📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 26.09.2014
ძალის დაკარგვა 03.09.2015
გამომცემი ორგანო შუახევის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.135.016107
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,001 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.09.2014 მიღება
03.09.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ ქარცივაძე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 2014 წლის 26 სექტემბერი დაბა შუახევი შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაადგენის შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 ოქტომბრის №9 დადგენილება (მაცნე, ვებგვერდი matsne.gov.ge; სარეგისტრაციო კოდი: 010320040.35.135.016074). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ქარცივაძე დანართი შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ამ მოთხოვნებით, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეებს უწესდებათ დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. მოთხოვნები არ ვრცელდება გამგებლის პირველ მოადგილეზე, მოადგილეებზე, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებზე, სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებზე და დამხმარე მოსამსახურეებზე. პირველი თავით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება გამგეობის ყველა მოხელეზე, ხოლო მეორე თავით დგინდება სპეციალური მოთხოვნები სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეთათვის. პირველი თავით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით ატესტანტის/კონკურსანტის გამოცდა მოხდება ტესტირების ფორმით, ხოლო მე-2 თავით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით – გასაუბრების ფორმით. მე-2 თავით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, ყველა მოხელეს მოეთხოვება გამგეობის დებულების ცოდნა. თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. საერთო მოთხოვნები 1. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ნებისმიერ თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნ პირს, გარდა წამყვანი სპეციალისტებისა და სპეციალისტებისა, მოეთხოვება უმაღლესი განათლება. 2. გამგეობის ნებისმიერ თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნ პირს მოეთხოვება ზოგადი უნარებისა და შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) ევროპული ქარტია - „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“; გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ გარდა მე-3 კარისა; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; თავი II სპეციალური მოთხოვნები მუხლი 2🔗. შუახევის  მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე: 1. შრომითი საქმიანობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; 2. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება; 3. კომპიუტერული საოფისე პროგრამა (Microsoft word; Microsoft Excel). მუხლი 3🔗. შუახევის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური 1. წამყვან სპეციალისტს მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში დამატებით მოეთხოვება „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო - მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1996 წლის 1 აგვისტოს №3 დებულების ცოდნა; 2. იურიდიული და საკადრო საკითხთა განყოფილება; ა) განყოფილების უფროსი: ა.ა) შრომითი საქმიანობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; ა.ბ) უმაღლესი იურიდიული განათლება; ა.გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“; ა.დ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ა.ე) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (წიგნი პირველის მე-2 და მე-3 კარი; წიგნი მესამე: ზოგადი ნაწილი, კარი პირველი); ა.ვ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ა.ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი. ა.თ) შუახევის   მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება; ა.ი) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word); ბ) მთავარი სპეციალისტი: ბ.ა) უმაღლესი იურიდიული განათლება; ბ.ბ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“; ბ.გ) შუახევის   მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება; ბ.დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word); 3. საქმისწარმოების განყოფილება; ა) განყოფილების უფროსი: ა.ა) შრომითი საქმიანობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; ა.ბ) „საქმისწარმოების ერთიანი წესის დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენდის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; ა.გ) შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება; ა.დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word); ბ) მთავარი სპეციალისტი: ბ.ა) „საქმის წარმოების ერთიანი წესის დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენდის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; ბ.ბ) შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება; ბ.გ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word); 4. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება. ა) განყოფილების უფროსი: ა.ა) შრომითი საქმიანობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ა.ბ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონი; ა.გ) „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი; ა.დ) შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება; ა.ე) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word); ბ) მთავარი სპეციალისტი ადმინისტრაციულ ერთეულებასთან ურთიერთობის საკითხებში: ბ.ა) „სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონი; ბ.ბ) შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება; ბ.გ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word); გ) მთავარი სპეციალისტი მოქალაქეებასთან ურთიერთობის საკითხებში: გ.ა) „სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონი; გ.ბ) შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება; გ.გ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word); მუხლი 4🔗. შუახევის   მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური 1. საბიუჯეტო განყოფილება; ა) განყოფილების უფროსი: ა.ა) ეკონომისტის ან ფინანსისტის კვალიფიკაცია; ა.ბ) შრომითი საქმიანობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; ა.გ) საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-4 კარი; ა.დ) „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 თავი; ა.ე) „ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და გადახდების განხორციელების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 14 ივნისის №336 ბრძანება; ა.ვ) „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფიანასთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის №511 ბრძანება; ა.ზ) შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულება; ა.თ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word  და Excel); ბ) მთავარი სპეციალისტი: ბ.ა) ეკონომისტის ან ფინანსისტის კვალიფიკაცია; ბ.ბ) „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 თავი; ბ.გ) „ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და გადახდების განხორციელების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 14 ივნისის №336 ბრძანება; ბ.დ) შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულება; ბ.ე) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word  და Excel); 2. სახაზინო განყოფილება; ა) განყოფილების უფროსი: ა.ა) შრომითი საქმიანობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; ა.ბ) ეკონომისტის ან ფინანსისტის კვალიფიკაცია; ა.გ) საქართველოს კანონის  „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"  IV კარი; ა.დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის IX კარი; ა.ე) „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანება; ა.ვ) შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება; ა.ზ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word  და Excel). ბ) მთავარი სპეციალისტი: ბ.ა) ეკონომისტის ან ფინანსისტის კვალიფიკაცია; ბ.ბ) საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ IV კარი; ბ.გ) „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანება; ბ.დ) შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება; ბ.ე) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word  და Excel). 3. საბუღალტრო განყოფილება. ა) განყოფილების უფროსი: ა.ა) შრომითი საქმიანობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ა.ბ) ეკონომისტის ან ფინანსისტის კვალიფიკაცია; ა.გ) „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი; ა.დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის IX კარი; ა.ე) „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება; ა.ვ) შუახევის   მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულება; ა.