ეკონომიკური განვითარების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 23.09.2014
ძალაში შესვლა 01.10.2014
ძალის დაკარგვა 16.10.2023
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.057.016182
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ეკონომიკური განვითარების საბჭოს შექმნისა
და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება
№29
2014 წლის 23 სექტემბერი
ქ. ბათუმი
ეკონომიკური განვითარების საბჭოს შექმნისა
და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად:
1.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური სტრატეგიის დაგეგმარების, მათი შემუშავების კოორდინაციის მიზნით, შეიქმნას ეკონომიკური განვითარების საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:
ა)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – საბჭოს თავმჯდომარე;
ბ)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი – საბჭოს წევრი;
დ)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – საბჭოს წევრი;
ე)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განთლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – საბჭოს წევრი;
ვ)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი – საბჭოს წევრი;
ზ)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი – საბჭოს წევრი;
თ)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე – საბჭოს წევრი;
ი)
სსიპ-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე – საბჭოს წევრი;
კ)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში – ეკონომიკური განვითარების საბჭოს მდივანი – საბჭოს წევრი.
2.
დამტკიცდეს ეკონომიკური განვითარების საბჭოს დებულება, თანახმად დანართისა.
3.
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე
დანართი
ეკონომიკური განვითარების საბჭოს
დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ეკონომიკური განვითარების საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის (შემდეგში – მთავრობის თავმჯდომარე) სათათბირო ორგანოს და შექმნილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.
2. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
მუხლი 2🔗.
საბჭოს უფლებამოსილება
საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური სტრატეგიის დაგეგმარება და მათი შემუშავების კოორდინაცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების ანალიზი;
გ) შესაბამის უწყებებთან ერთად რეგიონის დარგობრივი სტრატეგიის შემუშავებისა და მისი განხორციელების პროცესში მონაწილეობა;
დ) ეკონომიკური რისკებისა და საინვესტიციო გარემოს ანალიზი;
ე) ქვეყნის შიდა ეკონომიკური მიმართულებების შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების განსაზღვრისა და შესაბამისი გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა;
ვ) სხვადასხვა საფინანსო და ეკონომიკური პროფილის ორგანიზაციებთან კომუნიკაცია;
ზ) რეგიონის დონეზე ეკონომიკური კუთხით რეფორმების მიმართულებების ანალიზი;
თ) ჩატარებული კომპლექსური ანალიზის საფუძველზე კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ;
ი) მინიჭებული ფუნქციების შესრულების მიზნით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან დაწესებულებისაგან, აგრეთვე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას, საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა;
კ) ქვეყნისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური სფეროს მარეგულირებელი კანონების და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე განსახილველ ცალკეულ საკითხთა შესწავლა და შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მთავრობის თავმჯდომარისათვის;
მ) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა მთავრობის თავმჯდომარისათვის;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში მთავრობის თავმჯდომარისათვის ცალკეულ დავალებათა შესრულება.
მუხლი 3🔗.
საბჭოს შემადგენლობა
1. საბჭოს ჰყავს მუდმივი და მოწვეული წევრები.
2. საბჭოს მუდმივი წევრები არიან: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე, სსიპ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე.
3. საბჭოს მუდმივი წევრების გარდა, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე ხმის უფლებით შეიძლება მოწვეული იქნენ სხვა საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლები.
4. მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ხმის უფლების გარეშე საბჭოს სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეული იქნენ სხვა თანამდებობის პირები.
5. საბჭო ანგარიშვალდებულია მთავრობის თავმჯდომარის წინაშე.
მუხლი 4🔗.
საბჭოს სხდომა
1. საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
2. საბჭოს სხდომები დახურულია. მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომა შეიძლება გამოცხადდეს ღიად.
3. საბჭოს სხდომა იმართება თვეში ერთხელ მაინც მთავრობის თავმჯდომარის მოწვევით.
4. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
5. საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს განსახილველ საკითხებზე მთავრობის თავმჯდომარის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად. საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე მთავრობის თავმჯდომარე გამოსცემს შესაბამის აქტებს.
6. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
მუხლი 5🔗.
მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში - ეკონომიკური განვითარების საბჭოს მდივანი
1. მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწეს ეკონომიკურ საკითხებში - ეკონომიკური საბჭოს მდივანს (შემდგომში – საბჭოს მდივანი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.
2. საბჭოს მდივანი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ანგარიშვალდებულია მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარის წინაშე.
3. საბჭოს მდივანი:
ა) უზრუნველყოფს საბჭოს მუშაობის ორგანიზებას;
ბ) ხელმძღვანელობს საბჭოს აპარატს;
გ) ამზადებს საბჭოს სხდომებს;
დ) აკონტროლებს ეკონომიკურ საკითხებზე მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებების შესრულებას;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;
ვ) დადგენილი წესით ასრულებს მთავრობის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 6🔗.
ეკონომიკური განვითარების საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
ეკონომიკური განვითარების საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი.
მუხლი 7🔗.
საბჭოს გაუქმება და დებულებაში ცვლილების შეტანა
საბჭოს გაუქმება ან დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.