულოს კომისია საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ ადგენს დასაბუთებულ დასკვნას კონკრეტული სახელდების მიზანშეწონილობის თაობაზე. 3. საკრებულოს კომისია,სახელდების საკითხს განიხილავს თავის სხდომაზე. ერთ კონკრეტულ საკითხზე შეიძლება ჩატარდეს საკრებულოს კომისიის რამდენიმე სხდომა. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს კომისია თავის დასკვნას ადგენს ბოლო სხდომაზე. საკრებულოს კომისია ვალდებულია საკითხი განიხილოს და შესაბამისი დასკვნა შეადგინოს საკითხის მისთვის დადგენილი წესით გადაცემიდან 20 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 5🔗 1. საკრებულოს კომისიაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ და კომისიაში შესაბამის რეკომენდაციებსა და კონსულტაციებს უწევენ  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურების, ასევე საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურის დაწესებულებების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, რომლებსაც საკრებულოს ბიუროსთან კონსულტაციების შემდეგ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე, ყოველ კონკრეტულ საკითხზე საკრებულოს კომისიაში სამუშაოდ, ანაზღაურების გარეშე, მათივე თანხმობით მოიწვევს კომისიის თავმჯდომარე. 2. საკრებულოს კომისიის სხდომაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით დგება სხდომის ოქმი, რომელშიც სხვა შესაბამის საკითხებთან ერთად აისახება კომისიის წევრებისა და კომისიაში მოწვეული პირების მიერ განსახილველი საკითხის ირგვლივ წარმოთქმული მოსაზრებები, შეხედულებები და კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებები. კომისიის დასკვნის მიღების დროს გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობას ღებულობენ მხოლოდ კომისიის თავმჯდომარე და საკრებულოს ის წევრები, რომლებიც არიან ამ კომისიის შემადგენლობაში. მუხლი 6🔗 1. საკრებულოს კომისიის მიერ უარყოფითი დასკვნის მიღების შემთხვევაში,  სახელდების საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შესახებ მიმართვის ავტორს  ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარის წერილით. 2. საკრებულოს კომისიის მიერ დადებითი დასკვნის მიღების შემთხვევაში,  ობიექტის  სახელდების  საკითხი  (ობიექტის სახელდების შესახებ მომართვის ასლი, საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი და საკრებულოს კომისიის დასაბუთებული დასკვნის ასლი), საკრებულოს კომისიის მიერ  დასკვნის მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში შესათანხმებლად ეგზავნება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის სამთავრობო კომისიას (შემდგომში – სამთავრობო კომისია). 3. სამთავრობო კომისიის მიერ საკრებულოსათვის თანხმობის (დადებითი დასკვნის) მიცემის შემთხვევაში, თანხმობის მიღებიდან 1 თვის ვადაში საკითხი დადგენილი წესით განიხილება საკრებულოს სხდომაზე. ობიექტის სახელდების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საკრებულო დადგენილი წესით, ღებულობს შესაბამის  სამართლებრივ აქტს. 4. სამთავრობო კომისიის მიერ საკრებულოსათვის თანხმობის მიცემაზე უარის თქმის (უარყოფითი დასკვნის შედგენის) შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს სხდომაზე საკითხის კენჭისყრის დროს იგი უარყოფითად იქნა გადაწყვეტილი, მიმართვის ავტორს ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარის წერილით. მუხლი 7🔗 1. ამ წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. გეოგრაფიული ობიექტების სახელდებას, მათ სახელწოდებათა დაცვასა და მართებულად გამოყენებას „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად აკონტროლებს სამთავრობო კომისია. 2. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.