ზ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word  და Excel); ბ) მთავარი სპეციალისტი: ბ.ა) ეკონომისტის ან ფინანსისტის კვალიფიკაცია; ბ.ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის IX კარი; ბ.გ) „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება; ბ.დ) შუახევის   მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულება; ბ.ე) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word  და Excel). მუხლი 5🔗. შუახევის   მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური 1. ქონებისა და მიწის მართვის განყოფილება; ა) განყოფილების უფროსი: ა.ა) შრომითი საქმიანობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; ა.ბ) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი; ა.გ) „ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონი; ა.დ) „საჯარო რეესტრის შესაბ“ საქართველოს კანონი; ა.ე) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-3 წიგნის ზოგადი ნაწილი და პირველი კარი; ა.ვ) შუახევის   მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება; ა.ზ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word); ბ) მთავარი სპეციალისტი: ბ.ა) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ.ბ) შუახევის   მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება; ბ.გ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word). 2. მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის განყოფილება; ა) განყოფილების უფროსი: ა.ა) შრომითი საქმიანობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; ა.ბ) უმაღლესი საინჟინრო (არქიტექტურული) განათლება; ა.გ) „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ა.დ) „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ა.ე) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება; ა.ვ) შუახევის   მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება; ა.ზ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word და Excel). ბ) მთავარი  სპეციალისტი: ბ.ა) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება; ბ.ბ) შუახევის   მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება; ბ.გ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word და Excel). 3. ეკონომიკური დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება. ა) განყოფილების უფროსი: ა.ა) ეკონომისტის კვალიფიკაცია; ა.ბ) შრომითი საქმიანობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; ა.გ) „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ა.დ) „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ა.ე) „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ” საქართველოს კანონი; ა.ვ) შუახევის   მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება; ა.ზ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word  და Excel); ბ) მთავარი სპეციალისტი: ბ.ა) „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ.ბ) „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ” საქართველოს კანონი; ბ.გ) შუახევის   მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება; ბ.დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word  და Excel). მუხლი 6🔗. სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტი 1. ეკონომისტის კვალიფიკაცია; 2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; 3. „სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების წესის შესახებ დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება; 4. შუახევის   მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულება; 5. კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word). მუხლი 7🔗. შუახევის   მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი. 1. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ IV თავი; 2. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება; 3. შუახევის   მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულება; 4. კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word); მუხლი 8🔗. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური 1. განათლების კულტურისა და სპორტის განყოფილება; ა) განყოფილების უფროსი: ა.ა) შრომითი საქმიანობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; ა.ბ) „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ა.გ) ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ა.დ) „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი; ა.ე) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ა.ვ) შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება; ა.ზ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word); ბ) მთავარი სპეციალისტი: ბ.ა) ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ.ბ) „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ.გ) შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის,  სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულება; ბ.დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word). 2. ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება. ა) განყოფილების უფროსი: ა.ა) შრომითი საქმიანობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; ა.ბ) ,,ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ა.გ) საქართველოს კანონი ,,ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ; ა.დ) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ა.ე) შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება; ა.ვ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word). ბ) მთავარი სპეციალისტი ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის საკითხებში. ბ.ა) „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ.ბ) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ.გ) შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება; ბ.დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word). გ) მთავარი სპეციალისტი ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში: გ.ა) საქართველოს კანონი ,,ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“; გ.ბ) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ.გ) შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება; გ.დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word). მუხლი 9🔗. შუახევის მუნიციპალიტეტის  გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური 1. მთავარი სპციალისტი სამედიცინო საკითხებში: ა) სამედიცინო პროფილის უმაღლესი განათლება; ბ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება; ე) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word). 2. მთავარი სპციალისტი სოციალურ საკითხებში; ა) „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ) ,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი; გ) შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება; დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word). 3. მთავარი სპციალისტი სტიქიის საკითხებში: ა) ,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი;  ბ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის 2014 წლის 13 თებერვალი №5 დადგენილება; გ) შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება; დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word). მუხლი 10🔗. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის მთავარი სპეციალისტი 1. ფინანსისტის ან ეკონომისტის კვალიფიკაცია; 2. „შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1013 განკარგულება; 3. „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება. 4. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება. 5. კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word). მუხლი 11🔗. შუახევის მუნიციპალიტეტის  გამგეობის  სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური 1. მთავარი სპეციალისტი: ა) „სამხედრო სავალდებულო სამახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; დ) შუახევის მუნიციპალიტეტის  გამგეობის  სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულება; ე) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word). 2. წამყვანი სპეციალისტი: ა) შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულება; ბ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word). მუხლი 12🔗. გამგებლის წარმომადგენელი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2 წიგნის მე-3 კარის პირველი, მე-2, მე-4 თავები. 2. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება. 3. კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word). მუხლი 13🔗. სხვა დებულებანი 1. მოხელეს არ მოეთხოვება ყველა იმ ნორმატიული აქტის ან ნაწილის ცოდნა, რომელიც ძალადაკარგული იქნება კონკურსის/ატესტაციის ჩატარების დროისთვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებებისას, კომისია უფლებამოსილია ძალადაკარგული ნორმატიული აქტი ჩაანაცვლოს მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმატიული აქტით ან მისი ნაწილით. 3. დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.